Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #46293319)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 46293319
Дата публикации: 21-09-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON230000315
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.09.2023 13:33
Начало приема предложения 26.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.09.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30213100 - Портативные компьютеры
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად.
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს პირველკლასელთა და მათი დამრიგებლებისათვის განკუთვნილი, სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი - სტანდარტული ნეთბუქი.
Количество и объём закупок 58 000
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 522`000 GEL
Срока действия гарантии 280 День
  • Загрузка объявления: elene kavtaradze :: 20.09.2023 15:14
  • Последнее исправление: elene kavtaradze :: 20.09.2023 15:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536220&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე, პირველკლასელთა და მათი დამრიგებლებისათვის განკუთვნილი, სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი (შემდგომში სტანდარტული ნეთბუქი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 58 000 ერთეული სტანდარტული ნეთბუქი.

1.2.2. შესასყიდი სტანდარტული ნეთბუქის კორპუსზე ქარხნულად დატანილი უნდა იქნეს ინფორმაცია (გრავირებული ლაზერით), სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის მიხედვით, რომლის კონკრეტული დიზაინიც შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.

1.2.3. ესკისზე დატანილ ზომებზე შესაძლებელია დასაშვები იყოს მცირე ცდომილება, კერძოდ:

• მცირე გერბის სიგანე - 20მმ (±2მმ);
• მცირე გერბის სიგრძე - 25 მმ (±2მმ);
• წარწერის სიგანე - 3 მმ (±1მმ);
• წარწერის სიგრძე - 30 მმ (±1მმ);

შენიშვნა: ფოტოილუსტრაციაზე ბრენდის დასახელების განთავსების ადგილი პირობითია.

1.2.4. შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ნივთობრივად და თვისობრივად უნაკლო, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველი 20 000 ერთეული სტანდარტული ნეთბუქის მიწოდების ვადაა არაუგვიანეს 2024 წლის 1 თებერვალი, ხოლო დანარჩენი 38 000 ერთეული სტანდარტული ნეთბუქის მიწოდების ვადაა არაუგვიანეს 2024 წლის 15 აგვისტო.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სტანდარტული ნეთბუქების მიწოდება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3-ის შესაბამისად. საქონლის ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია გაავრცელოს სტანდარტულ ნეთბუქებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში სტანდარტული ნეთბუქის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ.

1.7.1.2. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს სტანდარტული ნეთბუქი ახლით მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.3. შესყიდვის ობიექტზე მწარმოებელი უნდა ავრცელებდეს არანაკლებ 1 წლიან გარანტიას. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტით. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელ ორგანიზაციას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის ბრენდის, მოდელის და წარმოშობის ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი №4-ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №4-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის ბრენდის, მოდელისა ან წარმოშობის ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სტანდარტული ნეთბუქის ბრენდის, მოდელისა ან წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 000 000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია:
ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება ან
ბ) მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და
- სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი ან/და
- სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საგარანტიო მომსახურების გაწევა შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტში. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია). აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე.

2.7.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტანდარტული ნეთბუქის მწარმოებლის მიერ გაცემული მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ე.წ. „MAF“, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ფოტო, რაც შექმნის შემოთავაზებული სტანდარტული ნეთბუქის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

2.9.2. Microsoft Windows-ის და Office-ის ლიცენზიებთან დაკავშირებით გამარჯვებულ კომპანიას მიეწოდება Microsoft-ის წერილი shape of the future-ის ფარგლებში ლიცენზიის გამოყენების უფლების შესახებ.

2.9.3. შესყიდვის ობიექტს გავლილი უნდა ჰქონდეს სტანდარტული (ქარხნული) ვარდნის ტესტი (მინიმუმ 75 სანტიმეტრი სიმაღლიდან), ასევე ელემენტის ტესტი, რომლის შესაბამისადაც ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს (ეკრანი მაქსიმალურ სიკაშკაშეზე, ჩართული WIFI). ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან სხვა აკრედიტირებული პირის დასკვნა (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

შენიშვნა: ვინაიდან კომპიუტერები განკუთვნილია დაწყებითი კლასების სკოლის მოსწავლეებისათვის და მათი დამრიგებლებისათვის, რა შემთხვევაშიც მოსწავლის მაგიდის სიმაღლე დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით შადგენს მაქსიმუმ 66 სმ-ს, ხოლო მასწავლებლის მაგიდის სიმაღლეა 75 სმ, სტანდარტული ვარდნის ტესტი ჩატარებული უნდა იქნეს მინიმუმ 75 სმ სიმაღლიდან ვარდნაზე.
ტესტირებისას კომპიუტერი უნდა იყოს გაშლილი, ჩართულ მდგომარეობაში, იატაკი ხის ან ლამინატის.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

კონსოლიდირებული ტენდერების სპეციფიკაციიდან გამომდინარე არ საჭიროებს დასაბუთებას.

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

522000

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არანაკლებ 50% და არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებით.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge საბა ლუტიძე, 577 92 16 61, slutidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“, აგრეთვე „სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საჭიროებისთვის 2023-2024 წლების განმავლობაში სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების (58 000 ერთეული) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 აგვისტოს №1527 განკარგულების საფუძველზე.

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ვალდებულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონელის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით.

10.1.3. კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 1 ერთეული სტანდარტული ნეთბუქის ფასზე.

10.1.4. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

10.1.5. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.6. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

10.1.7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით, პრეტენდეტის გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.

10.1.8. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს არ დაუბრუნდება კონკრეტული ხელშეკრულებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

10.1.9. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს.

10.1.10. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ctd.spa.ge სისტემის ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - comp2023-2024@spa.gov.ge აღნიშნული საშუალებებით გამოხატული პოზიცია ან/და მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

tender fee in consolidated tender

tender fee

2000

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru