Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #65178406)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Development Fund of Georgia"
Номер конкурса: 65178406
Дата публикации: 03-07-2025
Сумма контракта: 149 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250011911
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2025 16:56
Начало приема предложения 11.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.07.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 149`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`490 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia odisharia :: 27.06.2025 16:19
  • Последнее исправление: natia odisharia :: 03.07.2025 16:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636615&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა, კერძოდ: შენობის სახურავზე სადრენაჟო არხების მოწყობა, ტერასაზე არსებული ფილების დაზიანებული შოვების შევსება, აღდგენა და პლინტუსის მოწყობა, დაზიანებული ჭერის შეკეთება, საკონფერენციო და მისი მიმდებარე ოთახების კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, ინტერიერსა და ექსტერიერში ნესტისგან დაზიანებული კედლების მოწესრიგება, სანათების, კარებები საკეტებით, როზეტების, სუსტი დენების მოწყობა, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესასრულებელი სამუშაოს აღწერა და რაოდენობა/მოცულობა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში.
2. სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს წინამდებარე ტექნიკური დავალებით, დეფექტური აქტით და კანონით დადგენილი პირობებისა და წესების დაცვით;
2. მიმწოდებელმა მოსამზადებელი სამუშაოების, სადემონტაჟო და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, უნდა დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები;
3. მიმწოდებლის მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა ხელი არ უნდა შეუშალოს დაწესებულების სამუშაო რეჟიმს;
4. მიმწოდებელი ვალდებულია ტერასის დემონტაჟისა და მოწყობისას თავიდან აიცილოს ნალექის დროს შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დაზიანება.
5. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, პერსონალთან კოორდინაციაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავეჯის და ინვენტარის გადაადგილება;
6. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ სამუშაოების ფარგლებში მიღებული ან/და გამოწერილი ზედნადებები, ან/და ხარჯების ამსახველი სხვა დოკუმენტაცია;
7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი სერთიფიკატები , წარმოადგინოს შესაბამისი ლაბორატორიული თუ სხვა სატესტო კვლევების დოკუმენტაცია);
8. კომპიუტერული და სატელეკომუნიაციო ქსელის მოწყობისას, სამუშაოების პროცესში ქსელის წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობები უნდა შეთანხმდეს ადგილზე აიტის თანამშრომელთან;
9. მიმწოდებელმა თავისი ამწე-კალათის და ელექტრიკოსის მეშვეობით უნდა განახორციელოს სამონტაჟო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება;
10. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად;
11. სამუშაოებზე გამოყენებული მასალების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი;
12. ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად; უნდა მოხდეს ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნება ფარული სამუშაოების კატეგორიას;
13. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი ზედამხედველობით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, თანამშორმლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარეიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით, მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
14. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას;
15. ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი;
16. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები;
17. მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი. უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
18. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
19. სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და მოახდინოს შენობის და რეაბილიტირებული ფართების გენერალური დასუფთავება;
20. ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან;
21. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
22. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების, ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
23. ელექტრო მოწყობილობებში დენის წყაროს მიწოდებისას, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს – კავშირების მიერთება და განცალკავება; სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, რაც გამორიცხავს მათ აალებას. ელექტრო სამუშაოების წარმოებისას მომუშავე პერსონალის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს დიელექტრიკული ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი უსაფრთხოებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
24. პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა, სადაც მითითებულია ნული.
- დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
- ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით.

იხ. მიბმული ფაილები:
1. პროექტები
2. ჭკვიანი დაფის ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღე, ხოლო თუ შესრულების ბოლო დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, შესრულება გადაიწევს პირველივე სამუშაო დღეზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შენობა - ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. N6

1.6 guarantee period for the works to be performed

საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან:
- არანაკლებ 2 (ორი) წელს შესრულებულ სამუშაოებზე;
- არანაკლებ 1 (ერთი) წელს - კონდიციონერებზე და ჭკვიან დაფაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესრულებული მსგავსი სამუშაოების ჯამური ღირებულება 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს. 2021, 2022, 2023, 2024 წლებში თითოეულ წელზე - არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

ანალოგიური გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ობიექტის აღწერის, სამუშაოების დასრულების და ღირებულების აღნიშვნით და ხელშეკრულებ(ებ)ი და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები:დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები), მიღებაჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2(ები).

2.9 other additional requirements

- .პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი;

სარეკომენდაციო წერილები გაცემული უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დარეგისტრირებული შემსყიდველის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში აკრედიტებული დაწესებულების/პირის დასკვნით/ანგარიშით. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, სამუშაოების დასრულების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია ოდიშარია, 577429955, nodisharia@fund.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
10.1.3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. პრეტენდენტი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.6. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.7. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.8. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.9. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) ხარჯთაღრიცხვა - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტების შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადის შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად;
გ) ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის შესაბამისად;
დ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად;
ე) სარეკომენდაციო წერილები - სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru