Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #60043044)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "c.Tbilisi Mental Health Centre"
Номер конкурса: 60043044
Дата публикации: 19-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025598
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2024 21:51
Начало приема предложения 28.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 30.12.2024 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 79.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 137`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66500000 - Страховые и пенсионные услуги
  • 66510000 - Страховые услуги
  • 66512200 - Услуги по страхованию здоровья
Срок подачи 2025 წლის 01 თებერვლის 00:00 საათიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 1`378 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shorena nodia :: 16.12.2024 23:12
  • Последнее исправление: dali natenadze :: 19.12.2024 21:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=607549&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის 200 თანამშრომლისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. დასაზღვევ პირთა რაოდენობა შეადგენს შპს ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის არაუმეტეს 200 თანამშრომელს.
2. ელექტრონული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრულია მხოლოდ შპს ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სტანდარტული პაკეტით (დანართი N1) გათვალისწინებული დაზღვევის მომსახურების ღირებულებით, რის ანაზღაურებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო ყველა სხვა სახის მომსახურება, რასაც მიიღებს თანამშრომელი ან/და თანამშრომლის ოჯახის წევრი, დაფინანსდება დაზღვეულის მიერ და მასზე შედგება დამატებითი მემორანდუმი ან შეთანხმება (აღნიშნულის მიუხედავად, პრეტენდენტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს მომსახურების საპრეისკურანტო ცხრილი და დანართები).
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველს უფლება აქვს, გაზარდოს ან შეამციროს ზემოაღნიშნული თანამშრომლების რაოდენობა. ასევე, შემსყიდველი არ არის ვალდებული, სრულად უზრუნველყოს აღნიშნული რაოდენობის თანამშრომელთა დაზღვევა.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეული დამატებული პაკეტის (მათ შორის, საოჯახო პაკეტების) ღირებულება შეამციროს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სტანდარტული პაკეტის ღირებულების შემცირების პროპორციულად.
5. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება მითითებულია საშემოსავლო გადასახადისა და დაგროვებითი საპენსიო შენატანის ჩათვლით.
6. სადაზღვევო მომსახურების პირობები და ინფორმაცია სადაზღვევო პაკეტების შესახებ ატვირთულია მიმაგრებული ფაილების სახით.
7. ყველა სახის პაკეტით განსაზღვრული ლიმიტები გაიცემა თითოეულ დაზღვეულზე ინდივიდუალურად, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა.
8. თანამრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტის სადაზღვევო შესატანის ყოველთვიური ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 79,00 ლარს, გაუმჯობესებული პაკეტის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 99,00 ლარს,
9. პრეტენდენტმა როგორც გაუმჯობესებული, ისე სტანდარტული პაკეტის შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრის დამატებისას პრემია უნდა გამოითვალოს პაკეტის სადაზღვევო პრემიის ღირებულების 2-ზე გამრავლებით, ხოლო ოჯახის მეტი წევრის დამატების შემთხვევაში - პაკეტის ღირებულების 3.2-ზე გამრავლებით.
10. ახალი თანამშრომლის ან/და მათი ოჯახის წევრების დამატება შესაძლებელი უნდა იყოს დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში, ახალი სადაზღვევო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მონაცემების მოწოდების საფუძველზე.
თანაგადახდის % -ული მაჩვენებელი რჩება უცვლელი, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი მცირდება ვადის და გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობის პროპორციულად, მე-3 -ე თვიდან.
11. თანამშრომლის ოჯახის წევრების (მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად) და შვილები/გერები 25 წლამდე) შესაძლებელი უნდა იყოს დაზღვევის ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო 25 წელს ზემოთ შვილების დამატება სადაზღვევო სიაში არსებული თანამშრომლების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დანიშნული თანამშრომლ(ებ)ის შემთხვევაში - თანამშრომლის დაზღვევიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. 25 წელს ზემოთ შვილების სადაზღვევო პაკეტი შემოთავაზებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ.
12. თანამშრომლის მიერ არჩეული პაკეტის გაუმჯობესება/გაუარესება შესაძლებელი უნდა იყოს ერთჯერადად, პაკეტის არჩევიდან 1 თვის განმავლობაში.
13. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურება გათავისუფლებულ თანამშრომელზე და ოჯახის წევრებზე (არსებობის შემთხვევაში) გაუქმდება შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს
14. ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის პირობები უნდა ვრცელდებოდეს ყველა თანამშრომელზე (ასაკის შეუზღუდავად).
15. საოჯახო პაკეტით ეზღვევა მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად) და შვილები/გერები 18 წლამდე, რაოდენობის შეუზღუდავად. თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე შვილების დაზღვევა შესაძლებელია ინდივიდუალური პრემიის გადახდის საფუძველზე.
16. თანამშრომლის შვილს/გერს, რომელსაც სადაზღვევო პაკეტში მითითებული ზღვრული ასაკი სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეუსრულდება, სადაზღვევო მომსახურება უნარჩუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
17. ელექტრონული სერვისები, რომლის მიწოდებისთვის მზღვეველი უნდა ფლობდეს მობილურ აპლიკაციას და ელექტრონულ პორტალს, საიდანაც შესაძლებელი იქნება:
17.1. ყველა პროვაიდერ კლინიკაში საგარანტიო წერილის მოთხოვნის და გადაგზავნის შესაძლებლობა.
17.2. ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა.
17.3. ყველა პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში ელექტრონული მიმართვის მოთხოვნის გაკეთება და სმს კოდით საგარანტიო წერილი მიღების შესაძლებლობა.
17.4. საოპერაციო საგარანტიო მიმართვის მოთხოვნის გაკეთება/ მიმართვის საგარანტიო წერილის მიღება.
17.5. პროფილაქტიკურ კვლევებზე მოთხოვნის გაკეთების შესაძლებლობა/მიმართვის მიღება.

პრეტენდენტის მიერ ყველა ჩამოთვლილ სერვისზე უნდა იყო წარმოდგენილი აღნიშნული სერვისების ოფციის მიღების შესაძლებლობა მტკიცებულება/ ინსტრუქცია.

აუცილებელი მოთხოვნა:
მიმწოდებელმა პროვაიდერი დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურების (ჯანმრთელობის დაზღვევა) გაწევა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 01 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურების (ჯანმრთელობის დაზღვევა) გაწევა უნდა განხორციელდეს, ქ.თბილისის ტერიტორიაზე ტექნიკური დავალების შესაბამისად დანართი №4-ის ("ინფორმაცია პროვაიდერული კლინიკების შესახებ") და კლინიკებში თავისუფალი არჩევანის შესაბამისად.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს:
- თბილისში არანაკლებ 70 (სამოცდაათი) პროვაიდერი კლინიკა (სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდებით) მათ შორის 28 (ოცდარვა) მრავალპროფილური (ამბულატორია/სტაცინარული სერვისებით. პედიატრიული პროფილის გარდა).
- არანაკლებ 40 (ორმოცი) სტომატოლოგიური კლინიკა რომელთაგან მინიმუმ 20 (ოცი) კლინიკაში შესაძლებელი იქნება 3 დ რენტეგენის გადაღების შესაძლებლობა. 2 (ორი) კლინიკაში კი ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების შესაძლებლობა.
- პროვაიდერული სააფთიაქო ქსელის რაოდენობა: არანაკლებ 5 (ხუთი). ქ.თბილისში თითოეულ ქსელს არანაკლებ 10 (ათი) ფილიალური ქსელით.

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დოკუმენტბრუნვის და ანაზღაურების მარტივი ელექტრონული უზრუნველყოფა, ელექტრონული პორტალი.

ინფორმაცია პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის სახით (იხ. დანართი N4).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ასლები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

აღნიშნულ ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, ვინაიდან აღნიშნული ტენდერით განსაზღვრული მომსახურება არის სპეციფიური მომსახურება, რომელზეც ფასწარმოქმნა შესაძლოა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ საკუთარი ინდივიდუალური მიდგომის შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება, უნაღდო ანგარიშწორებით ლარებში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
- ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდება თითოეულ დაზღვეულ თანამშრომელზე არაუმეტეს ინდივიდუალური „საბაზისო პაკეტის“ ღირებულების ოდენობით.
- ანგარიშსწორება იწარმოებს მომსახურების გაწევის შემდეგ, ყოველთვიურად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
- იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სურვილი აქვს, შეიძინოს პაკეტი (ინდივიდუალური, საოჯახო ან ოჯახის წევრის), რომლის ღირებულებაც აღემატება ინდივიდუალური „საბაზისო პაკეტის“ ფასს - შემსყიდველი, დაზღვეულის სასარგებლოდ იხდის მხოლოდ ინდივიდუალური „საბაზისო პაკეტის“ სადაზღვევო პრემიას, ხოლო ფასთა შორის სხვაობას, შემსყიდველის მიერ გადახდილ პრემიასა და სასურველი პაკეტის პრემიებს შორის, იხდის დაზღვეული.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან/წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დალი ნათენაძე, 595088228, marinanatenadze@yahoo.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. თუ პრეტენდენტის მიერ საპრეისკურანტო ფასების ცხრილის თანხა ნაკლები იქნება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასზე პრეტენდენტის წინადადებად განიხილება ფასების ცხრილში მითითებული ფასი.
6. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მ.შ. საშემოსავლო გადასახადისა და დაგროვებითი საპენსიო შენატანის), მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7. პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის საპრეისკურანტო ფასების ცხრილის დანართის შესაბამისად წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

8. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტია:
8.1. დაზღვევის პირობები დანართი N1 (სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ან გაუმჯობესებული);
8.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის თანახმად - დანართი N2 - საპრეისკურანტო ფასების ცხრილი 2025; დანართი N3 - მომსახურების ფასების ცხრილი 2025 თითოეული კატეგორიის (3 კატეგორია) დაზღვევის ღირებულება;
8.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის თანახმად - დანართი N4 - ინფორმაცია პროვაიდერების შესახებ.
8.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად - შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ასლები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru