Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #43034563)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 43034563
Дата публикации: 21-06-2023
Сумма контракта: 647 494


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012982
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.06.2023 17:04
Начало приема предложения 19.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 647`494.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90910000 - Услуги по очистке
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
მოვლა-დასუფთავების მომსახურება
Cleaning and Maintenance Services
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`590.00 GEL
Размер гарантии 6`475 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi togonidze :: 27.04.2023 13:58
  • Последнее исправление: giorgi togonidze :: 21.06.2023 17:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=517226&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მოვლა-დასუფთავების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია მოვლა-დასუფთავების მომსახურება განახორციელოს შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული პერსონალის მეშვეობით. მომსახურე პერსონალის შეთანხმება შემსყიდველ ორგანიზაციასთან უნდა მოხდეს პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის დღიდან ხელშეკრულების გაფორმების დღემდე.
1.2.2 მომსახურეობა უნდა მოხდეს ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ;
1.2.3 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და სათანადო სპეციალური უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა;
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია გამოყოს თანამშრომელი (მენეჯერი) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
1.2.5 მენეჯერი ვალდებულია კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიოს ობიექტს და უშუალო კავშირი ჰქონდეს შემსყიდველთან მომსახურების პროცესში წარმოშობილ ყველა საკითხთან დაკავშირებით;
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტი სისტემატიურად უზრუნველყოს ჰიგიენური საშუალებებით (ობიექტზე უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებების მინიმუმ 2 კვირის მარაგი).
1.2.7 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში გამოიყენოს საწმენდი, სახეხი, სარეცხი და საპრიალებელი საშუალებები, სადეზინფექციო/სადერატიზაციო/სადეზინსექციო საშუალებები, ნაგვის ტომრები, ხელის თხევადი საპონი, ქაღალდის ხელსახოცები და ჰიგიენური ქაღალდები. ამასთან, გამოსაყენებელი საშუალებები, გამოყენების დროს უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი რაც შემოწმდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საშუალებების გამოყენებისას ან/და გამოყენებამდე.
1.2.8 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.

მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრისა) - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 1.3. პუნქტით გათვალისწინებულ ფასების ცხრილში მითითებული პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების პირობებით, 1.3. პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1-ში მითითებულ ადგილებზე, 2.9 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში და 2.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართ N3-ში მითითებული ტექნიკის გამოყენებით.

- გაწეულ მომსახურებაზე მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, ერთეულის ფას(ებ)ი და საერთო ღირებულება. მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების შენობ(ებ)ის დალაგება-დასუფთავების მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს:
1) ხელშეკრულებ(ები)ა
2) ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

- პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N3-ის სახით ატვირთულ უნდა იქნეს პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. მიბმული ფაილის სახით იხ. დანართი N3.

- პრეტენდენტს აუცილებელია სარგებლობაში ჰქონდეს დანართი N3 გათვალისწინებული ტექნიკა მუშა მდგომარეობაში, რასაც ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე გადაამოწმებს შემსყიდველი. მიმწოდებელი ვალდებულია ეს დანართი ხელმოწერილი სახით წარუდგინოს შემსყიდველს, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით.

- დანართი N3 გათვალისწინებული ტექნიკა გადამოწმებული იქნება ადგილზე შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან, პრეტენდენტის მიერ მითითებულ ადგილზე (საქართველოს ტერიტორიაზე).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს - მოქმედი ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001 სერტიფიკატი.

2.9 other additional requirements

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის გასაწევი მომსახურებისთვის საჭირო საწმენდი და საპრიალებელი საშუალებისა და გამოყენებული ტექნიკის ხარჯებს) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების მთლიანი თანხა, ასევე ერთ თვეზე ან/და ერთ ჯერზე გასაწევი მომსახურების ფასი მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1–ში (დანართი N1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

4. ფასების ცხრილში 1-4 პოზიციებით და 37-67 პოზიციებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე მე-6 გრაფაში მოცემული რაოდენობები შესაძლებელია შემცირდეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის და განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე დარჩენილი თვეების რაოდენობის მიხედვით, შესაბამისად შემცირდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებაც.

5. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთ თვეზე ან/და ერთ ჯერზე გასაწევი მომსახურების ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

6. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს მომსახურე პერსონალის რაოდენობა და სამუშაო გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში მითითებული გრაფიკისა და რაოდენობების შესაბამისად (მიბმული ფაილის სახით იხ. დანართი N2).

7. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

8. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

9. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

10. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცემულების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

6.4.3 თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

6.6.5 terms and conditions of guarantee

.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა - უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

- გასაწევი მომსახურების ღირებულება აღებულია შესაძლო გასაწევი მომსახურებების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება მიმწოდებელთან განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების მიხედვით. შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება შემსყიდველთან და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

უჩა ცუცქირიძე, 577771814, uchacucqiridze10@gmail.com სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: გიორგი ტოგონიძე 577 77 38 99

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru