Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #48321880)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 48321880
Дата публикации: 20-11-2023
Сумма контракта: 306 705


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023356
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 16:53
Начало приема предложения 01.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 306`705.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის აივ შიდსის კომპონენტის „აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა და ფსიქო-სოციალური დახმარება“ პროექტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`230.00 GEL
Размер гарантии 3`067 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 06.09.2023 11:45
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 20.11.2023 16:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=534049&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა და ფსიქო-სოციალური დახმარება“ პროექტის ფარგლებში მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა და ფსიქო-სოციალური დახმარება“ პროექტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა.

ტერმინთა განმარტებები:
• აივ ინფექცია - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია
• არვ მკურნალობა - ანტირეტროვირუსული მკურნალობა
• შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
• ჯანმო - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

„მომსახურების“ გაწევის პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ტექნიკური დავალება
მოდული : აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობა და მოვლა
ინტერვენცია: „აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა ფსიქო-სოციალური დახმარება“
პროექტის მიზანი:

ინტერვენცია ითვალისწინებს:

შიდსით დაავადებულთა თვითდახმარების ცენტრების ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფას ქ. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ცენტრების საქმიანობის მიზანი უნდა იყოს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მოვლა, მათი მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა, მათი უფლებების დაცვა/ადვოკატირება, საზოგადოებაში აივ ინფიცირებულთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევის ხელშეწყობა, აივ ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში 2005 წელს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა თვითდახმარების ცენტრები გაიხსნილია: ქქ.თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში, 2007 წლის დეკემბერში თვითდახმარების ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო ქუთაისშიც. ცენტრებში დასაქმებული არიან აივ ინფიცირებულები და მათი ოჯახის წევრები; ცენტრების მუშაობაში მონაწილეობენ 60-ზე მეტი მოხალისე - ადამიანები, რომლებსაც აივ ინფექციის პრობლემა პირადად შეეხო. მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ უნდა მოხდეს აღნიშნული ცენტრების ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფა და აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება.

აივ ინფიცირებულთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების და შიდსის სამკურნალო ცენტრებში მომართვიანობის გაზრდის მიზნით მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა ითანამშრომლოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრთან, სადაც ხდება პაციენტთა პირველადი აღრიცხვა/რეგისტრირება, ასევე რეგიონულ შიდსის სამკურნალო დაწესებულებებთან.

თვითდახმარების ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ბენეფიციარები დაავადებასთან დაკავშირებულ, სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე კვალიფიციური კონსულტაციებით, გაუწიონ ფსიქოლოგიურ დახმარება, დააკავშირონ სამკურნალო ცენტრებთან. თითოეული თვითდახმარების ცენტრი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცხელი ხაზით და ინტერნეტ-კავშირით, რაც ოთხ ცენტრს შორის აქტიური ურთიერთკავშირის, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, სოციალური დაცვის სამსახურებთან და მსგავსი ტიპის უცხოურ ორგანიზაციებთან კონტაქტის დამყარებას გახდის შესაძლებელს.

ფსიქო-სოციალური თვითდახმარების ცენტრების საქმიანობის მეთოდოლოგია:

მკურნალობაში ჩართვისა და დამყოლობის მხარდაჭერის პირისპირ ფსიქოლოგიური კონსულტაციები როგორც პაციენტთან, ისე მისი ოჯახის წევრებთან;
ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები - აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებასთან ასოცირებულ სხვადასხვა საკითხებზე სატელეფონო და ინტერნეტ კონსულტაციების მიწოდება;
ფსიქოლოგიური კონსულტაციები - პროფესიონალი ფსიქოლოგის მიერ აივ ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაწეული კონსულტაციები;
აივ ინფიცირებულთა სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე კონსულტირება
საჭიროებისამებრ, სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ექიმებთან შეთანხმებით სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფიცირებულთა რეფერალის/გადამისამართების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად;
აივ ინფიცირებულთა სოციალური რეაბილიტაციის მიზნით არტ თერაპიის პროგრამის განხორციელება; ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლის კურსების ორგანიზება;
აივ ინფიცირებულთა სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევის ხელშეწყობისთვის შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება.
ამოცანა 1. აივ ინფიცირებულ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან კონსულტაციების ჩატარება

ა) პირისპირ კონსულტაციის ჩატარება
პირისპირ კონსულტაციისას თვითდახმარების ცენტრის თანამშრომელი (კონსულტანტი) ინდივიდუალურ რეჟიმში ესაუბრება თითოეულ პაციენტს, მისი ოჯახის წევრს ან/და სხვა დაინტერესებულ პირს. ამ კონსულტაციის მიზნები უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. კონსულტაციის ძირითადი მიზანია აივ ინფიცირებული ან მისი ოჯახის წევრისათვის აივ ინფექცია/შიდსზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება, მისი დაავადების ირგვლივ არსებული პროგრამების გაცნობა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, შიდსის ცენტრში დროული ვიზიტებისა და მკურნალობაში ჩართვისა და დამყოლობის მნიშვნელობა და სხვა. კონსულტაცია შეიძლება იყოს ერთჯერადი და შესაძლებელია ერთი და იგივე პაციენტთან გამეორდეს რამოდენიმეჯერ (დამოკიდებულია პაციენტის სურვილსა და აღქმის უნარებზე).
ბ) ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები - აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებასთან ასოცირებულ სხვადასხვა საკითხებზე სატელეფონო და ინტერნეტ კონსულტაციების მიწოდება

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები ასევე უნდა იყოს გამოყენებული თვითდახმარების ცენტრების თანამშრომლების მიერ სხვადასხვა თემაზე საუბრისას პროექტის ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან აივ ინფექციასთან დაკავშირებულ თემებზე. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბენეფიციარების გულახდილობის/ გახსნილობის ხარისხი გაცილებით მაღალია სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციის დროს.
როგორც პირისპირ, ისე სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებისთვის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შემუშავებული აივ ინფიცირებული პაციენტების, მათი ოჯახის წევრების და მეგობრებისათვის გასაწევი კონსულტაციის ჩატარების საოპერაციო სახელმძღვანელო.
გ) ფსიქოლოგიური კონსულტაციები - პროფესიონალი ფსიქოლოგის მიერ აივ ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაწეული კონსულტაციები:
ფსიქოლოგიური კონსულტაციები უნდა ეფუძნებოდეს:
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ თერაპიას (იგი დაფუძნებულია ძირითადად საუბარზე და ეხმარება ბენეფიციარს გაარკვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზები).
• ფსიქიკური ჯანმრთელობის გამომწვევი მიზეზების მოგვარების პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავებას.
• აივ ინფექციის დიაგნოზის დასმის შემდეგ ფსიქოლოგიური კონსულტაციით ბენეფიციარის საკუთარ ემოციურ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობას.
• აივ ინფიცირებულის და მისი ოჯახის წევრების სტრესული მდგომარეობის განმუხტვას და ტრავმული მდგომარეობის მოხსნას.
ფსიქოლოგმა უნდა უზრუნველყოფს როგორც აივ ინფიცირებული პაციენტების, ასევე მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ დახმარებას ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამის საფუძველზე.
ფსიქოლოგის კონსულტაციები ასევე უნდა განხორციელდეს შიდსის სამკურნალოს დაწესებულებების მიერ პაციენტის რეფერირების შემთხვევაშიც.
კონსულტაციის მიწოდება უნდა იყოს შესაძლებელი ონლაინ რეჟიმშიც პაციენტის საჭიროების მიხედვით.
მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ასევე უნდა იყოს დანერგილი თანასწორთა განათლების პრინციპი, რომელიც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში და დაფუძნებულია ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების მიერ ინფომრაციის მიწოდებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პრინციპის გამოყენება იმ შემთხვევაში თუ შიდსის ცენტრის ექიმების ძალისხმევით ვერ ხერხდება პაციენტის დარწმუნება აივ მეთვალყურეობის მნიშვნელობაზე. შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის თანამშრომლები ცდილობენ დაარწმუნონ პაციენტი კლინიკური მეთვალყურეობის სარგებლიანობაზე, წამლების მიღების ეფექტურობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დ) აივ ინფიცირებულთა სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე კონსულტირება
საჭიროების შემთხვევაში ცენტრების თანამშრომლები აქტიურად უნდა ეწეოდნენ აივ ინფიცირებული პაციენტის სოციალური თუ იურიდიული საკითხების მოგვარებას - როგორც დისტანციურ ისე პირისპირ რეჟიმში.
ე) საჭიროებისამებრ, სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ექიმებთან შეთანხმებით სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფიცირებულთა რეფერალის/გადამისამართების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად;
მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა დაამყაროს ეფექტიანი თანამშრომლობა სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრთან და რეგიონულ შიდსის ცენტრებთან. პროგრამის ფარგლებში, აივ ინფიცირებულთა თხოვნის არსებობის შემთხვევაში, ცენტრების თანამშრომლები უნდა დაუკავშირდნენ შიდსის ცენტრების ექიმებს და უზრუნველყონ/კოორდინაცია გაუწიონ შესაბამისი მომსახურების მიწოდებას ინფიცირებულთა ოჯახებში.
ამოცანა 2. არვ მედიკამენტების პაციენტებთან დისტრიბუცია საცხოვრებელ ადგილზე
სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრებმა დახმარება უნდა გაუწიონ არვ მკურნალობაზე მყოფ ინფიცირებულ პირებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში შიდსის სამკურნალო ცენტრებთან ერთად მედიკამენტის გაცემის და ბენეფიციარის მიერ მიღების გამართული სქემის შემუშავებაში და სქემის შესაბამისად მედიკამენტების საცხოვრებელ ადგილებზე მიწოდებაში მონაწილეობის გზით.
ამოცანა 3. აივ პოზიტიური პაციენტების სოციალური რეაბილიტაციის მიზნით არტ თერაპიის პროგრამის განხორციელება;
განმუხტვის, სტრესის და პოსტ-ტრავმული სიმპტომების მოხსნის, თვითგამორკვევის, არაცნობიერის გაცნობიერების, აივ პოზიტიურებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის მოწოდებულია არტთერაპიის პროგრამები. მიმწოდებელი ორგანიზაციის არტთერაპიის კაბინეტში ინფიცირებულებს უნდა ჰქონდეთ შეისწავლონ სხვადასხვა ხელობა (მხატვრული ქარგვა, წვრილმანი სამკაულების შექმნა, ქვილთის შექმნა, ჭრა-კერვა, მაკრამე, თექაზე მუშაობა, ქსოვა), რაც თითოეულ მათგანს ეხმარება სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში და ამასთან ერთად აძლევს პაციენტს პროფესიული განვითარების/შემდგომი დასაქმების საშუალებას.
ამოცანა 4. ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლის კურსების ორგანიზება;
მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი აივ ინფიცირებულებისთვის ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების შესწავლის კურსები. საოფისე პროგრამების კურსების ფარგლებში ისინი გაივლიან კომპიუტერულ კურსს (პერსონალურ კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობა, ოპერაციულ სისტემა Windows-თან მუშაობა, საოფისე პროგრამებთან მუშაობა, კერძოდ ტექსტურ რედაქტორთან-MSWord, ელექტრონულ ცხრილებთან - MSExcell, საპრეზენტაციო პროგრამა-MSPowerPoint-თან მუშაობა, პრეზენტაციებისა და სლაიდების შექმნა). ინგლისური ენის კურსების ფარგლებში მიწოდებული უნდა იყოს ენის საბაზისო ცოდნა.
ამოცანა 5. აივ ინფიცირებულთა სტიგმისა და დისრკიმინაციის დაძლევის ხელშეწყობისთვის შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება.
მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ უნდა მომზადდეს აივ ინფქეცია/შიდსით დაავადებულებისთვის დამხმარე საინფორმაციო მასალები აივ/შიდსთან დაკავშირებული აქტუალური თემების შესაბამისად. უნდა მოხდეს ტექსტის შემუშავება, პილოტირება და შემდეგ მისი გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. საინფორმაციო მასალის შინაარსი და დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
ამოცანა 6 თვითდახმარების პერსონალის ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა -
ამოცანა ითვალისწინებს აივ ინფიცირებულთა ცოდნის დონის ასამაღლებლად საგანანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას (15-18 პირი, არანაკლებ 6 შეხვედრა)
ამოცანა 7. აივ ინფიცირებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეხვედრების ორგანიზება

ამოცანა ითვალისწინებს აივ ინფიცირებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეხვედრების ორგანიზებას (5-10 პირი) (არანაკლებ 6 ღონისძიება).

ამოცანა 8. აივ ინფიცირებულ პირთა გასვლითი შეხვედრის ორგანიზება
ამოცანა ითვალისწინებს აივ ინფიცირებულთა გასვლითი ღონისძიებებს ორგანიზებას (15-20 კაცზე) (არანაკლებ 5 ღონისძიება)
ამოცანა 9. აივ ინფიცირებულ ბავშვთა შეხვედრების ორგანიზება
ამოცანა ითვალისწინებს აივ ინფიცირებული ბავშვების გასვლითი შეხვედრების ორგანიზებას (არანაკლებ 6 შეხვედრა);
ამოცანა 10. ზაფხულის ბანაკის ორგანიზება აივ ინფიცირებული ბაშვებისა და მათი მშრობლებისთვის
აივ ინფიცირებული ბავშვებისა და უფროსებისათვის საზაფხულო ბანაკის ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით-3სულ მცირე 30 პირი, ( სავარაუდოდ 3 ნაკადი)
ამოცანა 11. შიდსის მსოფლიო დღისა და შიდსითა გარდაცვლილთა ხსოვნის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება (2 ღონისძიება)
ამოცანა 12. თვითდახმარების პერსონალის ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა - სულ მცირე 20 პირის მონაწილეობით. ტრენინგის ფორმატი (დისტანციური/პირისპირ) და თემატიკა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

სრული და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკრ დავალებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს:

1. მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების განხორციელების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე;
2. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება;
3. ჰქონდეს წვდომა აივ ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრებზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს უნდა ჰქონდეს პროგრამული მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება_პერსონალის CV;
2. მომსახურების განხორციელებაში ჩართული ძირითადი პერსონალის კომპოზიცია და ფუნქციები;

ყველა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს დამადასტურებული დოკუმენტაცია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტისის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად,

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4-ის (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად) შევსებული ფორმა.
ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 1440 ლიტრის მოცულობით წლის განმავლობაში.რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N9 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.5 for a partnership

1. ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ;
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან).

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru