Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #60043040)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 60043040
Дата публикации: 19-12-2024
Сумма контракта: 1 850


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000627
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2024 20:16
Начало приема предложения 24.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 1`850.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30213300 - Настольный компьютер
Срок подачи გამარჯვებულად გამოვლენიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სტანდარტული პერსონალური კომპიუტერი - სტანდარტული დესკტოპი - ერთი და იმავე ბრენდის კომპლექტი: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 12 013 ერთეული სტანდარტული პერსონალური კომპიუტერი
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 222`241 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: saba lutidze :: 04.11.2024 13:31
  • Последнее исправление: teona danelia :: 19.12.2024 20:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600278&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე სტანდარტული პერსონალური კომპიუტერი - ერთი და იმავე ბრენდის კომპლექტი: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი (შემდგომში - სტანდარტული დესკტოპი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 12 013 (თორმეტი ათას ცამეტი) ერთეული სტანდარტული დესკტოპი.

მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული (მისაწოდებელი) სტანდარტული დესკტოპების ჯამური რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ჯამურად, 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობის ფარგლებში (არა თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ჭრილში), შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე.

1.2.2. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 - ტექნიკური პარამეტრების PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

1.2.3. შესასყიდი სტანდარტული დესკტოპების რაოდენობების განაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, მოცემულია დანართ №2-ში.

1.2.4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

1.2.5. შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გაუფორმოს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულის თაობაზე მიმართავს მას გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელი და შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქონლის გაცემა/მიღება განახორციელონ/დაასრულონ გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული 45 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ (გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღე) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გააფორმოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა, თუ მიმწოდებელი და სატენდერო კომისია თანხმობას განაცხადებენ აღნიშნულზე. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნილი საქონლის გაცემა განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.3. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმწოდებლი არ არის ვალდებული განახორციელოს საქონლის მიწოდება გამარჯვებულად გამოვლენიდან 100 კალენდარულ დღეზე ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სტანდარტული დესკტოპების გაცემა უნდა მოხდეს ქ. თბილისიდან, თუ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს სტანდარტულ დესკტოპებზე 3 წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში სტანდარტული დესკტოპის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით. საგარანტიო მომსახურება ასევე უნდა გავრცელდეს იმ სტანდარტულ დესკტოპებზე, რომლებზეც შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით უნდა დამონტაჟდეს ოპტიკური დისკის წამკითხავი (DVD ROM).

1.7.1.2. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი - შეცვალოს სტანდარტული დესკტოპი ახლით მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.3. საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს მიმწოდებელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.7.1.4. საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სტანდარტული დესკტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №3-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული სტანდარტული დესკტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სტანდარტული დესკტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25 000 000 ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება.

აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია:
ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება ან
ბ) ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა მოთხოვნილი საქონლის მიწოდება, მაშინ ხელშეკრულების წარმოდგენა სავალდებულო არ არის) ან/და
- სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი ან/და
- სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

2.2.1.2. პრეტენდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება მას უნდა გააჩნდეს:

ა) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში გამოცხადებული ერთი ტენდერის ან გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმებული ერთი ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
ან
ბ) ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების ფარგლებში. რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა. ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან
ბ.ბ) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სტანდარტული დესკტოპის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტი. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია). აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე.

2.7.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ე.წ. „MAF“, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან. წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული დესკტოპის დაზუსტებული ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინადადებაში, დეტალურად უნდა აღწეროს შემოთავაზებული საქონელი, წარმოადგინოს ფოტო და სხვა მონაცემები, რაც შექმნის შემოთავაზებული სტანდარტული დესკტოპის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას (პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ გაცემული დოკუმენტი (გარდა excel-ის ფორმატისა), რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

222241

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში, ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გასცემს საავანსო თანხას ურთიერთ შეთანხმებული ოდენობით მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 2025 წლის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე „2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის №1436 განკარგულების, პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (2025 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2025 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერების (კომპლექტი: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს სტანდარტული პერსონალური კომპიუტერების 2025 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ პერსონალური კომპიუტერის შესყიდვისა.

10.1.3. სტანდარტული პერსონალური კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების (2025 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდგომში - სატენდერო კომისია). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ სტანდარტული პერსონალური კომპიუტერების შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.1.4. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გაუფორმოს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება შესაძლებელია მიმწოდებლისა და სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა.

10.1.5. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თუნდაც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, მიმართავს მას ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

19-12-2024 Услуги по обработке и хранению грузов .

19-12-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

19-12-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

19-12-2024 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.

19-12-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

19-12-2024 Типографские услуги и связанные с ними услуги.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru