Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #48321940)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 48321940
Дата публикации: 20-11-2023
Сумма контракта: 391 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023406
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 18:58
Начало приема предложения 28.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 391`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90911200 - Услуги по очистке зданий
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2024 წლის 1-ელი იანვრისა) 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`900.00 GEL
Размер гарантии 3`910 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam chopliani :: 15.11.2023 18:21
  • Последнее исправление: mariam chopliani :: 20.11.2023 18:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543711&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება, მომსახურების აღწერა და მოცულობა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში (ტექნიკური დავალება - დანართი №1).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუადრეს 2024 წლის 1-ელი იანვრისა, არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №22).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020-2023 წლებში უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის, კერძოდ, საოფისე ფართების, ოფისის გარე პერიმეტრის და მრავალსართულიანი შენობების ფასადის დასუფთავების გამოცდილება (აუცილებელია სამივე მომსახურების გაწევის გამოცდილების არსებობა) აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს.

2. პრეტენდენტს 2020-2023 წლებში შესრულებული (დასრულებული) უნდა ქონდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების არანაკლებ 1 (ერთი) ხელშეკრულება, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით, რომლის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 85 000 ლარისა. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე ამავე დამკვეთისაგან გაცემული დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს აღნიშნულ წლებში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3-ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მიმწოდებლმა მყარი და რბილი იატაკის, შიდა მინების, კედლების და სიმაღლეზე არსებული სივრცეების დასუფთავებისთვის, დანართ №1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად, მომსახურების მთელი პერიოდის მანძილზე, შენობაში მუდმივად უნდა განათავოს შემდეგი სპეციალური ტექნიკა:
ა) მყარი იატაკის როტორული ტიპის იატაკის საწმენდი მანქანა - არანაკლებ 1 ერთეული.
ბ) წყლის პროფესიონალური მტვერსასრუტი - არანაკლებ 1 ერთეული ცალი, სველი (წყლის ამღები) და მშრალი დასუფავებისათვის, რეზერვუარის მოცულობა (სველი დალაგება) - არანაკლებ 20ლ, შეწოვადობა - არანაკლებ 22 კ/პა .
გ) არასაყოფაცხოვრებო (აუცილებლად პროფესიონალური) მტვერსასრუტი - არანაკლებ 12 ერთეული არანაკლებ 5ლ.
დ) სასურველია სარეცხი მანქანა - არანაკლებ 2 (ორი) ერთეული, არანაკლებ 5ლ.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების საქონლის ნიმუშები წინასწარ, მომსახურების გაწევის დაწყებამდე და შეათანხმოს შემსყიდველთან წერილობითი ფორმით, ხოლო მათი შეცვლა სხვა სახის საქონლით აუცილებლად უნდა იქნას შეთანხმებული შემსყიდველთან, ხარისხის გაუარესება დაუშვებელია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებლის მიერ ქვეკონტაქტორის გამოყენების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას.

2.9 other additional requirements

მიმწოდებლის თითოეული თანამშრომლის დარიცხული თანამდებობრივი სარგო უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 (ექვსასი) ლარს; მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დადებითი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა, იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არაღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(3) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(4) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ამხანაგობის წევრების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული მათ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; ამხანაგობის წევრები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია ამავე პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილი ოდენობა ნახევრდება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს(გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნებას.

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შესახებ „მიღება–ჩაბარების“ აქტის საფუძველზე.
3. მომსახურების გაწევის პროცესში, ანგარიშსწორებამ შესაძლებელია იწარმოოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შუალედური დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიხედვით, გაწეული მომსახურების მოცულობების მიხედვით.
4. ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემთხვევაში, ანგარისწორება განხორციელდება, შემსრულებლის მიერ პირგასამტეხლოს შესაბამისი რაოდენობის თანხის გადახდიდის შემდეგ, ან მოხდება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შესახებ „მიღება–ჩაბარების“ აქტის საფუძველზე, აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

• განფასების წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
• სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
• სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში–სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
• ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
• ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
• შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულობა).
• სატენდერო წინადადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
• სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
• სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
• სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru