ტექნიკური დავალება
პრეამბულა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაბა ლენტეხის შესასვლელში, მდინარეების:
ხელედურას, ლასკადურისა და ცხენისწყლის შესართავთან, კლდოვან ბორცვზე
სამხრეთ-აღმოსავლეთ-ჩრდილო-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული, ქვედა და
ზედა ციხედ დაყოფილი ლარაშის ციხე დგას. ნაგებობის ზოგიერთ ნაწილს
შერჩენილი აქვს 1-2 მეტრამდე სიმაღლის კედლები. ნაგებია რიყის ქვითა და
მსხვილი და ფლეთილი ფიქალის ქვით, სქელ დუღაბზე.
დღეის მდგომარეობით ძეგლი დაფარულია ბიოსაფარით (ხავსით, ბუჩქებით,
ხეებით), რის გამოც ქვის კედლები მნიშვნელოვნად ზიანდება და ამავე დროს
ძეგლის ვიზუალური აღქმადობა ძნელდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძეგლის მძიმე ფიზიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა მისი გაწმენდა და შემდგომ
კვლევითი სამუშაოების განხორციელება.
ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების
მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი
ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
მათ დიდ ნაწილზე არ მოიპოვება ტექნიკური მდგომარეობის ამსახველი
უახლესი დოკუმენტაცია და არ შედგენილა შესაბამისი საპროექტო
დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს,
რაც ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი იქნება.
მიზანი და ძირითადი პირობები
ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოებისა და დოკუმენტაციის შედგენის
მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის,
ავთენტურობის შენარჩუნების, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
განსახორციელებელმა სამუშაოებმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ
მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და მაღალპროფესიულ გადაწყვეტას.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კვლევის ეტაპზე ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად შექცევადი;
- გამოყენებული უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი ნივთიერებები და სამშენებლო მასალები;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
კვლევითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებისთვის უპირველეს ყოვლისა
აუცილებელია ბიოსაფარის მოხსნა. გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოების
განხორციელებისას, თუკი დადასტურდება ობიექტ(ებ)ის შეუქცევადი
დაზიანების ან განადგურების საშიშროება, უნდა გატარდეს შესაბამისი
პრევენციული ღონისძიებები, ხოლო კვლევითი სამუშაოების საფუძველზე
უნდა ჩამოყალიბდეს შემდგომში განსახორციელებელი სამუშაოების
მეთოდოლოგია.
დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და
კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების
გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის
საპროექტო და ფიზიკური სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების
გათვალისწინებით, ასევე საქართველოს მთავრობის 2007 წ. 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
შესაბამისად;
გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ-ვექტორული (DWG, DXF, PLN გაფართოების
ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
შემსყიდველი იტოვებს უფლებას სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში
დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ
სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და
სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები
(დასამუშავებელი) კვლევის მიმართ;
გაწმენდითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს არქეოლოგისა და
არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით (საველე სამუშაოების
მოხსენებითი ანგარიშებით);
გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
მორყეული ქვების ან ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების
გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, მორყეული სამშენებლო მასალა
უნდა მოიხსნას, განხორციელდეს მარკირება და დასაწყობდეს
არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
გასაწევი მომსახურება ერთეტაპიანია:
• გაწმენდითი, კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოების განხორციელება;
• სამუშაოების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების
გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვე.
შენიშვნა:
ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სააგენტო
უზრუნველყოფს მის 3D სკანირებას და დასკანერებული ღრუბლის
შემსრულებლისთვის გადაცემას.
შესასრულებელი სამუშაოები
• გაწმენდითი, კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები;
• არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაცია;
• გაწმენდითი სამუშაოების პროცესში არქიტექტორ-რესტავრატორის და
არქეოლოგის მიერ ანგარიშის წარმოება და ზედამხედველობა;
• ხე-მცენარეების გაკაფვა-გადაბელვა;
• ნაგებობის კედლებზე არსებული ეკალ-ბარდების შეწამვლა ბიოციდით;
• შურფების გაჭრა არქეოლოგის ზედამხედველობით;
• აუცილებლობის შემთხვევაში, ნაგებობის კედლების ზედაპირზე არსებული
მორყეული ქვების მოხსნა, მარკირება და დასაწყობება;
• ავარიული კედლის ნაწილის გამოვლენის შემთხვევაში კედლის
ფოტოფიქსაცია; აუცილებლობის შემთხვევაში ქვის
მარკირება-დაშლა-დასაწყობება;
• მოჭრილი მიწის მასისა და ნაგვის გატანა;
• გამოვლენილი სიტუაციის შემდეგ შესაბამისი კვლევების ჩატარება;
• არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების გამოხაზვა;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათის განახლება.
*შენიშვნა: დავალებით გათვალისწინებული ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები
უნდა განხორციელდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”
საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ჩასაბარებელი კველევითი დოკუმენტაცია განისაზღვრება შემდეგი
შემადგენლობით:
1. პრობლემ(ებ)ის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა,
შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგების აღწერა;
2. კვლევის ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან
1:2000), ტოპოგრაფიული გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:200) და გენერალური გეგმა
(მასშტაბი 1:500 ან 1:200);
3. არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები ლოკალურ დაზიანებათა დატანით,
ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით, 3D სკანირების საფუძველზე (ტექსტური
აღწერილობა; გეგმები, ჭრილები, ფასადები, ინტერიერის განშლები - მ. 1:100, მ. 1:50;
არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, გამოხაზული ნახაზები -
მ.1:25, მ.1:20; მ. 1:10; შაბლონები - მ. 1:1);
4. სისტემატიზირებული ფოტომასალა: კვლევის ობიექტის საერთო ხედები,
ფასადები, ინტერიერი, საერთო და ლოკალური დაზიანების ამსახველი
ფოტომასალა (დათარიღებული მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის ფოტომასალა
–TIFF ან JPEG გაფართოების ფაილი);
5. სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის
ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და
საარქივო მასალის ჩამონათვალი) და რეკომენდაციები;
6. ფუძე-გრუნტების მდგომარეობის დადგენის მიზნით საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის
ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და
რეკომენდაციები);
7. ნაგებობის კონსტრუქციული კვლევა, ტექნიკური მდგომარეობის შეფასება,
დასკვნები და რეკომენდაციები; საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული
დეტალების განლაგების სქემა, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და
ტექსტური აღწერილობა;
8. დასკვნა ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისას გამოსაყენებელი მასალის
არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში
არსებული სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების ლაბორატორიული
კვლევა;
9. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი
დასკვნა-რეკომენდაციების მომზადება და საჭირო ჩარევების
მეთოდოლოგიის განსაზღვრა;
10. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათის განახლება.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A3 ფორმატის, ზამბარით აკინძული
ალბომის სახით:
- სათაური;
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა
და პროექტის ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;
- ალბომის შემადგენლობა;
- დოკუმენტაციის შემადგენლობა;
- შესაბამისი ტექსტუალური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/
ავტორ(ებ)ის მიერ, A4 ფორმატი;
- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A3 ფორმატი (გამონაკლის
შემთხვევაში დასაშვებია განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა, ალბომში
აკინძული A3 ფორმატის ზომაზე).
ყველა ფურცელი უნდა იყოს დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის
ავტორ(ებ)ის/შემსრულებლ(ებ)ის მიერ ხელმოწერებით.
ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა
წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის
სახით:
- თავფურცელი (სათაური);
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა
და შემდგენელის ხელმოწერ(ებ)ით;
- განმარტებითი ბარათი;
შემსრულებლის მიერ საბოლოო პროდუქციის სახით, დამკვეთისათვის
წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის მყარი ასლი - ალბომების სახით (4
ეგზ.) და ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DDWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - ArchiCad,
AutoCAD პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით), ელექტრონულ ვერსიაში
მეხსიერების ბარათზე.
დამატებითი პირობები:
ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ანგარიშსწორება მოხდება სრული
კვლევითი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების
გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.