ტექნიკური დავალება
პრეამბულა
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაკრის თემი აერთიანებს შვიდ სოფელს,
რომელთა შორის ერთ- ერთი სოფელია თავრარი (თავრალი). ფერდობზე
გაშენებული დასახლება ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზიდან
ჩრდილოეთით მდებარეობს, სოფლის ცენტრში დგას ცინდელიანების
საგვარეულო კოშკი. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც კოშკებმა
თავისი პირდაპირი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგა, დაიწყო მათი ნელ-ნელა
ნგრევა. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ,
კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად
დააკნინა და შესაბამისად შეცვალა მათი იერსახეც. ზემო სვანეთში 250-მდე
კოშკი აღირიცხება. რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული
ფორმები განაპირობებს სვანური სოფლის განუმეორებელ იერ-სახეს. ამ
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მათი აღდგენა-რეაბილიტაციის
სამუშაოების შესრულება.
სამუშაოები აღნიშნულ კოშკზე მიმდინარეობდა 2021-22 წლებში, რომლის
ფარგლებშიც შესრულდა ორი სართულის დონზე შემორჩენილი კოშკის
კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები, კედლის ზედაპირის გადაწყობა
და დროებითი გადახურვის მონტაჟი თუნუქის საფარით.
მოცემული ტექნიკური დავალება, კი ითვალისწინებს სოფელ თავრარში
(თავრალი) არსებული კოშკის, კერძოდ, ცინდელიანების საგვარეულო კოშკის
სრულ რეაბილიტაციას.
ჩასატარებელი სამუშაოებია:
• დროებითი თუნუქის საფარის და ბურულქვეშა კონსტრუქციის დემონტაჟი და
ადგილზე დასაწყობება;
• კედლების და სართულშუა გადახურვების აშენება ქვის წყობით, კირის
ხსნარზე;
• სართულშუა ხის კონსტრუქციების მოწყობა;
• სართულშუა გადახურვების შეფიცრვა;
• სახურავის გადახურვაზე ხის კონსტრუქციის და ყავარის ფენილის
მოწყობა;
• სართულშუა ხის კიბეების მოწყობა;
• ხის არაინვენტარული ხარაჩოს მოწყობა-დაშლა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ზამთრის სეზონზე
სახარჯთაღრიცხვო-საპროექტო დოკუმენტაციითა და სამუშაოების
კალენდარული გეგმა-გრაფიკით ატმოსფერული ნალექების ძეგლზე
უარყოფითად ზემოქმედების თავიდან არიდების მიზნით,
გათვალისიწნებულია სახურავის დროებითი გადახურვის მოწყობა უკვე
არსებული დემონტირებული სახურავის მასალის გამოყენებით, ხოლო
განახლებული სარებილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება მისი
ხელახლა დემონტაჟი.
ძირითადი პირობები
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო, მათ შორის ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები
განხორციელდეს საავტორო და არქიტექტორ-რესტავრატორის
ზედამხედველობით.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე, შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
❖ ნორმატიული დოკუმენტები:
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რითაც უზრუნველჰყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველჰყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში. სამუშაოების
წარმოებისას სრულად დაიცვას საქართველოში კორონა ვირუსის „COVID-19“-ის
გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული მოქმედი მარეგულირებელი და
ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნები/პროტოკოლი.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და
განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია:
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილოითი ანგარიში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის ალბომი) - სამ ეგზემპლარად.
ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და გრაფიკული მასალის
დოკუმენტირებითა და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე
(ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG
გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.
შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 16 (თექვსმეტი)
კალენდარულ თვეში.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, 5 (ხუთი) წლის ვადით.