Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #46293316)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 46293316
Дата публикации: 21-09-2023
Сумма контракта: 15 750


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019256
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.09.2023 14:07
Начало приема предложения 29.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 02.10.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 15`750.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18221000 - Водонепроницаемая одежда
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში დასაქმებულთათვის საჭირო სპეციალური (საველე) ტანსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 160.00 GEL
Размер гарантии 158 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 02.05.2023 11:08
  • Последнее исправление: pavle antelava :: 21.09.2023 14:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=517815&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში დასაქმებულთათვის საჭირო სპეციალური (საველე) ტანსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1. სამაშველო ჟილეტი - რაოდენობა 12 (თორმეტი) ერთეული.

ზომები/რაოდენობა - L-2 ც; XL-4 ც; XXL- 3 ც; XXXL- 3 ც.

მახასიათებლები:
• სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს უნივერსალური და გამოიყენებოდეს სხვადასხვა ტიპის წყლის ნაკადებში (მდინარე, ტბა, წყალსაცავი, ზღვა);
• სამაშველო ჟილეტს უნდა გააჩნდეს წყლის ზედაპირზე ტივტივის უნარი;
• სამაშველო ჟილეტს უნდა გააჩნდეს გარეთა რამდენიმე ჯიბიანი განყოფილება;
• სამაშველო ჟილეტს უნდა გააჩნდეს შიდა რამდენიმე ჯიბიანი განყოფილება დოკუმენტების/საბუთების შენახვისათვის;
• სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს რეგულირებადი მხრის სამაგრებით;
• სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს წყალგაუმტარი;
• სამაშველო ჟილეტს უნდა გააჩნდეს საყვირი;
• სამაშველო ჟილეტის გარე ქსოვილის მასალა უნდა შეადგენდეს პოლიესტერს (არანაკლებ 300 D);
• სამაშველო ჟილეტის შიდა ქსოვილი ნეილონი;
• სამაშველო ჟილეტის გარე და შიდა ქსოვილში შუა ნაწილში მოთავსებული უნდა იყოს ე.წ მატონიზირებელი ქაფი;
• სამაშველო ჟილეტს უნდა მოყვებოდეს კარაბინი;
• სამაშველო ჟილეტის წონა 0.400-0.800 კგ.

2. ჰიდრო ტანსაცმელი - რაოდენობა 6 (ექვსი) ერთეული.

ზომები/რაოდენობა -M - 1ც; XL - 2 ც; 44 X 1 ც; XXl – 2 ც.

მახასიათებლები:
• ჰიდრო ტანსაცმლის მასალა უნდა იყოს ნეოპრომი ან ნეილონი;
• ჰიდრო ტანსაცმელს უნდა გააჩნდეს წებოვანი და ბრმა ნაკერის კონსტრუქცია;
• ჰიდრო ტანსაცმლის სისქე მკლავზე და ფეხზე არანაკლებ 3 მმ-ი;
• ჰიდრო ტანსაცმლის სისქე არანაკლებ 4 მმ-ი;
• ჰიდრო ტანსაცმელი უნდა იყოს ყინვაგამძლე/თერმული;
• ჰიდრო ტანსაცმელი უნდა იყოს წყალგაუმტარი;
• ჰიდრო ტანსაცმლის სახელო უნდა იძლეოდეს მოძრაობის დიაპაზონს;
• ჰიდრო ტანსაცმელს უნდა გააჩნდეს მუხლის დამცავი ბალიში;
• ჰიდრო ტანსაცმელი უნდა იყოს მთლიანი და არა დაშლილი მკლავის ცალკე, ფეხის ცალკე და ა.შ..


3. კომბინიზონი (წყალში სასიარული) თერმული - რაოდენობა 15 (თხუთმეტი) ერთეული.

ზომები/რაოდენობა -37 X 1ც; 43 X 8 ც; 44 X 3 ც; 45 X 2 ც; 47 X 1 ც.

მახასიათებლები:

• კომბინიზონი უნდა იყოს ყინვაგამძლე;
• კომბინიზონი უნდა იყოს წყალგაუმტარი;
• კომბინიზონის მასალა ნეოპრიმი ან პოლიესტერი;
• კომბინიზონი უნდა იყოს თერმული;
• კომბინიზონს უნდა ჰქონდეს სწრაფი განთავისუფლების ბალთა, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად რომ მოიხსნას;
• კომბინიზონი უნდა იყოს მოქნილი;
• კომბინიზონს უნდა გააჩნდეს მუხლის დამცავი ბალიში;
• კომბინიზონს უნდა ჰქონდეს წელის ბალთა;
• კომბინიზონის ნაკერები უნდა იყოს წებოვანი;
• კომბინიზონის წყალგაუმტარი მასალა უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ-ი;
• კომბინიზონს უნდა მოყვებოდეს სატარებელი ჩანთა;
• კომბინიზონს უნდა გააჩნდეს გარე მკერდის ჯიბე ხელსაწყოების ან პატარა ნივთების ჩასადებად;
• კომბინიზონი უნდა იყოს ერთიანი/მთლიანი ჩამოსხმული ძირით;
• კომბინიზონს ან კომბინიზონის ქამარს უნდა ჰქონდეს კარაბინის სამაგრი.

შენიშვნა:
1. ზომები მითითებულია ევროპული სტანდარტით, პრეტენდენტებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ ზომები ამერიკული სტანდარტით, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოცემულ ზომებთან.
2. 1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა, აღწერილობა და მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები მითითებულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში (დანართი N1) და ფასების ცხრილში (დანართი N2);

2. შესყიდვის ობიექტის რაოდენობები, ზომები მითითებულია დანართი N1-ტექნიკურ დავალებაში და ფასების ცხრილში (დანართ N2).

3. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ქარხნული, ახალი არა მეორადი, უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროდუქციისათვის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და უსაფრთხოების ნორმებს, არ უნდა იყოს წუნდებული ან დაზიანებული;

4. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

5. ტექნიკურ დავალებაში (დანართი N1) წარმოდგენილი ფოტოები არის სადემონსტრაციო, შესყიდვის ობიექტის ვიზუალური აღქმისათვის.

დამატებით იხ. დანართი N1-ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის მე-11 სართული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მოწოდებულ პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი საგარანტიო ვადა;
2. საგარანტიო ვადის ათვლა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან;
3. საგარანტიო ვადის პერიოდში არა შემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი (თუ ეს შესაძლებელია) ან ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.

შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N2-ფასების ცხრილის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. ფასების ცხრილის (დანართი N2) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბრენდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ელექტრონული ტენდერიდან;
2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი, ბრენდი, ფასების ცხრილის (დანართი N2) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი, ბრენდი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან/და ხარისხის სერთიფიკატი ან/და ექსპერტიზის დასკვნა.

2.9 other additional requirements

მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არ უნდა იყოს მეორადი (ექპსლუატაციაში ნამყოფი).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკური დავალების ნებისმიერ პოზიციაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში (თითო-თითო ცალი) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში,
2. ნიმუშის წარმოუდგენლობა ან/და წარდგენილი ნიმუშის შეუსაბამობა ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. წარმოდგენილი ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4. შემსყიდველი იტოვებს უფლებამოსილებას წარმოდგენილი ნიმუში დაიტოვოს შემოთავაზებული საქონლის სრულ მოწოდებამდე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N150, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობა

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა გადავიდა მომდევნო 2024 წელში, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა შემსყიდველს წარუდგინოს 100% - მდე ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან). რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ/ვერ წარმოადგენს აღნიშნულ გარანტიას შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან და აამოქმედოს ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნდაღდო ანგარიშწორებით, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის ან საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, pavleantelava@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel - ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

ა) თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი N1-ის შესაბამისად;
ბ) ფასების ცხრილი - დანართი N2-ის შესაბამისად;
გ) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან/და ხარისხის სერთიფიკატი ან/და ექსპერტიზის დასკვნა.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru