Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автотранспортные услуги (Грузия - Тендер #48321939)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 48321939
Дата публикации: 20-11-2023
Сумма контракта: 630 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023407
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 19:10
Начало приема предложения 17.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 630`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 60100000-Автотранспортные услуги
Коды классификатора
  • 60170000 - Прокат автомобилей для транспортировки пассажиров с водителем
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2024 წლის 1-ელი იანვრისა) კილომეტრაჟის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა
Дополнительная информация
სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა.

Tender Type: Electronic Tender Without Reverse Auction
Procuring entities: LEPL- National Agency of Public Registry of Ministry of Justice of Georgia
Procurement Announcement Date: 20.11.2023
Bids accepted from: 17.12.2023 00:00
Deadline for bid submission:22.12.2023 12:00
Estimated value of procurement: 630000 GEL
Bid must be submitted - inclusive of VAT
Classification (CPV) codes: 60100000
Note: the full description of the unit of procurement: see tender documentation.
Deadline of procurement: see tender documentation.
Bid reduction step: 6300 GEL
Financing : 2024 (years) Funds.
Guarantee amount: 6300 GEL
Guarantee validity period: 160 Day.
Amount or Volume of Procurements: see tender documentation
Supply Period: see tender documentation
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`300.00 GEL
Размер гарантии 6`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam chopliani :: 15.11.2023 18:01
  • Последнее исправление: mariam chopliani :: 20.11.2023 19:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543705&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დანართ N1-ში მითითებული მოცულობის მომსახურების გაწევა.
2. პრეტენდენტმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოს ერთდროულად 685 ადამიანის ტრანსპორტირება.
3. სააგენტოს მიერ ტრანსპორტირება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და დასვენების დღეებში.

შენიშვნა: კილომეტრაჟის გაანგარიშება მოხდება უშუალოდ გადასაყვანი მგზავრით განხორციელებული მარშუტის მიხედვით და მასში არ შედის მძღოლის მიერ ტრანსპორტით დაბრუნება მგზავრის გარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევის ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2024 წლის 1-ელი იანვრისა) კილომეტრაჟის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.
2. შემსყიდველი მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე, მიაწვდის ინფორმაციას, მინიმუმ სამი სამუშაო დღით ადრე, კონკრეტული ადგილის, კონკრეტული დროის, კონკრეტული მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალებების ერთეული რაოდენობის შესახებ.

მოთხოვნა შეიძლება დაფიქსირდეს შემდეგი სახით: წერილი ან/და მიმწოდებლის მოდულში დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე დარეკვა ან/და სმს შეტყობინების გაგზავნა ან/და მიმწოდებლის მოდულში დაფიქსირებულ მეილზე შეტყობინების გაგზავნა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის არეალი - საქართველოს ტერიტორია, კონკრეტული ლოკაციები და მომსახურების გაწევის პერიოდი განისაზღვრება შემსყიდველის ყოველი მოთხოვნის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020-2023 წლებში უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების გამოცდილება, (გეოგრაფიული არეალი უნდა მოიცავდეს ქ. თბილისს, არანაკლებ ერთ რეგიონს აღმოსავლეთ საქართველოში და არანაკლებ ერთ რეგიონს დასავლეთ საქართველოში) რომელთა ღირებულება ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 000 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს.

2. პრეტენდენტს 2020-2023 წლებში შესრულებული (დასრულებული) უნდა ქონდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების არანაკლებ 1 (ერთი) ხელშეკრულება, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით, რომლის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 15 (თხუთმეტი) ერთეული ავტობუსისა (არანაკლებ 47 მგზავრზე დასაჯდომი ადგილით) და არანაკლებ 4 (ოთხი) ერთეული მიკროავტობუსის (არანაკლებ 15 მგზავრზე დასაჯდომი ადგილით) გამოყვანა.
(ტრანსპორტის ერთეული რაოდენობები ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

2. ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ იქნას დანართი N2-ის შესაბამისად, მისი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

3. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა.შ.) ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციით ან/და ქირავნობის ან/და იჯარის ან/და სხვა ხელშეკრულებები და ტექნიკური პასპორტები).

4. სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში - უნდა გააჩნდეს/წარმოდგენილი უნდა იქნას ძალაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. მიმწოდებელმა უნდა განახოციელოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების გადაყვანა შემდეგი მახასიათებლების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და პირობების შესაბამისად:
ა) ავტობუსი უნდა იყოს არანაკლებ 47 ადგილიანი, აღჭურვილი მგზავრთა უსაფრთხოების ყველა საშუალებით, კომფორტული სალონით, სტანდარტული სავარძლებით, გათბობა- გამაგრილებისა და ვენტილაციის სისტემით. (წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტომასალა).
ბ) მიკრო-ავტობუსი უნდა იყოს არანაკლებ 15 ადგილიანი, აღჭურვილი მგზავრთა უსაფრთხოების ყველა საშუალებით, კომფორტული სალონით, სტანდარტული სავარძლებით, გათბობა- გამაგრილების და ვენტილაციის სისტემით.(წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტომასალა).
გ) მომსახურების გაწევისას, ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სრულად გამართული, სუფთა/გარეცხილ მდგომარეობაში და საწვავით უზრუნველყოფილი.
დ) სატრანსპორტო საშუალებაში გამოყოფილი უნდა იყოს მგზავრებისთვის ბარგის განსათავსებელი სივრცე.(წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტომასალა).
ე) მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დიზელის ან ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით.
ვ) იმ შემთხვევაში თუ მგზავრების გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე არ მოხერხდა მიმწოდებლის მიზეზით (მძღოლის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, საწვავის უქონლობა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და სხვა), მიმწოდებლი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, შემსყიდველთან შეთანხმებით.

შემსყიდველი ორგანიზაციია უფლებამოსილია, განახორციელოს მომსახურების პროცესში გამოსაყენებელი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და დადგინოს, რამდენად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაცით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ავტომობილს უნდა მართავდეს მინიმუმ 3 წლიანი შესაბამისი კატეგორიის მძღოლობის გამოცდილების მქონე პირი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესბამისი კატეგორიის მართვის მოწმობით, რომლის ასლიც უნდა ატვირთოს პრეტენდენტმა. ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი. მძღოლის წერილობითი დადასტურება, რომლითაც იგი გამოხატავს თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით (ფასთა ცხრილით) გათვალისწინებული, მგზავრთა გადაყვანის ყველა ვალდებულების შესრულებაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებლის მიერ ქვეკონტაქტორის გამოყენების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დადებითი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა, იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არაღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(3) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(4) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ამხანაგობის წევრების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული მათ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; ამხანაგობის წევრები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია ამავე პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილი ოდენობა ნახევრდება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს(გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნებას.

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შესახებ „მიღება–ჩაბარების“ აქტის საფუძველზე.
3. მომსახურების გაწევის პროცესში, ანგარიშსწორებამ შესაძლებელია იწარმოოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შუალედური დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიხედვით, გაწეული მომსახურების მოცულობების მიხედვით.
4. ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემთხვევაში, ანგარისწორება განხორციელდება, შემსრულებლის მიერ პირგასამტეხლოს შესაბამისი რაოდენობის თანხის გადახდიდის შემდეგ, ან მოხდება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შესახებ „მიღება–ჩაბარების“ აქტის საფუძველზე, აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

• განფასების წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
• სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
• სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში–სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
• ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
• ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
• შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულობა).
• სატენდერო წინადადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
• სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
• სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
• სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru