Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #59336663)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 59336663
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 4 088 970


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000545
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 18:21
Начало приема предложения 28.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 4`088`970.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15100000 - Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ძეხვეული ( სოსისები, ძეხვი, სარდელი და ლორი)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 81`780 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: teona okropiridze :: 20.11.2024 17:59
  • Последнее исправление: salome melashvili :: 25.11.2024 14:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603074&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა ხორცის პროდუქტები - სოსისები, ძეხვი, სარდელი და ლორი (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სოსისი
• სოსისის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის ხორცი (საწარმოო პროცესის გათვალისწინებით დასაშვებია ქათმის არსებობა მხოლოდ კვალის სახით);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სოსისისთვის დამახასიათებელი) დამაკმაყოფილებელი;
• შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• სოსისის შემადგენლობა და კალკულაცია არ უნდა შეიცავდეს სოიოს ტექსტურატს, სოიოს იზოლატს, სოიოს ფქვილს, ბურღულეულს. ასევე ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების, კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით);
• ცხიმის შემცველობა 100 გრამ პროდუქტში არაუმეტეს 18 გრ. ცილა არანაკლებ 11 გრამი, სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ; ტენიანობა - არაუმეტეს 71%..
• თითოეული სოსისის წონა უნდა იყოს 30,40, 60 გრამი (მოთხოვნის მიხედვით) (ცდომილება ±1გრ);
• შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ვაკუუმ პარკებში;
• მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 12 დღე.

სოსისი - ტკაცუნა (ე.წ. ივერია)
• სოსისის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის ხორცი (საწარმოო პროცესის გათვალისწინებით დასაშვებია ქათმის არსებობა მხოლოდ კვალის სახით);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სოსისისთვის დამახასიათებელი) დამაკმაყოფილებელი;
• შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• სოსისის შემადგენლობა და კალკულაცია არ უნდა შეიცავდეს სოიოს ტექსტურატს, სოიოს იზოლატს, სოიოს ფქვილს, ბურღულეულს. ასევე ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების, კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით);
• ცხიმის შემცველობა 100 გრამ პროდუქტში არაუმეტეს 18 გრ. ცილა არანაკლებ 11 გრამი, სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ. ტენიანობა - არაუმეტეს 71%.
• თითოეული სოსისის წონა უნდა იყოს 60 გრამი (ცდომილება ±1გრ);
• გარსაცმი ხელოვნური, კოლაგენური.
• შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ვაკუუმ პარკებში;
• მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 12 დღე.


ძეხვი (საექიმო)
• ძეხვის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხის და ღორის ხორცი;
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი; არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე;
• არ უნდა შეიცავდეს სოიოსა და სხვა მცენარეულ ცილებს;
• 100 გრამ პროდუქტში: ცილები - არანაკლებ 14გ. ცხიმი - 16გ.-18გ., სახამებელი - არაუმეტეს 3გ., მარილი - 1გ.-3გ., ტენიანობა - არაუმეტეს 71%;
• უნდა იყოს დაფასოებული პოლიმერულ აფსკში, ერთი ცალი - 1,5- 3კგ-მდე დაფასოებით;
• საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80%, მაგრამ არანაკლებ 20 დღე;


სარდელი
• სარდელის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის ხორცი. შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სახეობისთვის დამახასიათებელი) დამაკმაყოფილებელი;
• არ უნდა შეიცავდეს სოიოსა და სხვა მცენარეულ ცილებს;
• შემადგენლობა 100 გრამ პროდუქტში: ცილები - არანაკლებ 11გ., ცხიმი - 15გ.-19გ., სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ, მარილი - 1გ.-3გ. ტენიანობა - არაუმეტეს 71%.
• დაფასოებული უნდა იყოს პოლიეთილენის 1 - 4 კგ-იან (მოთხოვნის შესაბამისად) ვაკუუმ ტარაში;
• თითოეული სარდელის წონა უნდა იყოს 120 გრამი (ცდომილება ±1გრ);
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.


ლორი (ჩალაღაჯი)
• ლორი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ღორის ხორცისგან (ჩალაღაჯი);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო ლორისთვის დამახასიათებელი კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი;
• უნდა იყოს სანელებლებისა და შებოლვის გამოკვეთილი არომატით;
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო ვადის 90 %.

სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს N497 დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება პროდუქტის შენახვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეულ მანქანა რეფრეჯერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჯიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით) დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2. შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში არაუმეტეს თვეში ერთხელ, განახორციელოს დამატებით (არაგეგმიური) მოთხოვნა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გეგმიურად განსაზღვრული, მიწოდების ვადაზე ნაკლები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
1.4.2.1. თუ ხელშეკრულების თანახმად, გეგმიური მიწოდება არ ხორციელდება თვეში ერთხელ მაინც, დამატებითი არაგეგმიური მიწოდება შეიძლება მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების განმავლობაში ერთხელ.

1.4.3. დანართ N2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი N1-ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად. დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.
2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე.

2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.7.1.2.1. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2024 წლის 1 ივნისამდე, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოზე 2024 წლის 1 ივნისის შემდეგ უკანასკნელად განხორციელებული ინსპექტირების დამადასტურებელი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის-ინსპექტორის მიერ, ასევე შესაძლებელია აქტი დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით. აღნიშნული აქტიდან უნდა დგინდებოდეს, რომ საწარმოს არ აქვს შეუსაბამობა (არც კრიტიკული და არც არაკრიტიკული).

2.7.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე გაცემული, ძალაში მყოფი, რომელიმე სერტიფიკატი: ISO22000, FSSC 22000, IFS FOOD, BRCGS, SQF. სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერძე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერძე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ან ასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.

2.7.1.4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება კონკრეტულად წინადმებარე სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პროდუქტებში გამოყენებული ნედლეული და მასალები.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1.1. იმპოტირებული სურსათის შემთხვევაში, თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს წარმოშობის სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი. ხოლო, ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ლაბორატორიის გამოცდის ოქმი. გარდა ლორი ჩალაღაჯისა (აღნიშნულ პროდუქტზე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში).

2.9.1.2. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თითოეულ პროდუქტზე არაუმეტეს სამჯერ) 10 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ პროდუქტზე წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (თანდართული გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ; სოსისების (სოსისი და სოსისი - ტკაცუნა (ე.წ. ივერია)) გამოცდის ოქმში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტის სინესტის, სახამებლის, ცხიმისა და ცილის შემცველობის შესახებ. ხოლო, ძეხვის (საექიმო) და სარდელის გამოცდის ოქმში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტის სინესტის, მარილის, სახამებლის, ცხიმისა და ცილის შემცველობის შესახებ.

2.9.1.3. კონსოლიდირებული ტენდერების კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში, მიმართოს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.

2.9.1.4. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები (მათ შორის პროდუქტში ქათმის შემცველობა) და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში.)
2.9.1.4.1. ქათმის შემცველობასთან დაკავშირებული კვლევის ფარგლებში მიმწოდბელმა უნდა წარმოადგინოს გამოცდის ოქმი, რომლის თანახმადაც პროდუქტში ქათმის დნმ არ აღმოჩნდა. აგრეთვე, მისაღები იქნება თუ გამოცდის ოქმის თანახმად პროდუქტში ქათმის დნმ აღმოჩნდა დეტექციის ზღვარზე ან დეტექციის ზღვარს ქვემოთ. აგრეთვე, დასაშვები იქნება წარმოდგენილ იქნას რაოდენობრივი კვლევის გამოცდის ოქმი, რომლის თანახმადაც სურსათის ცხოველურ ინგრედიენტებში ქათმის (დნმ) პროცენტული შემცველობა არ აღემატება 2%-ს (ტესტის ცდომილების პარამეტრი (აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოცდის ოქმში) დასაშვებად იქნება მიჩნეული თუ ის არ აღემატება 1%-ს)

2.9.1.5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

2.9.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც განახორციელებს უშუალოდ საქონლის მიწოდებას. აგრეთვე, იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირების/სატრანსპორტო საშუალების ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს შემსყიდველის ინფორმირება.

2.9.3. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი. კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტს მიანიჭოს დისკვალიფიკაცია, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ:
ა) საწარმოში ვერ განახორციელა კონტროლი მწარმოებლისგან გამოწვეული მიზეზით ან
ბ) საწარმოს დაუდგინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა (საწარმოს უფლება აქვს გამოასწოროს აღნიშნული არაკრიტიკული შეუსაბამობა(ები) და საწარმოს კონტროლის განოხრიცლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს განმეორებითი შემოწმების ჩატარება, განმეორებითი შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ საწარმოს აღარ აქვს არაკრიტიკული შეუსაბამობა) ან
გ) საწარმოს დაუდგინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო კომისიას წარუდგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები (სოსისი (ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნას 30,40 და 60გრ), სოსისი- ტკაცუნა (ე.წ. ივერია), ძეხვი (საექიმო), სარდელი და ლორი).

ამასთან, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (თანდართული გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ (პირველი პოზიციით განსაზღვრული სოსისის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტები წარმოდგენილ იქნას ერთ-ერთი გრამაჟის პროდუქტზე); სოსისების (სოსისი და სოსისი - ტკაცუნა (ე.წ. ივერია)) გამოცდის ოქმში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტის სინესტის, სახამებლის, ცხიმისა და ცილის შემცველობის შესახებ. ხოლო, ძეხვის (საექიმო) და სარდელის გამოცდის ოქმში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტის სინესტის, მარილის, სახამებლის, ცხიმისა და ცილის შემცველობის შესახებ.

აგრეთვე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ პირველი და მეორე პოზიციით განსაზღვრულ სოსისებზე (პირველ პოზიციაზე შესაძლებელია დოკუმენტები წარმოდგენილ იქნას ერთ-ერთი გრამაჟის პროდუქტზე), ძეხვსა და სარდელზე გაცემული გამოცდის ოქმი. გამოცდის ოქმში მითითებული უნდა იყოს, რომ პროდუქტში ქათმის დნმ არ აღმოჩნდა. აგრეთვე, მისაღები იქნება თუ გამოცდის ოქმის თანახმად პროდუქტში ქათმის დნმ აღმოჩნდა დეტექციის ზღვარზე ან დეტექციის ზღვარს ქვემოთ. აგრეთვე, დასაშვები იქნება წარმოდგენილ იქნას რაოდენობრივი კვლევის გამოცდის ოქმი, რომლის თანახმადაც სურსათის ცხოველურ ინგრედიენტებში ქათმის (დნმ) პროცენტული შემცველობა არ აღემატება 2%-ს (ტესტის ცდომილების პარამეტრი (აუცილებლად უნდა იყოს მითი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru