Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #58153995)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD AJARA PROJECTS MANAGEMENT COMPANY
Номер конкурса: 58153995
Дата публикации: 15-10-2024
Сумма контракта: 11 999 922


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020299
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.10.2024 20:35
Начало приема предложения 01.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 06.11.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 11`999`922.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212200 - Строительство спортивных комплексов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე.
Дополнительная информация
ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედაში „საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალისოფელში „საფეხბურთო კლუბი მაჭახელა“-ს სათამაშო მოედნების რეაბილიტაციისა და საფეხბურთო სტადიონების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 119`999.00 GEL
Размер гарантии 119`999 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilia kamadadze :: 23.09.2024 15:50
  • Последнее исправление: ilia kamadadze :: 15.10.2024 20:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=595473&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედაში „საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალისოფელში „საფეხბურთო კლუბი მაჭახელა“-ს სათამაშო მოედნების რეაბილიტაციისა და საფეხბურთო სტადიონების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოს აღწერა, რაოდენობა და მოცულობა მითითებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და ტექნიკურ დავალებაში (დანართი 1);
1.2.2. დაინტერესებულმა პირმა საპროექტო დოკუმენტაცია PDF ფორმატში შეუძლია იხილოს ქვემოთ მოცემულ ველში:
1.2.3. პრეტენდენტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს და სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს ტექნიკური დავალება (დანართი 1), რომელიც მიმაგრებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში.
1.2.4. ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში თითოეული ობიექტის მიმართ უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
ა) ფარული სამუშაოების აქტებს;
ბ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
გ) სერთიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე;
დ) სერთიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
ე) შესრულებული სამუშაოების ამსახველ საბოლოო აქტს, (ე.წ. ფორმა N2) თავდაპირველ და საბოლოო ფოტომასალას;
ვ) დანადგარების და მოწყობილობების გამოცდის ოქმებს (გათბობა-გაგრილების სისტემები, გენერატორები, ლიფტები და ა.შ.)
1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი მასალების შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას დასაწყობება და შემსყიდველისათვის ჩაბარება;
1.2.6. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ დროებით შენობება/ნაგებობაზე, ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ დროებით შენობება/ნაგებობაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობისა. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელი მასალების/დოკუმენტების საექსპერტო ორგანოში წარდგენას და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალების/დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების სრულად დასრულების ვადაა ორივე სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე;
1.4.2.ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოების შესრულების ადგილებია:
1.5.1.1. ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედაში „საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“; (საკადასტრო კოდით 21.03.35.670);
1.5.1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალისოფელში „საფეხბურთო კლუბი მაჭახელა“ (საკადასტრო კოდით 22.29.01.767);

1.5.2. სამუშაოები უნდა განხორციელდეს საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალების, მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად;

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა:
1.6.1.1. ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი;
1.6.1.2. სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოებზე - 15 წელი;
1.6.1.3. ხელოვნური საფარი - 5 წელი.
1.6.1.4. სხვა დანარჩენი – 3 წელი;
შენიშვნა: საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

1.6.2. პრეტენდენტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს და სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.9. პუნქტში მიმაგრებული ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (დანართი 4).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოები) მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ დღგ-ს ჩათვლით 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარის ოდენობით;

2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2016 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში არანაკლებ 1 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული (დასრულებული) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 90*60 ზომის სტადიონზე, ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, ან/და არანაკლებ ერთი სტანდარტული ზომის სტადიონზე (არანაკლებ 100*64 ზომის) ბუნებრივი მოედნის მოწყობის სამუშაოები სრულად, სადრენაჟე სისტემის, მიწის სამუშაოებისა და საფარის მოწყობის ჩათვლით, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
2.2.1.3. 2.2.1.1 და 2.2.1.2. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი ან შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა N2) ან სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). ასევე ბუნებრივი საფარის მოედნის მოწყობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ფორმა N2, რომელშიც უნდა მონიშნოს სტანდარტული ზომის სტადიონზე (არანაკლებ 100*64 ზომის) ბუნებრივი საფარის მოედნის მოწყობის სამუშაოები, სადრენაჟე სისტემის, მიწის სამუშაოებისა და საფარის სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურებული ღირებულებების ჩათვლით.
ამასთან, 2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ და ძირითად მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის ან/და ინფორმირების შემთხვევაში, მიმწოდებელმა კი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი მესამე პირს შესასრულებლად გადასცა ასეთი თანხმობის/ინფორმირების გარეშე, შესრულებული სამუშაოები არ ჩაითვლება გამოცდილებაში. ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ასეთი თანხმობის/ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ მსგავსი დოკუმენტაცია არ არის განთავსებული შესაბამისი ტენდერის გვერდზე.

არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.2.1.4. ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
ამხანაგობაში შემავალი პირები ცალკ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდნენ ზემოთ აღნიშნულ გამოცდილებას, რაც გულისხმობს, რომ გამოცდილების შეკრება არ დაიშვება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის შემდეგი სპეციალისტები:
2.4.1.1.1. პროექტის მენეჯერი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია ობიექტის გამართულ და ორგანიზებულ მუშაობაზე - სპეციალობით ინჟინერი;
2.4.1.1.2. ობიექტის ინჟინერი - (ე.წ. Site Engineer; სპეციალობით-სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ინჟინერი) - არანაკლებ 2 პერსონალი;
2.4.1.1.3. გეოდეზისტი - არანაკლებ 1 პერსონალი (უმაღლესი განათლებით);
2.4.1.1.4. ინჟინერ–ელექტრიკოსი - (უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში) - არანაკლებ 2 პერსონალი;
2.4.1.1.5. მშენებლობის უსაფრთხოების ოფიცერი (შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის მქონე) - არანაკლებ 2 პერსონალი;
2.4.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
2.4.1.2.1. ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ძირითად პოზიციებზე წარმოდგენილ სპეციალისტთა შესახებ, დანართი 5-ის მიხედვით;
2.4.1.2.2. დანართი 5-ის შესაბამისად წარმოდგენილი პერსონალის საინფორმაციო ანკეტები (CV) დანართი 6-ის თანახმად და ასევე პერსონალის პირადობისა და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომების ან შესაბამისი სერტიფიკატების ასლები);
2.4.1.2.3. დანართი 5-ის შესაბამისად წარმოდგენილ პერსონალთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულთან ცალ-ცალკე) დანართი 7-ის შესაბამისად, რომლითაც პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას პირადად განახორციელოს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1. მიმწოდებელმა შემსყიდველთან სამშენებლო სამუშაობზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს ყოველ თვეზე გაწერილი სამუშაოების წარმოების ფინანსური გეგმა-გრაფიკი, 1.4. პუნქტში მოცემული ვადის გათვალისწინებით.
2.5.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფინანსური გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შესრულების ვადების დარღვევაზე გამოყენებული იქნება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ხელოვნურსაფარიანი ბალახი უნდა იყოს არანაკლებ 14 000 Dtex სიხშირის მქონე,მისი მწარმოებელი უნდა იყოს World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამაში მონაწილე და უნდა გააჩნდეს შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი. ასევე ხელოვნურ საფარს უნდა გააჩნდეს ISO და ევრო კავშირის ეკოლოგიური სერტიფიკატები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა იმ ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ, რომელთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა აღემატება მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის 10%-ს, ამ ორგანიზაციათა გამოცდლების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით არაუგვიანეს 5 დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას.
2.8.1.2. აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2.8.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში. მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

2.9 other additional requirements

2.9.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N8-ის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.1.2. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული პირის მიერ.
4.1.1.3. დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად, ან, სატენდერო კომისიის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. წარმოდგენილი დასკვნიდან ცალსახად, მომავალში რაიმე პირობის შესრულების მითითების გარეშე, ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
4.1.1.4. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის განმახოციელებელი პირის შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).
4.1.1.5. აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.6. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევაზე და სხვა ნებისმიერი მოქმედებების დროულად განხორციელებაზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება პრეტენდენტს.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
5.1.2.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
5.1.2.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
5.1.2.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.1 და 5.1.2.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
5.1.3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
5.1.3.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განს

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru