ტექნიკური დავალება:
გამწოვი კარადების რაოდენობა - 6 ცალი. კარადები უნდა განთავსდეს
შენობის პირველ სართულზე
ახალი მოსაწყობი გამწოვი კარადა აღჭურვილი უნდა იყოს გამავალი ჰაერის
აქტივირებული ნახშირით ფილტრაციის სისტემით. არსებულ სავენტილაციო
ქსელთან დასაკავშირებლად (დიამეტრი=300 მმ) გამწოვი კარადების
დასაერთებელი სავენტილაციო მილები დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი
ფოლადისგან (სისქით არანაკლებ 0,5მმ).
საინფორმაციოდ ლაბორატორიაში სამუშაო პროცესი: ატმოსფერული ჰაერის,
წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია უშუალოდ აწარმოებს
ზედაპირული და ასევე საყოფაცხოვრებო-საწარმოო ჩამდინარე წყლების,
ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის სინჯების ქიმიურ და ბიოლოგიურ
ანალიზებს, იყენებს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებთან, როგორებიცაა:
ორგანული და არაორგანული ანჰიდრიდის მჟავეები, ეთერი და კეტონები,
ტყვია, გოგირდნახშირბადი, მჟავეები და აზოტის ჟანგეულები, ქლოროფორმი,
დიქლორეთანი და სხვა ქლორირებული ნახშირწყალბადები, პესტიციდები,
პოლიარომატული ნახშირწყალბადები, ფენოლი, ეთილის სპირტი, პირიდინი,
ვერცხლისწყლის მარილები, მეთილის სპირტი და სხვა გამხსნელები, ამიაკი,
ციანედური ნაერთები, ჰექსანი, აცეტონი, მინერალური ფუძეები, ტუტეები და
სხვა.
შესასყიდი გამწოვი კარადის აუცილებელი მახასიათებელი/მონაცემები:
ქარხნული ნამზადი, აღჭურვილი ულტრაიისფერი სტერილიზაციის სისტემით,
მასალა ტუტეებისა და მჟავების სუსტი ხსნარების მიმართ მდგრადი,
გაწოვის სიმძლავრის სიხშირული რეგულირების სისტემით - არანაკლებ 9 დონე,
ფრონტალური ფანჯარა სვლის მთელ სიგრძეზე რეგულირებით, მართვის
მიკროპროცესორული სისტემა შუქდიოდური “LED” დისპლეით, მოცემული
პარამეტრების დამახსოვრებით კვების გათიშვის შემთხვევაში. გარე
ზომები (W*D*H) 1504(± 100 მმ)*818(± 100 მმ)*2100 (არანაკლებ 2100/არაუმეტეს 2400) მმ, სამუშაო ზონის
სიმაღლე - არანაკლებ 850 მმ, გახსნილი სამუშაო ზომის სიმაღლე - არანაკლებ 520
მმ, ჰაერის ნაკადების სიჩქარის დიაპაზონი - 0.3 – 0.8 მ/წმ, ხმაურის დონე -
არაუმეტეს 70 დეციბელი, გაწოვის მილის დიამეტრი - 300 მმ (PVC, Standard length: 4 meter Ø 300 mm)(
(პოლივინილქლორიდის, სიგრძე: 4-5 მეტრი) ადგილზე დაერთებით და
ექსპლუატაციისთვის საჭირო პოლიპროპილენის მილების და სხვა მასალების
უზრუნველყოფით, ცენტრიდანული სისტემა სიმძლავრის რეგულირებით,
ფრონტალური ფანჯრის სისქე - არანაკლებ 5 მმ სიმაღლის რეგულირებით, ძაბვა:
220 ვ 50ჰც. გარე მასალა - ფოლადი ანტიბაქტერიული საღებავით დაფარული,
სამუშაო ზედაპირი - ქიმიური მდგრადობის ეპოქსიდური მასალა, ინტერიერი -
მჟავა და ტუტემედეგი ლამინირებული დაფა. აღჭურვილია: წყლის ონკანით,
ნიჟარით, ლედ განათებით, წყლისადმი მედეგი დენის როზეტით (არანაკლებ 2
ცალი).
გამწოვი კარადა აღჭურვილი უნდა იყოს გამავალი ჰაერის აქტივირებული
ნახშირით ფილტრაციის სისტემით (ფილტრი) და მოყვებოდეს დამატებით 1
ერთეული სათადარიგო ანალოგიური ქარხნული წარმოების ფილტრი თითოეულ
კარადას. სამონტაჟო სამუშაოების წარმოების ეტაპზე მიმწოდებელი
ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნული ფილტრების
საექსპლუატაციო პერიოდის ქარხნული საპასპორტო ტექნიკური მონაცემები
(სამუშაო საათები, პირობები ან მსგავსი).
გამწოვი კარადების მწარმოებელს უნდა გააჩნდეს ISO9001 და ISO13485
სერტიფიკატები, ასევე გამწოვ კარადებს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო
სტანდარტებთან თავსებადობის სერტიფიკატი.
მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს გათბობა, გაგრილება,
ვენტილაციის საპროექტო მონაცემები და გამწოვი კარადების მოწოდებისას
უზრუნველყოს გამწოვი კარადების დაერთება თანდართული პროექტის
მიხედვით (იხ. საპროექტო დოკუმენტაცია).
გამწოვი კარადები უნდა განთავსდეს შენობის პირველ სათულზე მდებარე ორ
ოთახში (იხ. ნახაზი). ერთ ოთახში დამონტაჟდება 2 ცალი გამწოვი კარადა, ხოლო
მეორე ოთახში 4 ცალი გამწოვი კარადა. სამონტაჟო კარადებისთვის უკვე
მოწყობილია პირველი სართულის ჭერის დონიდან სახურავზე ამავალი
უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჰაერსატარები (დიამეტრით 300 მმ);
აღნიშნული ჰაერსატარებიდან სახურავზე 2 ცალი პირდაპირ ამავალია
(დაახლოებით სიგრძე 9 მეტრი), 4 ცალზე (დაახლოებით სიგრძე 10-14 მეტრი) კი
მოწყობილია რამოდენიმე მუხლი. სახურავზე ამავალ ჰაერსატარების
დაბოლოებებზე დამონტაჟებულია რეგულირებადი ძრავები.
გასათვალისწინებელია, რომ ოთახებში, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს
კარადები, შესასვლელი კარების ზომა არის: სიგანე - 70 სმ და სიმაღლე- 220 სმ.
აღნიშნული პირობების გამო საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ოთახებში კარადების
განსათავსებლად საჭირო სადემონტაჟო და სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარება.
კარადების დაერთებისას არსებულ ქსელთან (იგულისხმება გამწოვი კარადის
ინდივიდუალური სავენტილაციო ჰაერსატარი - გათბობა, გაგრილება,
ვენტილაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად), გასამართად
საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით
განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები, რათა სრულად და ეფექტურად
შესრულდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნები.
სამუშაოების დასრულების ეტაპზე, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს ორ
საფეხურიანი ტესტირება, კერძოდ:
1. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირ(ებ)ის (წარმოდგენილ უნდა იქნას
შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ მოახდინოს
დამონტაჟებული კარადის ქარხნულ მონაცემებთან ტესტირება და
შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
2. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირ(ებ)ის (წარმოდგენილ უნდა იქნას
შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ მოახდინოს
ტესტირებული გამწოვი კარადის და სახურავზე ამავალი შესაბამისი
ჰაერსატარის, ძრავების საერთო მუშა რეჟიმის ადაპტირება ერთმანეთთან -
აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დასკვნა.
ტესტირების სამუშაოებს წარმართავს მიმწოდებლის მიერ
შერჩეული/დაქირავებული შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირ(ებ)ი,
აღნიშნული ტესტირებას ასევე დაესწრება შემსყიდველის მხრიდან
გამოყოფილი ტექნიკური ზედამხედველობის/ინსპექტირების
განმახორციელებელი პირ(ებ)ი.
ტესტირების სამუშაოების წარმატებით (დადებითი შედეგების მიღებისას)
ჩატარების და სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი
ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტირებული
პირ(ებ)ის/ორგანოს/ლაბორატორიის (წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ მომზადებული დადებითი
ლაბორატორიული შემოწმების აქტი/დასკვნა/ინსპექტირების
ანგარიში/სერტიფიკატი კარადების ჰაერის ნაკადის სიჩქარესთან
დაკავშირებით.
შენიშვნა:
იხ. დანართი N1 - ტექნიკური დავალება.