Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #60043038)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 60043038
Дата публикации: 19-12-2024
Сумма контракта: 1 586


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000628
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2024 20:27
Начало приема предложения 24.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 1`586.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30213100 - Портативные компьютеры
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი - სტანდარტული ლეპტოპი.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 14 000 ერთეული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 222`040 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: tinatin asratashvili :: 07.11.2024 11:53
  • Последнее исправление: teona danelia :: 19.12.2024 20:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600768&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის“ განკუთვნილი სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი (შემდგომში - სტანდარტული ლეპტოპი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 14 000 (თოთხმეტი ათასი) ერთეული სტანდარტული ლეპტოპი.

1.2.2. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 - ტექნიკური პარამეტრების PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

1.2.3. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

1.2.4. შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა.

1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სტანდარტული ლეპტოპების მიწოდება შემსყიდველ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, 1.4.1. ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სტანდარტული ლეპტოპების მიწოდება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №44.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს სტანდარტულ ლეპტოპებზე 3 წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში სტანდარტული ლეპტოპების მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით.

1.7.1.2. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი - შეცვალოს სტანდარტული ლეპტოპი ახლით მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.3. საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს მიმწოდებელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.7.1.4. საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სტანდარტული ლეპტოპის ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25 000 000 ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება.

აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია:
ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება ან
ბ) ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა მოთხოვნილი საქონლის მიწოდება, მაშინ ხელშეკრულების წარმოდგენა სავალდებულო არ არის) ან/და
- სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი ან/და
- სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

2.2.1.2. პრეტენდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება მას უნდა გააჩნდეს:

ა) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში გამოცხადებული ერთი ტენდერის ან გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმებული ერთი ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
ან
ბ) ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების ფარგლებში. რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა. ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან
ბ.ბ) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტი. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია). აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე.

2.7.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ე.წ. „MAF“, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან. წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის დაზუსტებული ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინადადებაში, დეტალურად უნდა აღწეროს შემოთავაზებული საქონელი, წარმოადგინოს ფოტო და სხვა მონაცემები, რაც შექმნის შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას (პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ გაცემული დოკუმენტი (გარდა excel-ის ფორმატისა), რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

2.9.2. Microsoft Windows-ის და Office-ის ლიცენზიებთან დაკავშირებით გამარჯვებულ კომპანიას მიეწოდება Microsoft-ის წერილი shape the future-ის ფარგლებში ლიცენზიის გამოყენების უფლების შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

222040

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში, ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი გასცემს საავანსო თანხას მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული ოდენობით მის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 70%-ის ოდენობით.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება, მათ შორის საავანსო ანგარიშსწორება, განხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ანგარიშსწორება (მათ შორის საავანსო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს 2025 წლების სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე „2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის №1436 განკარგულების, პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (2025 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ვალდებულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონელის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით.

10.1.3. კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ერთი ერთეული სტანდარტული ლეპტოპის ფასზე.
10.1.3.1 ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. ამასთან, თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთი ერთეული სტანდარტული ლეპტოპის ფასი განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით.
10.1.3.2. პრეტენდენტმა „დანართი №2 - ფასების ცხრილი“ უნდა წარმოადგინოს excel-ის ან PDF ფორმატში, დანართი №2 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ტექნიკური მომსახურების ან/და სხვა საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მიმწოდებლისაგან შესყიდული სტანდარტული ლეპტოპების ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით განსაზღვრულ იმ მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტამდე, რომელსაც აირჩევს შემსყიდველი, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნა გათვალისწინებული.

10.1.5. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციითა და დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებს. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

10.1.6. პრეტენდენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა excel-ის ფორმატში წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ისა).

10.1.7. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.8. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.

10.1.9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.

10.1.10. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს არ დაუბრუნდება კონკრეტული ხელშეკრულებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

10.1.11. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს.

10.1.12. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს უარი თქვას აღნიშნულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე.

10.1.13. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ctd.spa.ge სისტემის ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - comp2025@spa.gov.ge

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

19-12-2024 Различые продукты питания.

19-12-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

19-12-2024 Услуги по обработке и хранению грузов .

19-12-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

19-12-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

19-12-2024 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru