Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #48321941)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 48321941
Дата публикации: 20-11-2023
Сумма контракта: 409 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023405
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 18:58
Начало приема предложения 16.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 409`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
ender Type: Electronic Tender Without Reverse Auction
Procuring entities: LEPL- National Agency of Public Registry of Ministry of Justice of Georgia
Procurement Announcement Date: 20.11.2023
Bids accepted from: 16.12.2023 00:00
Deadline for bid submission: 21.12.2023 12:00
Estimated value of procurement: 409 000,00 GEL
Bid must be submitted - inclusive of VAT
Classification (CPV) codes: 64100000 - Post and courier services
Note: the full description of the unit of procurement: see tender documentation.
Deadline of procurement: see tender documentation.
Bid reduction step: 4`090.00 GEL
Financing : 2024 (years) Funds.
Guarantee amount: 4`090.00 GEL
Guarantee validity period: 160 Day.
Amount or Volume of Procurements: see tender documentation
Supply Period: see tender documentation

Additional Info: LEPL- National Agency of Public Registry, of Ministry of Justice of Georgia announces a tender on the state procurement for Outerwear.


Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`090.00 GEL
Размер гарантии 4`090 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela chkonia :: 06.11.2023 09:58
  • Последнее исправление: lela chkonia :: 20.11.2023 19:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541885&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

1.1. უფასო საკურიერო მომსახურება ყოველ სამუშაო დღეს შეთანხმებული დროის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი ლოკაციებიდან:
1. ქუთაისის იუსტიციის სახლი ‐ ირ.აბაშიძის №20
2. ბორჯომის იუსტიციის სახლი ‐ კოსტავას ქუჩა, ბორჯომპარკის მიმდებარე ტერიტორია
3. რუსთავის იუსტიციის სახლი ‐ ხალხთა მეგობრობის გამზირი №29
4. ბათუმის იუსტიციის სახლი ‐ შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7
5. ახალციხის იუსტიციის სახლი ‐ თამარაშვილის ქუჩა, სკვერის მიმდებარედ
6. ოზურგეთის იუსტიციის სახლი ‐ ი. პეტრიწის ქ. №9
7. გორის იუსტიციის სახლი ‐ დ. გურამიშვილის ქ. №5
8. თელავის იუსტიციის სახლი ‐ ერეკლე II‐ის მოედანი №3
9. ზუგდიდის იუსტიციის სახლი ‐ თეატრის ქუჩა №2
10. გურჯაანის იუსტიციის სახლი ‐ თამარ მეფის ქ. №14
11. ლაგოდეხის იუსტიცის სახლი ‐ ზაქათლის ქუჩა
12. მარნეული იუსტიციის სახლი ‐ რუსთაველის ქ. №1
13. მესტიის იუსტიციის სახლი ‐ სეტის მოედანი №1
14. ონის იუსტიციის სახლი ‐ ვახტანგ VI ქ. №10
15. ფოთის იუსტიციის სახლი ‐ რუსთაველის წრე
16. ყაზბეგის იუსტიციის სახლი ‐ ალ.ყაზბეგის №47
17. თიანეთის იუსტიციის სახლი ‐ ერეკლეს ქ.
18. სენაკის იუსტიციის სახლი ‐ აკ.ელიავას ქ. №23
19. ახალქალაქის იუსტიციის სახლი ‐ თავისუფლების №93
20. მარტვილის იუსტიციის სახლი ‐ გამსახურდიას №2
21. ბოლნისის იუსტიციის სახლი ‐ სულხან‐საბას ქ. № 111ა
22. ქარელის იუსტიციის სახლი ‐ ახალგაზრსობის ქუჩა
23. ყვარლის იუსტიციის სახლი - კუდიგორის ქ24.
24. ხონის იუსტიციის სახლი - ხონი, მოსე ხონელის ქუჩა N40
25. გარდაბნის იუსტიციის სახლი - გარდაბანი, აღმაშენებლის N83
26.წყალტუბოს იუსტიციის სახლი -წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N35/29
27. ვარკეთილის იუსტიციის სახლი -თბილისი, ჯ.ლეჟავას N22
28. წყალტუბოს იუსტიციის სახლი
29. საგარეჯოს ფილიალი ‐ ჯაფარიძის ქ. №2
30. ზესტაფონის ფილიალი ‐ წერეთლის ქ. №12
31. თერჯოლის ფილიალი ‐ რუსთაველის ა. №109
32. მცხეთის ფილიალი ‐ მუხრანის №17
33. სამტრედიის ფილიალი ‐ რესპუბლიკის ქ.№ 6
34. ხაშურის ფილიალი ‐ ტაბიძის ქ. №2
35. წალენჯიხის ფილიალი;‐ ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. №5
36. ახმეტის ფილიალი ‐ ჩოლოყაშვილის №50
37. ხელვაჩაურის ფილიალი ‐ ბათუმი ლევან გოთუას ქ. № 2
38. ქ. თბილისი, სათავო ოფისი ‐ გორგასლის ქ. №22

1.2. საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა;
1.3. მომსახურების შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე;
1.4. შეუფერხებელი და უფასო მომარაგება შტრიხკოდის მასალით ან/და გზავნილების სისტემაში დარეგისტრირებისას და ამობეჭვდვისას შტრიხკოდის ავტომატური მინიჭება გზავნილისთვის;
1.5. გზავნილების ჩაბარება, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს შაბათ დღესაც;
1.6. ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი) გზავნილები უნდა ჩაბარდეს არაუმეტეს 2–5 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილები არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ;
1.7. ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების სისტემისა და მისი კუთვნილი ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
1.8. კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის (რეესტრის) მეშვეობით;
1.9. საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სერვის ცენტრიდან შესაძლებელი უნდა იყოს სხვა სერვის ცენტრის გზავნილების წამოღება;
1.10. გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე;
1.11. გზავნილის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს ელექტრონული სერვისის მეშვეობით დაუყოვნებლივ (საბოლოო სტატუსის: „ჩაბარდა“ ან „არ ჩაბარდა“-მდე არსებული მოძრაობის ინფორმაცია);
1.12. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
1.13. მიმწოდებელმა თავდაპირველად მითითებულ მისამართზე გზავნილის მიტანამდე, (როგორც პირველ, ასევე მეორე ვიზიტამდე) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (შესაძლებელია სატელეფონო შეტყობინება), უნდა უზრუნველყოს შეცვლილ მისამართზე გზავნილის გადამისამართება. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი გადამისამართდება პირველ ვიზიტამდე, მიმწოდებელმა ახალ მისამართზე უნდა განახორციელოს სტანდარტული მომსახურება - ორჯერადი ვიზიტი, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გადამისამართების დროისთვის მიმწოდებელს უკვე განხორციელებული ექნება ერთი ვიზიტი, მაშინ იგი ვალდებული იქნება მხოლოდ ერთხელ მიიტანოს გზავნილი შეცვლილ მისამართზე;
1.14. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის; შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის (ამ შემთხვევაში, რეგისტრაციისას ზედდებულზე დამატებით ველში უნდა მიეთითოს: „ჩაბარდეს პირადად“);
1.15. იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს;
1.16. მისამართზე გზავნილის ადრესატის/უფლებამოსილი პირის არყოფნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა დატოვოს შეტყობინება (გარდა საერთაშორისო გზავნილებისა)/მოკლე ინფორმაცია კურიერის ვიზიტისა და არსებული გზავნილის შესახებ, რომლის ჩაბარებაც მოქალაქისთვის შესაძლებელი უნდა იყოს მიმწოდებლის მისამართზე;
1.17. ადრესატის მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებელი (მიმწოდებელის თანამშრომელი - კურიერი) ვალდებულია გზავნილის ჩაბარების/ჩაუბარებლობის დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის კომენტარი, სადაც მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღიწეროს ის ფაქტობრივი მახასიათებლები რაც კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებს;
1.18. გზავნილის მიმღების (ადრესატის) მითითებულ მისამართზე არყოფნის შემთხვევაში ან/და მისამართის დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ადრესატთან მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია (კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე);
1.19. მიმწოდებლის მიერ ჩაუბარებელი გზავნილების შესაბამის სერვის ცენტრში დაბრუნება მოხდეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
1.20. დაბრუნებული წერილები შემსყიდველს დაუბრუნდეს აღირიცხული რეესტრით, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება; შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე გააკეთოს მოთხოვნა დაბრუნებული წერილების დადგენილი წესით სააგენტოში წარდგენაზე.

1.21. ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი.

1.22. ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი.

საერთაშორისო გზავნილების ჩაბარებისას: თარიღი, მიმღების ხელმოწერა, ვინც დახვდება მისამართზე, ხოლო ორგანიზაციებში - ბეჭედი. ჩაუბარებლობის შემთხვევაში - თარიღი და მიზეზი, თუ რატო ვერ ჩაბარდა გზავნილი.

1.23. პირველადი, განმეორებითი და ყველა შემდეგი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ასახვა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში;
1.24. უკან დაბრუნებამდე არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში, ხოლო ადგილობრივი გზავნილის გადამისამართება საქართველოს მასშტაბით მოხდეს უფასოდ. საერთაშორისო გზავნილების უკან დაბრუნება მოხდება გზავნილის გაგზავნის ღირებულებით;
1.25. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება). საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი/ამანათი დაკარგულად ჩაითვლება მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის/ამანათის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად;
1.26. მომწოდებლის მხრიდან კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას;
1.27. გზავნილის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგელობა ეკისრება მიმწოდებელს. ამასთან მომსახურების გაწევის პერიოდში თუ ჯამურად დაიკარგა ან/და დაზიანდა 10 (ათი) ან მეტი გზავნილი შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდნობით;
1.28. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის/ტელეფონის, ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორედ მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდელის შემდგომი მითითება (ინფორმაციის შეცვლა/დამატება, გზავნილის უკან დაბრუნება და სხვა);
1.29. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ მიღებული ნებისმიერი გზავნილი მიიტანოს ადრესატთან, მიუხედავად გზავნილის წონისა ან/და გზავნილის უნებლიე დაზიანებისა;
1.30. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც. საერთაშორისო გზავნილებზე წვდომა არანაკლებ 3 (სამი) თვე;
1.31. მიმწოდებელმა ასანაზღაურებელი თანხა უნდა წამოადგინოს ყოველდღიურად (მომსახურების მიღების ტერიტორიული ერთეულების მიხედვით), სადაც მითითებული უნდა იყოს: სერვის ცენტრის და ორგანიზაციის დასახელება, რეესტრის ნომერი და თარიღი, გაგზავნილი წერილების ნომრები, მიმღების სახელი და გვარი (ორგანიზაციის დასახელება), მისამართი, ბარკოდი, წონა, გზავნილების რაოდენობა და თანხა. ყველა რეესტრი დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით;
1.32. თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ- ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.

2. საფოსტო მომსახურების ელექტრონული პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები:

2.1. მომწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის პროგრამასთან - „ელექტრონული მართვის სისტემა DES”. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით 5 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს პროგრამულ უზრუნველყოფაში ყველა აუცილებელი ცვლილების შეტანა, რათა შესაძლებელი იყოს გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა. აღნიშნული ვადის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთთან შეთანხმებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ტექნიკური დავალების შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000 ლარის ღირებულების საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება, რის დასტურადაც მიმწოდებელმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს დამკვეთი ორგანიზაციის სარეკომენდაციო წერილები ან/და ხელშეკრულების ასლები და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA /NAT და CMR ნომრები.

2.2.1.2. პრეტენდენტს 2020, 2021, 2022 და 2023 წლების განმავლობაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება,რის დასტურადაც მიმწოდებელმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი სარეკომენდაციო წერილი.

2.2.1.3.რეკომენდაციები გაცემული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წელს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;

5.1.5 for a partnership

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახე

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ან მისმა ქვეკონტრაქტორმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში, 5.1.2 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, 5.1.4 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1.ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.4.2. უცხოური ბანკიდან ან/და უცხოური სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილი ოდენობა ნახევრდება.

6.4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს(გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

6.4.5. შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას მიმწოდებელს აუნაზღაუროს გაწეული მომსახურების ღირებულება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა ჭყონია, 577960555, lchkonia@napr.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru