Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #48321876)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Penitentiary Service
Номер конкурса: 48321876
Дата публикации: 20-11-2023
Сумма контракта: 4 318 280


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023360
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 16:59
Начало приема предложения 16.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.12.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 4`318`280.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18200000 - Верхняя одежда
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის უნიფორმების შესყიდვა შესაბამისი ემბლემით, კოკარდითა და ატრიბუტიკით.

The Special Penitentiary Service announces a tender of outwear
Tender Type: Electronic Tender Without Reverse Auction
Procuring Entiety: The Special Penitentiary Service
Procurement Announcement Date: 20.11.2023
Bids accepted from: 16.12.2023 00:00
Deadline for bid submission: 21.12.2023 13:00
Estimated value of procurement: 4`318`280.00 GEL
Bid must be submitted - inclusive of VAT
Classification (CPV) codes: 18200000 - Outerwear
The full description of the unit of procurement: see tender documentation.
Deadline of procurement: see tender documentation.
Bid reduction step: 43`183.00 GEL
Guarantee amount: 43`183 GEL
Guarantee validity period: 160 Day.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 43`183.00 GEL
Размер гарантии 43`183 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan papelishvili :: 03.11.2023 14:53
  • Последнее исправление: giorgi kopaliani :: 20.11.2023 16:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541770&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის უნიფორმების შესყიდვა შესაბამისი ემბლემით, კოკარდითა და ატრიბუტიკით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები იხილეთ ატვირთულ ფაილებში - დანართი N2.1, დანართი N2.2, დანართი N2.3, დანართი N2.4, დანართი N2.5 და დანართი N2.6;
2. შესყიდვის ობიექტის ვიზუალური ესკიზები იხ. ატვირთულ ფაილებში;
3. შესყიდვის ობიექტის რაოდენობები მითითებულია დანართ N1 - ფასების ცხრილში;
4. გამოყენებული დამხმარე აქსესუარები: ელვა - შესაკრავები, კნოპები, ფხრიწები, ფიქსატორები, რეზინები და სხვა უნდა იყოს ინდივიდუალურად შერჩეული ზემოაღნიშნული უნიფორმების შეფერილობის მიხედვით, რომელიც შეთანხმდება შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
5. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ესკიზებზე ზუსტად არ იყოს შესაძლებელი შესყიდვის ობიექტის რომელიმე შემადგენელი დეტალის ფერის ტონალობის და თარგის აღქმა, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და ფერი (მათ შორის პრინტი) ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
6. მიმწოდებელმა ელექტრონული მეთვალყურეობის და საზოგადოებრივი მისაღების ფორმებზე (27-ე პოზიციიდან დან 47-ე პოზიციის ის ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს თითოეულ თანამშრომელზე ზომების აღება და ინდივიდუალურად უნიფორმის ზომის მორგება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
7. 35-ე და 45-ე პოზიციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ინდივიდუალურად (თითოეული მოსამსახურისთვის შეიძლება შეკერილი იყოს შარვალი, შარვალი და კაბა, ან კაბა)
8. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალება დანართი N2.1, დანართი N2.2, დანართი N2.3, დანართი N2.4, დანართი N2.5 და დანართი N2.6, სადაც მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული პარამეტრები/მახასიათებლები (არ უნდა იყოს გამოყენებული ტერმინები: არანაკლებ, არაუმეტეს, ან, ±, უნდა, ან და ა.შ.) გარდა ექსპერტიზის დასკვნით მოთხოვნილი პარამეტერებისა, რაც დადგინდება ექპერტიზ(ებ)ის დასკვნის მიხედვით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალების მოთხოვნებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- ფასების ცხრილით (დანართი N1) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტებიდან ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განამვლბაში, კერძოდ:

• 49 ცალი ქურუთუკი - პოზიცია N1.
• 98 ცალი შარვალი (მამაკაცის) - პოზიცია N2.
• 98 ცალი კეპი - პოზიცია N4.
• 49 ცალი ქამარი - პოზიცია N5.
• 98 ცალი შავი პოლო მაისური (მამაკაცის) - პოზიცია N18.
• 98 ცალი შავი პერანგი მოკლე სახელოთი (მამაკაცის) - პოზიცია N19.
• 98 ცალი შავი პერანგი გრძელი სახელოთი (მამაკაცის) - პოზიცია N20.

ასევე, ფასების ცხრილით (დანართი N1) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტებიდან N27-დან N37-ე პოზიციის ჩათვლით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სრული მოცულობის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ერთიანად ან ეტაპობრივად არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განამვლბაში.

ხოლო, დარჩენილი შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ერთიანად ან ეტაპობრივად არაუმეტეს 120 (ასოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

- თუ მიწოდების საბოლოო ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება და დაცლა/დასაწყობება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი ჟორესის ქ. N10.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ქურთუკზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 2 (ორი) წელი, ხოლო დანარჩენ შესყიდვის ობიექტებზე არანაკლებ 1 (ერთი) წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

2. უნიფორმაზე დატანილ ემბლემაზე, კოკარდაზე და ატრიბუტიკაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში, რა დროსაც ყველა ნაკეთობა და ფხრიწი უნდა ინარჩუნებდეს ფერს, ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს (რეცხვისა და ტემპერატურის ზემოქმედების ჩათვლით), არ უნდა აღინიშნოს ნაკერ(ებ)ის რღვევა.

3. საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს, უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს.

4. აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის ფორმისა და ფერის დაკარვა), მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ან/და ბრენდი და მოდელი (მოდელის არარსებობის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ტექსტი მოდელი არ აქვს).

აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს 4,000,000.00 (ოთხი მილიონი) ლარის ღირებულების წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის მსგავსი სახეობის საქონლის მაგ: ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმების მიწოდების გამოცდილება.
აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები სრულად არის ატვირთული შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR ან სხვა ნომრის მითითება. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების შესაბამისად (საიდუმლო წესით), პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ან/და რეკომენდაცია, სადაც მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტი და ღირებულება.

2.9 other additional requirements

1. შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ დატანილი იარლიყი, სადაც დაფიქსირდება ზომა, მწარმოებელი ან/და ბრენდი, გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა, მოვლის წესები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
2. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.
3. მიმწოდებელს შესასყიდი საქონლის კონკრეტული ზომები, ასევე ატრიბუტიკის რაოდენობა სახეობების (A,G,B,C) მიხედვით გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს ტექნიკური დავალებების - დანართი N 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 თითოეული პოზიციით განსაზღვრული შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები დატანილი შესაბამისი ემბლემით, კოკარდითა და ატრიბუტიკით, ასევე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ოფიციალური, მოქმედი ვებ-გვერდის მისამართი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი.

2. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი ტექნიკური დავალების (დანართები N 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6) მოთხოვნათა გათვალისწინებით, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე შემადგენლობისა და იდენტური ფერის ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.

4. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

5. ტექნიკური დავალებების - დანართი N 2.1, 2.2, 2.3, 2.4, განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტებზე ფერის ტონი უნდა იყოს შემსყიდველის მატერიალური ნიმუშების იდენტური. პრეტენდენტ(ებ)ს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს შემსყიდველის ხელთ არსებულ ქსლოვილის ნიმუშებს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის ქ N18.

შენიშვნა:
- ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირებულ" პრეტენდენტს ნიმუშ(ებ)ის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ის დაბრუნებაზე.
- იმ შემთხვევაში თუ ელექტრონულ ტენდერს მიენიჭება სტატუსი „შეწყვეტილია“ პრეტენდენტს ნიმუშ(ებ)ის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია სტატუსის მინიჭებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
- იმ შემთხვევაში თუ კი წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი საჭიროებს შემოწმებას/გატესტვას შესაძლოა შესყიდვის ობიექტი პირვანდელი სახით ვერ დაუბრუნდეს პრეტენდენტს.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N 18

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს) საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ა) ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ბ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელს არ დაუბრუნოს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა. შემსყიდველს უფლება აქვს ასევე მიმწოდებელს არ დაუბრუნოს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა იმ შემთხვევაში თუ იგი უარს აცხადებს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდაზე (პირგასამტეხლოს პროპორციულად).

გ) ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან).

დ) უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულების ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში). საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ოდენობის საბანკო/სადაზღვეო გარანტია. საბანკო/სადაზღვეო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სრული რაოდენობის მიწოდების დასრულებისათვის განსაზღვრულ ვადას. ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულების 100% მიმართული იქნება გაცემული ავანსის დასაფარად.

3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის, საშეღავათო წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში გაცემული ავანსის დაფარვა განხორციელდება შემდეგი წესით: მიწოდებული საქონლის ღირებულების პროპორციული გადახდისას პირველად იფარება გარანტიით გათვალისწინებული თანხის გარეშე, შეღავათით გაცემული ავანსი მის სრულ ამოწურვამდე, ხოლო შემდგომში მოხდება გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაფარვა მიწოდებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, ინსპექტირების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში) წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან პაპელიშვილი, 593571571, ketpapelishvili@sps.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით თათია პარუნაშვილს - ტელ: 558 181 185, tparunashvili@sps.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ახალი საქონელი.
10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

20-11-2023 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

20-11-2023 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

20-11-2023 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

20-11-2023 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

20-11-2023 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

20-11-2023 Инженерные услуги.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru