Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #63163044)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Tourism Administration
Номер конкурса: 63163044
Дата публикации: 17-04-2025
Сумма контракта: 143 249


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007647
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.04.2025 20:50
Начало приема предложения 11.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 143`249.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233290 - Установка дорожных знаков
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
"ღვინის გზის" პროექტის ფარგლებში ახალი ობიექტებისთვის მანიშნებლების დაყენების სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`432.00 GEL
Размер гарантии 1`432 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia aslanishvili :: 16.04.2025 18:19
  • Последнее исправление: maia aslanishvili :: 16.04.2025 20:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=628703&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"ღვინის გზის" პროექტის ფარგლებში ახალი ობიექტებისთვის მანიშნებლების დაყენების სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

"ღვინის გზის" პროექტის ფარგლებში მოხდა 15 ახალი ობიექტისათვის პროექტის მომზადება.

მანიშნებლების სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვისას აუცილებელია შემდეგი ტექნიკური დეტალის გათვალისწინება: სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებამდე საჭიროა პროექტში არსებული კოორდინატების მიხედვით განისაზღვროს საგზაო მანიშნებლების დაყენების ზუსტი ადგილმდებარეობა. მიწის სამუშაოების განხორციელება და დგარების ჩამაგრება ბეტონში უნდა მოხდეს თანდართული სპეციფიკაციების გათვალისწინებით. მანიშნებელი აბრები დამზადებული უნდა იყოს 1.5 მმ სისქის მოთუთიებული (გალვანიზებული) ფოლადისგან, დაფარული მაღალი ინტენსივობის პრიზმული HIP შუქამრეკლი და ყავისფერი შუქგამფილტრი ფირით. სიხისტისთვის ნიშანს შემორტყმული უნდა ჰქონდეს ალუმინის ჩარჩო. ნიშნის ყველა დეტალი უნდა იყოს უჟანგავი. ნიშნის აწყობა და დამაგრება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს ნიშნის ზედაპირის ხვრეტა, დეფორმირება და კოროზირება. შუქამრეკლ და შუქგამფილტრ ფირებს უნდა გააჩნდეთ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს მასალების შესაბამისობას EN-12899 სტანდარტის მეორე კლასთან. ფირების ფუნქციონალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წელი. ყავისფერი ფერის კოდი RAL8003. აბრები უნდა დამონტაჟდეს მოთუთიებული ფოლადის არა ნაკლებ 0.76 მმ დიამეტრის ბოძზე სამაგრის გამოყენებით. ბოძის თავი უნდა იყოს დახშული ხუფით, რათა არ მოხდეს მასში წყლის ჩადინება. თითოეული აბრა უნდა დამონტაჟდეს ბოძზე ერთ მხარეს (გარდა პროექტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა).
მანიშნებლების დამზადება-დამონტაჟებამდე, შემსრულებელი ვალდებულია გააკეთოს პროექტის ინსპექტირება და აცნობოს დამკვეთს საჭიროების შემთხვევაში პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ, რათა დროულად მოხდეს ხარვეზების გამოსწორება სამუშაოების წარმოების დროში შეფერხების გარეშე. დგარების სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას, მანიშნებლების ფირის ბეჭდვამდე, კომპანია ვალდებულია დაფების არსებული დიზაინი და მათზე დატანილი დასახელებები გადაამოწმოს მეპატრონესთან, დასახელებებში უზუსტობის ან რამე შეცდომის გამორიცხვის მიზნით, მსგავსის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დასახელებაში ცვლილების შეტანის შესახებ აცნობოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მიიღოს დასტური. საგზაო-საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნების განთავსებისათვის ზუსტი წერტილის აღებას და სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას ადგილზე აუცილებელია დაესწროს ობიექტის მეპატრონე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი/გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენელი. საგზაო-საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნების მოწყობა უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზის, ტროტუარის, გვერდულის და კიუბეტს მიღმა, გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ნიშნები უნდა განთავსდეს ისე, რომ არ მოხდეს არსებული საგზაო ნიშნების დაფარვა და ხილვადობის შეზღუდვა. სამუშაოების წარმოების პერიოდში აკრძალულია საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, გვერდულზე და გზის შემადგენელ ელემენტებზე საშენი მასალის დასაწყობება, სამშენებლო დარჩენების დაყრა და სხვა. აუცილებელია აღნიშნული ნორმების სრული დაცვა მოხდეს როგორც ცენტრალურ და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მაგისტრალებზე, ასევე სოფლებში გამავალ გზებზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა უნდა მოხდეს სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
სამუშაოს შესრულების ადგილია: საქართველო

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელს.
საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან მაქსიმუმ 20 (ოცი) კალენდარულ დღეში (აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით) გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მინიმუმ 3 პროექტი, თითოეული არა უმცირეს 90 000 ლარის ღირებულების, რომელიც მოიცავს საგზაო მანიშნებლების დამზადებას და დამონტაჟებას ან ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მინიმუმ 3 პროექტი, თითოეულის ფარგლებში არაუმცირეს 50 საგზაო ნიშნის დამზადებითა და მონტაჟით განხორციელების გამოცდილება;
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ასევე, წარმოადგინოს თანდართული ფორმით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ, მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ.) მითითება “შენიშვნის“ გრაფაში.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;

4. შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზა.
4.1 დასრულებულ სამუშოებს ჩაუტარდება ექსპერტიზა.
4.2 ექსპერტიზას საკუთარი ხარჯებით ახორციელებს მიმწოდებელი.
4.3 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების ყოველი ეტაპისთვის ფორმა N2-თან ერთად შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნა.
4.4 სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუდგება ვალდებულება დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოადგინოს დასკვნის გამცემი აკრედიტირებული პირის შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა.
4.5 ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა უნდა მოხდეს სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
3. ანგარიშსწორება მოხდება შესრულებული სამუშაოების ბოლოს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და გაფორმებული მიღება-ჩაბარ(ებ)ის (შესრულების) აქტის შესაბამისად.
4. ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.2. პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში განხილულ შემთხვევაში - მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ასლანიშვილი, 591965003, m.aslanishvili@gnta.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
6. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

17-04-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-04-2025 Работы по подготовке строительной площадки.

17-04-2025 Различное оборудование .

17-04-2025 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

17-04-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

17-04-2025 Типографские услуги и связанные с ними услуги.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru