Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Типографские услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #42700913)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 42700913
Дата публикации: 12-06-2023
Сумма контракта: 36 743


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012388
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.06.2023 20:28
Начало приема предложения 19.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.06.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 36`743.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79800000-Типографские услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79800000 - Типографские услуги и связанные с ними услуги
  • 79810000 - Типографские услуги
Срок подачи 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად
Дополнительная информация
სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მიერ ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 367 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio gavashelishvili :: 12.06.2023 14:35
  • Последнее исправление: sopio gavashelishvili :: 12.06.2023 20:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523193&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მიერ, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სერტიფიკატი- A4 ფორმატის, არანაკლებ 300 გრ. ტილოს ფაქტურის ქაღალდი გლუვი ზედაპირით. სხვადასხვა დიზაინის (შემსყიდველთან შეთანხმებით) -2650 ცალი;

2. ბანერი -უმაღლესი ხარისხის. ტექნიკური მახასიათებლებით: მასალა: არანაკლებ 400 გრ. ნახევრადგლუვი ბანერი, გამძლეობით 1000 კგ - 1კვ. მეტრზე ორივე მხარეს. ბეჭდვა: სრულფერიანი CMYK, 300 dpi, მყარი სოლვენტი. მასალაც და საღებავიც უნდა იყოს წყალგამძლე და განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის. რულონის განი: უწყვეტი საბეჭდი განი უნდა იყოს არანაკლებ 150 სმ-ისა (150სმ-ზე მეტი განის გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაწებება). სამაგრები: ადგილზე მონტაჟისთვის საჭირო დასამაგრებელი საშუალებების გათვალისწინება: გარე და შიდა გაკერილი ან გადაწებებული ჯიბეები (შემსყიდველის მოთხოვნით), საჭიროების შემთხვევაში ჯიბეებში გასაყრელი თოკი. ცარიელი ადგილი და ლუვერსები (ზომა, სამაგრის ტიპი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით)- 200 კვ.მ;

3. წებოვანი სტიკერი -A 4 ფორმატის წებვადი სტიკერი, წყალგამძლე, დასერილი, დაბეჭდილი ნაჭრის ან ლოგოს ამოღების შესაძლებლობით. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით, ტირაჟი მინიმუმ 1 ც.- 67 ცალი;

4. მოცულობითი სტიკერები - მოცულობითი/ამობურცული, წებვადი სტიკერი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირზე დასაკრავად (მაგ. ტელეფონზე, ბლოკნოტზე და ა.შ). მაღალი ხარისხით ნაბეჭდ სტიკერზე დატანილი უნდა იყოს ახალგაზრდობის სააგენტოს ლოგო - 3700 ცალი;

5. შტენდერი ამოსაქაჩი - ბანერი ამოსაქაჩი სისტემით (როლაფ-ბანერი) ზომით 80*200სმ. ცალმხრივი ბეჭდვით. ბანერს უნდა მოყვებოდეს თავისივე ჩანთა. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით -2 ცალი;

6. მეტალის აბრა - მეტალის აბრა (დაფა), რომელზეც დაბეჭდილი იქნება ლოგო და ტექსტი. კედელზე სამაგრებით, ზომა 62სმ*47სმ. ფერი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 1 ცალი;

7. კვლევის ანგარიში -კვლევის ანგარიშების ბეჭდვა/დაკაბადონება. ფერადი ბეჭდვა; ზომა A4; ყდა 2 გვ; 4+4 250 გრ ცარცი, ლამინაცია 1+0; შიგთავსი 4+4, 115გრ ცარცი; თერმო აკინძვა; შრიფტი 10; გვერდების სავარაუდო რაოდენობა - არანაკლებ 50 და არაუმეტეს 120 გვერდი. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა დიზაინით ბეჭდვა - 100 ცალი;


8. წლის ახალგაზრდული მუშაკის ჯილდო - ორგმინა -ორგმინისგან დამზადებული გრავირებული ჯილდო,ზომა: არაუმეტეს 20X10 სმ, ხის სადგამით, დაფერილი დონით, დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით, დაახლოებით ნიმუში იხ. ფოტოზე - 15 ცალი (ერთიანი მოწოდება);

9. სერტიფიკატები (ახ. მუშაკებისთვის, მოხალისეებისთვის, მონაწილეობრივისთვის) - A4 ფორმატის, 300 გრ. ტილოს ფაქტურის ქაღალდი, გლუვი ზედაპირით. სხვადასხვა დიზაინი (შემსყიდველთან შეთანხმებით) - 100 ცალი;

10. ბანერი კონსტრუქციით (ფორუმისთვის და ჯილდოსთვის) - უმაღლესი ხარისხის. ტექნიკური მახასიათებლებით: მასალა: 400 გრ. ნახევრადგლუვი 9*9 კვეთის ბანერი, გამძლეობით 1000 კგ - 1კვ. მეტრზე ორივე მხარეს. ბეჭდვა: სრულფერიანი CMYK, 300 dpi, მყარი სოლვენტი. მასალაც და საღებავიც უნდა იყოს წყალგამძლე და განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის. რულონის განი: უწყვეტი საბეჭდი განი უნდა იყოს არანაკლებ 150 სმ ისა (150სმ-ზე მეტი განის გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაწებება). 3 მეტრი სიგანის 2 მეტრი სიმაღლის მაღალი ხარისხის ბანერი შესაბამისი მყარი კონტრუქციით ფეხით, რომელიც უზრუნველყოფს ბანერის მყარად დგომას. კონსტრუქცია უნდა იშლებოდეს და მოხერხებული უნდა იყოს გადასატანად. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 2 ცალი;

11. როლაპი- ერთ გვერდიანი მოძრავი (შესაძლოა მისი გადატანა-გადმოტანა) კონსტრუქცია. ზომა: 80X200 სმ. ამოსაქაჩი კონსტრუქცია. კონსტრუქცია უნდა იდოს სპეციალურ შესაფუთ ჩანთაში. დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით 2 ცალი;

12. როლაპი -ერთგვერდიანი მოძრავი (შესაძლოა მისი გადატანა-გადმოტანა) კონსტრუქცია. ზომა: 200X200 სმ. ამოსაქაჩი კონსტრუქცია. კონსტრუქცია უნდა იდოს სპეციალურ შესაფუთ ჩანთაში. დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით -2 ცალი;

13. ბროშურა - A5 ზომა (105 × 148 მმ), აკინძვის ტიპი-სტეპლერის მეთოდით. ფერადი, არანაკლებ 200 გრ.-იანი ცარცის ქაღალდი, სრულფეროვანი ორმხრივი ბეჭდვა. გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 4. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით -100 ცალი (ერთიანი მოწოდება);

14. ბროშურა - სავარაუდო ზომა A5. ბეჭდვა/დაკაბადონება. აკინძვის ტიპი-სტეპლერის მეთოდით.ფერადი, არანაკლებ 200 გრ.-იანი ცარცის ქაღალდი, სრულფეროვანი ორმხრივი ბეჭდვა.გვერდების სავარაუდო რაოდენობა - არაუმეტეს 10 (ფორმატი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) - 100 ცალი (ერთიანი მოწოდება);

15. ტრიპლეტი - სამ ფრთიანი, დასაკეცი, მაღალი ხარისხის ბეჭდვით.
დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად -100 ცალი;

16. პოსტერი - A3+ 450მმ-320მმ, არანაკლებ 170 გრ. ცარცის ქაღალდი.
დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად. შესაძლებელია სხვადასხვა დიზაინით ბეჭდვა. პოსტერი უნდა იყოს ჩასმული ხის ან პლასტმასის სადა ჩარჩოში, ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან, ასევე ჩარჩოს უნდა ჰქონდეს მინის ზედაპირი - 20 ცალი (ერთიანი მოწოდება);

17. პოსტერი - A1 ფორმატის, არანაკლებ 170 გრ. ცარცის ქაღალდი.
დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად. შესაძლებელია სხვადასხვა დიზაინით ბეჭდვა - 20 ცალი (ერთიანი მოწოდება);

18. ბრენდირებული თოკი (Lanyard) - ბეიჯის დასაკიდი თოკი - ბეჭდვა ფერადი - ლურჯი ფერის - სიგანე მინიმუმ 2 სმ -სიგრძე მინიმუმ 75 სმ, პლასტმასის ან მეტალის საკიდით რომელზეც უნდა დამაგრდეს ბეიჯის ქაღალდი - 300 ცალი;

19. ბეიჯი არალამინირებული - მუყაოს ვერტიკალური ბეიჯი; ფერადი ბეჭდვა - 2 მხარე არალამინირებული. ზომა არაუმეტეს 13.5 *9 სმ; წარწერის დასატანი ველით (სახელი, გვარი ორგანიზაცია). დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. უნდა ჰქონდეს თასმის დასამაგრებელი ადგილი/ჭრილი- 300 ცალი;



20. ბრენდირებული ბლოკნოტი -ზომა: 14X20 სმ, ცარცი, გლუვი, 300 ბეჭდვა 4X4, შეწებება წებო ემულსიით, მუყაოს ყდით, ცალხაზიანი, არანაკლებ 50 ფურცლიანი. ბლოკნოტის დიზაინი დამკვეთან შეთანხმებით, შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა დიზაინის ბეჭდვა. პირველ შიდა გვერდზე სახელის, გვარისა და მისამართის შესავსები ველებით - 500 ცალი;

21. ბრენდირებული კალამი -ბურთულიანი, ლურჯი ან თეთრი, პლასტმასის მასალის, კნოპკით ან სატრიალებელი გამღები მექანიზმით, ფერადი ლოგოს ბეჭდვით (2 სხვადასხვა ლოგო), დიზაინი და ლოგოს განთავსება შემსყიდველთან შეთანხმებით - 500 ცალი;

22. ბრენდირებული ჩანთა - ბრენდირებული ლოგოთი და დიზაინით, ლურჯი ფერის არაუხეში ტილოს ნაჭრის, არასრიალა, მხარზე გადასაკიდი სახელურების სიგრძე არაუმეტეს 60 სმ. სახელურის სიგანე არანაკლებ 3 სმ - დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ფერადი ბეჭდვა ჩანთის ცალ მხარეს სრულ ზედაპირეზე. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 150 ცალი;

23. ბრენდირებული თერმოსი - მაღალი ხარისხის მეტალის თერმოსი, არანაკლებ 400 მლ-იანი, ჰერმეტული თავსახურით, ლურჯი ფერის, დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით -150 ცალი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ნაბეჭდი მასალის მიწოდების ადგილია შემსყიდველი ორგანიზაციის იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ, სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 55 000.00 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას:

ა) შევსებული ფასების ცხრილი ( ხარჯთაღრიცხვა).

ბ) ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ დანართი N2 -ის შესაბამისად

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო გავაშელიშვილი, 579221011, sopho.gavashelishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru