Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #59336668)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 59336668
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 1 675 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000540
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 18:16
Начало приема предложения 28.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 1`675`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15111100 - Говядина
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი საქონლის (ძროხის) ხორცი (ტანხორცი) - გაცივებული
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 33`504 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: teona okropiridze :: 07.11.2024 10:52
  • Последнее исправление: salome melashvili :: 25.11.2024 13:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600734&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქონლის (ძროხის) ხორცი (შემდგომში - ხორცი/საქონელი/პროდუქტი/სურსათი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქონლის (ძროხის) ხორცი
• ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი, გაცივებული. მეოთხედი ტანხორცი (ნაჭრების (მკერდბეჭი/ბარკალი) მოწოდება პროპორციულად) ან შემსყიდველმა ასევე, შეიძლება მოითხოვოს მთლიანი საქონლის ორ ნაწილად დაჭრილი ტანხორცის თითოეული ნაჭრის დაჭრა არა უმეტეს სამ ნაჭრად.
• ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან არანაკლებ 48 საათი +2-+6 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურული რეჟიმის პირობებში (ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 30% - არაუმეტეს 14 საათი);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი-მოწითალო, სუნი და კონსისტენცია - დამახასიათებელი ახალი ხორცისათვის) დამაკმაყოფილებელი;
• სისხლისგან დაწრეტილი, ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე. ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი, უნდა იყოს თეთრი, კრემისფერი ან მოყვითალო შეფერილობის. მყესები უნდა იყოს ელასტიური და მკვრივი. სახსრების ზედაპირი თეთრი და ბზინვარე.
• საქონლის დაკვლა, ხორცის დამუშავება და სარეალიზაციოდ მომზადება უნდა განხორციელდეს ერთი და იმავე სასაკლაოში (სასაკლაოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს აღიარება/პირობითი აღიარება).
• ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივრით) სადაც დაცული იქნება შენახვის ტემპერატურული ( +2-+6 გრადუსი ცელსიუსი) პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული მანქანა რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.

• საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი.

• ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული სასაკლაოში (ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს ვეტერინარული მოწმობის (ფორმა #2) ნომერი), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.


სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.

უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით) დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2. შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში არაუმეტეს თვეში ერთხელ, განახორციელოს დამატებით (არაგეგმიური) მოთხოვნა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გეგმიურად განსაზღვრული, მიწოდების ვადაზე ნაკლები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
1.4.2.1. თუ ხელშეკრულების თანახმად, გეგმიური მიწოდება არ ხორციელდება თვეში ერთხელ მაინც, დამატებითი არაგეგმიური მიწოდება შეიძლება მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების განმავლობაში ერთხელ.

1.4.3. დანართ N2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა დანართი N1- ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოშობის ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შემოთავაზებული წარმოშობის ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად. დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1.1. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში პროდუქტზე არაუმეტეს სამჯერ) 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მას საქონლის ხორცის ორგანოლეპტიკურ, მიკრობიოლოგიურ, ფიზიკო-ქიმიურ (მათ შორის ტყვია, კადმიუმი) და სანიტარულ ჰიგიენურ მაჩვენებლებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ლაბორატორიული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით).

2.9.1.2. პროდუქტის მწარმოებელს/სასაკლაოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს აღიარება/პირობითი აღიარება.

2.9.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს შესაბამის დოკუმენტზე მითითებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).

2.9.1.4. კონსოლიდირებული ტენდერების კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში, მიმართოს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.

2.9.1.5. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში.)

2.9.1.6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

2.9.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც განახორციელებს უშუალოდ საქონლის მიწოდებას. აგრეთვე, იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირების/სატრანსპორტო საშუალების ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს შემსყიდველის ინფორმირება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

33504

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) ოდენობით. ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საკვები პროდუქტების შესყიდვა, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგნილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს საავანსო საბანკო გარანტია, შემსყიდველის მიერ მითითებულ თანხაზე (მაგრამ არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 20%-სა), იმ მიზნით რომ 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით მისაწოდებელი საქონლის ანაზღაურება განხორციელდეს 2025 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

7.1.1.2 მიმწოდებელმა არაუგვიანეს 2025 წლის 18 დეკემბრისა უნდა წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამის თანხაზე გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო საბანკო გარანტია. თავის მხრივ შემსყიდველი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 10 დეკემბრისა აცნობოს მიმწოდებელს, რომ იგი ითხოვს საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენას.

7.1.1.3 საავანსო საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონლზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან კუპრაძე, 577307705, kkupradze@spa.ge თეონა ოქროპირიძე- 596-105065; tokropiridze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის №1436 განკარგულების, პირველი მუხლის "პ" ქვეპუნქტის (სხვადასხვა სახის კ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru