Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #60043041)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 60043041
Дата публикации: 19-12-2024
Сумма контракта: 10 210


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025594
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2024 19:50
Начало приема предложения 05.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.01.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 10`210.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90900000 - Услуги по очистке и санации
  • 90910000 - Услуги по очистке
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ობიექტზე (საქართველოს მასშტაბით) სასმელი წყლის ავზების რეცხვა-დეზინფექციის მომსახურების შესყიდვა.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 8 168 ლარი;
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 2 042 ლარი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 102.00 GEL
Размер гарантии 102 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tengiz khaniashvili :: 09.12.2024 19:27
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 19.12.2024 19:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=606371&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ობიექტზე (საქართველოს მასშტაბით) სასმელი წყლის ავზების რეცხვა-დეზინფექციის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურეობა მოიცავს საქართველოს მასშტაბით (დანართში მითითებულ ობიექტებზე) მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტებზე არსებული წყლის ავზების წელიწადში ორჯერადად (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში) რეცხვა/დეზიფექციას, გარეცხვის შემდეგ ავზის წყლით ავსებას და შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას - წყლის უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენის მიზნით.

1.2.1 მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის ავზების რეცხვა - დეზინფექცია უნდა განხორციელდეს შემდეგი სახით კერძოდ:

მომსახურეობის აუცილებელი პირობები:
ავზის დაცლა: ავზში არსებული წყლის სრულად დაცლა, საჭიროების შემთხვევაში საქაჩი ტუმბოს გამოყენებით;
ავზის წყლით ავსება: ავზის წყლით ავსება, შემოწმება შუასადებებიდან გაჟოვაზე და საჭიროების შემთხვევაში წყლის ჟონვის შეჩერება.
წყლის ანალიზის ჩატარება: ავზში შეგროვილ წყალს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, წყლის უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით;


რეცხვა:
I ეტაპი – ავზის გაწმენდა შიგნიდან ჟანგის, ხავსის და მინერალების ნადებისაგან;
II ეტაპი – ავზის შიგნიდან ორჯერადი გარეცხვა სპეციალური კვებისთვის უვნებელი სარეცხი საშუალებებით;
III ეტაპი – ავზის შიგნიდან მთლიანად დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით არანაკლებ 40 წუთიანი ექსპოზიციით;
IV ეტაპი – ავზის შიგნიდან გამორეცხვა სუფთა წყლით.

დეზინფექცია:
I ეტაპი – საჭიროა ავზი მთლიანად აივსოს სუფთა წყლით, დაიკეტოს შემავალი და გამავალი ონკანები, ჩაისხას წინასწარ მომზადებული, სათანადო კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარი და მოხდეს არანაკლებ 40 წუთიანი ექსპოზიცია;
II ეტაპი – გაიღოს ავზის გამავალი ონკანი, მილები აივსოს ავზში არსებული დეზინფიცირებული წყლით და გამავალი ონკანები ისევ დაიკეტოს 40 წუთის განმავლობაში;
III ეტაპი – ავზი მთლიანად დაიცალოს წყლისაგან;
IV ეტაპი – ავზი ორჯერ მთლიანად აივსოს სუფთა წყლით და დაიცალოს.


1.2.2 მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურეობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს. ასევე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი სპეციალისტები აღჭურვილი უნდა იყვნენ ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია გაწიოს მომსახურება შრომის უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით, გამოიყენოს ქარხნული წესით დამზადებული, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო, კვებისათვის უვნებელი მაღალეფექტური სადეზინფექციო პრეპარატები და სარეცხი საშუალებები.
1.2.4 გამოყენებული პრეპარატები და სარეცხი საშუალებები უნდა იყოს უსუნო და უნდა შედიოდეს საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის N64/ნ და 2006 წლის 18 ოქტომბრის N275/ნ ბრძანებები) განსაზღვრული აპრობირებული პრეპარატების ჩამონათვალში. პრეპარატები არ უნდა იყოს ვადაგასული გამოყენების მომენტისათვის.
1.2.5 სასმელი წყლის ავზების დეზინფექციის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №62 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის ,,ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის სანიტარული წესების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს.
1.2.6 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
1.2.7 სადეზინფექციო მომსახურების დასრულების შემდეგ ავზში შეგროვილი წყალი უნდა იყოს სასმელად ვარგისი, რაც დადასტურებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, კერძოდ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ლაბორატორიის წყლის ბაქტერიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. წარმოდგენილ დასკვნაში უნდა იკითხებოდეს დასკვნის გამცემი ორგანოს დასახელება, აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და მოქმედების ვადა.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი, შემოწმების აქტი და ა.შ.) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარმოადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს.

შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნა განხორციელდება ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ფასების ცხრილში (დანართი N1) მოცემული ადგილმდებარეობის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მომსახურებიოს გასაწევად საჭირო შესაბამისად სერთიფიცირებული ექიმი ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგები, რათა შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმოს და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს სერთიფიცირებული ექიმი ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგების უშუალო მონაწილეობით და შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული სერთიფიკატები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2.4.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მომსახურების გასაწევად საჭირო შესაბამისად სერთიფიცირებული პერსონალი, რომლებსაც გავლილი ექნებათ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით განსაზღვრული სიმაღლეზე მუშაობის სწავლება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს. შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული სერთიფიკატები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ქიმიკატების ჩამონათვალი.

2.9.2 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს საკონტაქტოდ არანაკლებ ორი თანამშრომლის სატელეფონო ნომერი და არანაკლებ ორი ელექტრონული ფოსტა.

2.9.3. პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

2.9.4 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევა.

2.9.5 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს გამოსაყენებელი ქიმიკატები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ნიმუშები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირინე დვალი, 577540740, idvali@mia.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ავთანდილ ტყეშელაშვილი ტელ: 577 96-05-66

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული სერთიფიკატები.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.1 და 2.9.2 პუნქტების მოთხოვნით გათვალისწინებული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

19-12-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

19-12-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

19-12-2024 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.

19-12-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

19-12-2024 Типографские услуги и связанные с ними услуги.

19-12-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru