Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #63163047)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Gldani District Gamgeoba
Номер конкурса: 63163047
Дата публикации: 17-04-2025
Сумма контракта: 285 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007644
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.04.2025 18:48
Начало приема предложения 02.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.05.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 285`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112700 - Ландшафтные работы
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის წრილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით)
Дополнительная информация
1. ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

2. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების).
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`450.00 GEL
Размер гарантии 2`850 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome kiknavelidze :: 16.04.2025 11:21
  • Последнее исправление: salome kiknavelidze :: 16.04.2025 18:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=628555&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3. ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით. (ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედამდე სიზუსტით).
1.2.4. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა პროექტი და მოცულობათა უწყისი. მიმწოდებელს წერილობით ეცნობება ობიექტის მისამართი და შესრულების ვადა.
1.2.6. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდოებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
1.2.7. შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.8. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების პროექტი (მათ შორის სანათის ნათურის პარამეტრები) მიმწოდებლის მიერ წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული შესაბამის სამსახურთან.
1.2.9. წერილობით მიწოდებული ობიექტის პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) გადაეცემა წერილობით.
1.2.10. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დაწყების ვადაში.
1.2.12. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.13. ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობები ზოგადია, იმ შემთხვევაში თუ მათი ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, აღნიშნული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს (დაზუსტდეს), აღმოჩენილი შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების კონტროლის განმახორციელებელ პირ(ებ)თან მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.14. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე თითოეულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ერთი საინფორმაციო დაფა (100სმ/150სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.15. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პერსონალი ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით.
1.2.16. შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.17. სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელი მასალები და პროდუქცია, უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვეაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მოწოდებული საქონლის და მასალის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
1.2.18. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს: შემოთავაზებული ხელოვნური ბალახის საფარის ტექნიკური პასპორტი ან/და სერთიფიკატი, ხელოვნური საფარის პარამეტრების მითითებით (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით).
1.2.19. მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე და ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 (ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ნაზარდი ჯამით). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
1.2.20. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.
1.2.21. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა. შ.
1.2.22. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ (ლიცენზირებულ) ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.

1.2.23. სამუშაოების წარმოებისას გამოსაყენებელი მასალის ტექნიკური მახასიათებლები:

ხელოვნური საფარი ტექნიკური მახასიათებლები:
- DTEX-16 000/6 მონოფილამენტი
- შემადგენლობა - 100% პოლიეთილენი
- მიკრონის სისქე - არანაკლებ 360 მიკრონი (+/-%5);
- ინჩი- 3/8
- ბალახის სიმაღლე- 25 მმ
- ბალახის წონა- არანაკლებ 2,755 კგ. კვ.მ
- ფერი: მწვანე
- ბალახის ძირი უნდა იყოს ლატექსით დამუშავებული

ბალახის ტიპი:
- ერთგვაროვანი

2. კალათბურთის ფარი - გარე გამოყენების, სტანდარტული მარკირების ხაზებით. ფარი დამზადებული უნდა იყოს მაღალი წნევით დაპრესილი ლამინატისგან (HPL).

3. მავთულბადე:
პლასტმასით იზოლირებული არანაკლებ დ-4მმ;
გალვანიზირებული მეტალის მავთული არანაკლებ დ-2.8 მმ;
იზოლაცია PVC არანაკლებ დ-1.2მმ.
უჯრედები ზომით 45მმX45მმ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 150 კალენდარლი დღისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის მიერ მითითებული ტერიტორია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის ფარგლებში.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების).
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 (ათი) სამუშაო დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.
1.6.4. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 და 1.6.3 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150% ოდენობის ანალოგიური ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობის ან/და ახლის მშენებლობის ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია-შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.(წარმოდგენილ იქნას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (1. მიღება-ჩაბარების აქტი, 2. ფორმა N2 ან/და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო, 3. დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი)) ან ინფორმაცია გამოცდილების შესახებ სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესყიდვ(ებ)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, პრეტენდენტს არ აქვს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად სატენდერო განცხადებ(ებ)ის SPA/NAT/DAP/CMR.. ნომრების მითითებით.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დაწყების ვადაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს: შემოთავაზებული ხელოვნური საფარის ტექნიკური პასპორტი ან/და სერთიფიკატი, ხელოვნური საფარის პარამეტრების მითითებით (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით).

2.7.1.2 მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე და ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 (ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ნაზარდი ჯამით). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

2.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%/10%–ის ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე კიკნაველიძე, 577361417, s.kiknavelidze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას მინდობილობა.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
10.1.9 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის ინიცირების შემთხვევაში, ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ფარგლებში.
10.1.10. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატის ფაილი დანართი N1– ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

17-04-2025 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

17-04-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

17-04-2025 Типографские услуги и связанные с ними услуги.

17-04-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-04-2025 Различное транспортное оборудование и запасные части для замены.

17-04-2025 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru