Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #58153999)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Education, Culture and Sport of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 58153999
Дата публикации: 15-10-2024
Сумма контракта: 22 903 068


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020295
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.10.2024 20:10
Начало приема предложения 13.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 22`903`068.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45214200 - Строительство школьных учреждений
Срок подачи 30 კალენდარული თვე
Дополнительная информация
ქალაქ ბათუმში ორი საჯარო სკოლის (N14 და N18 სკოლები) ტერიტორიაზე დამატებითი სასწავლო შენობების მშენებლობა, ღია სპორტული მოედნების მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა

Multi-year (2024-2026) state procurement: construction of an additional building of public school N14 of the city of Batumi and construction of an additional building of public school N18 of the city of Batumi
Type of purchase: Electronic tender without auction
Purchaser: the Ministry of Education, Culture and Sports of the Autonomous Republic of Adjara
Date of announcement: 15.10.2024
Proposals starts 13.11.2024 00:00
Proposals ends 18.11.2023 12:30
Funding for 2024-2025-2026
Estimated cost of purchase: 22 903 068.00 GEL
The proposal should include – VAT
Quantity or volume of purchase: see the purchase documentation:
Classification Code – CPV 45200000
Lowering bid price of an offer: 200 000.00 GEL
Warranty amount: 229`031 GEL
Warranty period: 160 days
Delivery time: 30 calendar months
Количество и объём закупок 2 სკოლა
Шаг снижения цены 200`000.00 GEL
Размер гарантии 229`031 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jemal surmanidze :: 06.09.2024 11:02
  • Последнее исправление: tamila dumbadze :: 15.10.2024 20:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=593168&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ბათუმში ორი საჯარო სკოლის (N14 და N18 სკოლები) ტერიტორიაზე დამატებითი სასწავლო შენობების მშენებლობა, ღია სპორტული მოედნების მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხ. ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვები და პროექტები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მმიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება და შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს:
- ბათუმის N14 სკოლის ნაწილში - ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული თვის ვადაში.
- ბათუმის N18 სკოლის ნაწილში - ხელშეკრულების დადების შემდგომ შემსყიდველის წერილობით შეტყონიბებაში მითითებული თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული თვის ვადაში.

ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო სამუშაოების წარმოება შემდეგ მისამართებზე: ქალაქი ბათუმი - ინასარიძის ქ. N11 და გრიშაშვილის ქ. N3

1.6 guarantee period for the works to be performed

სახურავი - 10 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კონსტრუქციები - 25 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სხვა დანარჩენი - 3 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საგარანტიო ვადის დენა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის მომენტიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოები) მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ დღგ-ს ჩათვლით 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის ოდენობით;
2.2.1.2.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 1 დასრულებული ხელშეკრულების ან/და ერთი პროექტის ფარგლებში უნდა გააჩნდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ღირებულების სპორტული ან/და სამაყურებლო, ან/და კულტურულ-სანახაობრივი, ან/და სასწავლო-საგანმანათლებლო ან/და საზოგადოებრივი ან/და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში;
2.2.1.3
2.2.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე;
2.2.1.4
2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ან/და ფორმა №2 ან/და დამკვეთის ცნობა ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება);
2.2.1.5.
2.2.1.2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დასრულებული ხელშეკრულების ასლი, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, ან/და საბოლოო ფორმა №2 ან/და დამკვეთის ცნობა ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების დასრულების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება), ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დადასტურების მიზნით, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ (იმ შემთხვევაში თუ სამუშაო შესრულებულია საზღვარგარეთ, პრეტენდენტმა ექსპლუატაციაში მიღების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, ან/და დასკვნითი სერტიფიკატი ან/და დოკუმენტი, რომლის წარმოება გათვალისწინებულია ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით).
2.2.1.6.
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.3. და 2.2.1.4 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები ან/და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტედენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა (ხელშეკრულებაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
2.2.1.7.
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია დადასტურებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2.2.1.8.
სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR... ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით, დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება არ არსებობს;
2.2.1.9.
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართის სახით.
2.2.1.10.
ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობაში შემავალი პირები ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდნენ 2.2.1.1. და 2.2.1.2. ქვეპუნქტებით მოთხოვნილ გამოცდილებას. თითოეული ქვეპუნქტის ფარგლებში გამოცდილების მოცულობის შეკრება არ დაიშვება. გამოცდილების შეკრებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი დამოუკიდებლად დააკმაყოფილებს რომელიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
2.2.1.11.
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დადებულია ან/და სამუშაოები დაწყებულია 2019 წლის 01 იანვრამდე, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ ის სამუშაოები, რომელიც შემსყიდველს/დამკვეთს მიღებული აქვს 2019 წლის 01 იანვრის შემდეგ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ასევე აცნობოს თუ რა მოცულობის სამუშაოები გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
2. მუშაობის პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა ეცნობოს შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქვეკონტრაქტორისათვის გადასაცემი სამუშაოების საერთო ღირებულება (ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში) აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების 30%-ს, მაშინ ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენენტისათვის წაყენებულ გამოცდილების მოთხოვნებს, რის თაობაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
4. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
5. სამუშაოების ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. წინამდებარე მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება და ამოქმედდება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20 %-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი და შეიცავდეს ჩანაწერს, შეესაბამება თუ არა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებს.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

(1) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობები ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

(2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru