1. ტექნიკური დავალება
წინამდებარე ტექნიკური დავალება მოიცავს, მცხეთის მუნიციპალიტეტში,
დიდგორის მთაზე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან, ,,მებუკე“-ს
მონუმენტურ ქანდაკებამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიის
მოწყობა-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადებას.
მომსახურების მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე
ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი და
მოწესრიგებული გარემოს შექმნა.
რეაბილიტაციას საჭიროებს, მონუმენტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა,
სავარაუდო სიგრძით 400 მეტრი, 400 კვ.მ. ფართზე მოსაწყობია ავტომანქანების
გასაჩერებელი სადგომი (პარკინგი), ადგილობრივი ბუნებრივი ქვით
მოსაწყობია, მონუმენტთან და არსებულ წყაროსთან მისასვლელი საფეხმავლო
ბილიკები, ასევე, ჩასატარებელია, მონუმენტის კვარცხლბეკიდან, მსუბუქი
კონსტრუქციის, გადასახედის მოწყობა.
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, საპროექტო ობიექტების
მოწყობა-რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის
ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების
განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას, სოციალური და ეკონომიკური
შეფასებებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით.
სრულყოფილი შეფასების/საპროექტო კვლევის ჩატარებას სარეაბილიტაციო
ობიექტებზე.
- საპროექტო ფართის მიწის ვაკისის ფარგლებში შესაძლოა განთავსებული
იყოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაზეც საჭირო გახდება სრულყოფილი
გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი
ტექნიკური პირობების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში
კომუნიკაციების გადატანის პროექტის მომზადება, რომელიც უნდა
შეთანხმდეს შესაბამის ბენეფიციართან.
- საავტომობილო გზის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს V კატეგორიას,
რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტების (სსტ
Gგზები: 2009) მოთხოვნებს;
- საავტომობილო გზის საფარად გათვალისწინებული უნდა იყოს კაპიტალური
ასფალტ/ბეტონის, ან, მონოლითური რკ/ბეტონის საფარი (გადაწყდეს ადგილზე
პროექტანტის მიერ, შემსყიდველთან შეთანხმებით), საანგარიშო სიჩქარით 30-50
კმ/სთ;
პროექტი მომზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო
ნორმებისა და წესების დაცვით, ასევე ევროსტანდარტების მოთხოვნების
შესაბამისად.
პროექტი უნდა შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, შემდეგ
საპროექტო
დოკუმენტაციას და ნახაზებს:
1. ნახაზების უწყისი;
2. განმარტებითი ბარათი (არსებული მდგომარეობისა და პროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების აღწერით);
3. საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება (ტოპო-გეგმა UTM
კოორდინატთა
სისტემით მ. 1:200);
4. საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა - მ:1:500; 1:1000;
5. გენგეგმა, საპროექტო ობიექტის ტოპოზე დატანით (ორთოფოტო), წითელი
ხაზების ჩვენებით მ:1:500; 1:1000;
6. რეპერების განლაგების, მრუდების, სწორების და მოხვევის კუთხეების
დატანა გეგმაზე
და სათანადო უწყისების მომზადება.
7. საერთაშორისო სისტემის კოორდინატების უწყისი პიკეტების
შესაბამისად.
8. ტოპოგეოდეზიური გეგმის მომზადება.
9. სიტუაციური გეგმა.
10. საპროექტო გზის გეგმები, პიკეტების და პირობითი აღნიშვნების
დატანით.
11. საპროექტო გზის გრძივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
12. საპროექტო გზის განივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
13. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გეგმის მომზადება (ვერტიკალური
და ჰორიზონტალური მონიშვნა, საგზაო ნიშნებით, თვალამრიდებით ან სხვა
აღჭურვილობით) სათანადო სამსახურებთან შეთანხმებით.
14. არქიტექტურული სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები,
რენდერები, დეტალები, კვანძები, (მ. 1:100, 1:50, 1:25);
15. მოსაპირკეთებელი, კეთილმოწყობის სამუშაოების უწყისები,
16. ფუნქციონალური გეგმები (ინვენტარის გათვალისწინებით).
17. კონსტრუქციული პროექტი
18. დენდროლოგიური პროექტი;
19. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
20. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
21. სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
22. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და ხარჯთაღრიცხვა.
პროექტში, გათვალისწინებული იქნას, საზოგადოებრივი შენობებისა და
ნაგებობების
მშენებლობის СНиП 2.08.02-89* ნორმები;
23. გათვალისწინებული იქნას „შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობისა და
არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლემანტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #41
დადგენილება
24. გათვალისწინებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2016 წლის
28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის მიერ 2024 წელს გამოცემული ,,მეთოდური ცნობარი“-ს (მშენებლობის და
სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების
შესახებ) მიხედვით, რესურსული მეთოდით ყველა დანარიცხების
გათვალისწინებით, სამშენებლო რესურსების საბაზრო ან, მშენებლობის
შემფასებელთა კავშირის ფასთა კრებულით მიმდინარე დონეზე;
- პრეტენდენტმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს ცალ-ცალკე 4 ეგზემპლარად (ალბომების სახით A4 დაA3 ფორმატში).
სრული საპროექტო დოკუმენტაციის ელ. ვერსია თვითოეულ პროექტზე (CD), (PDF) (DWG) ან
ArchiCAD ან AutoCAD ფორმატში, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა და მოცულობების უწყისი Excel-
ფორმატში.
- მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება მხოლოდ სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი
დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტების განხორციელების პროცესში
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა,
საჭიროებისამებრ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება, სამშენებლო
სამუშაოების მიმდინარეობის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ
სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
დამატებითი სამუშაოებისშესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას მიმწოდებელი განახორციელებს ანაზღაურების
გარეშე.
მომსახურების მიწოდების ვადები
მომსახურების მიწოდების ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე.