ტექნიკური დავალება
პრეამბულა
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთი-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის
ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. მას თითქმის 40
ჰექტარი უკავია. გალავნის მთელ პერიმეტრზე კოშკებია განლაგებული.
ციხის კედლები ორ იარუსიანია. გალავანი ნაგებია ძირითადად რიყის ქვით,
უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური. ანაგის კარიბჭე გვიან
პერიოდში იქნა გაჭრილი. 2022 წლის პირველ დეკემბერს, ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად, ანაგის კარიბჭის თაღი დაინგრა. არსებული
მდგომარეობით, შემორჩენილია თაღის მხოლოდ გვერდითი ნაწილები - თაღის
ქუსლის დონემდე.
დანგრეული კარიბჭე წარმოადგენდა ფართე თაღოვანი მალით გახსნილ
ჭიშკარს, ნაშენი იყო რიყის ქვით და ბრტყელი მართკუთხა აგურით. თაღი
ზემოთ დასრულებული იყო ბრტყელი თავსართით, იმიტირებული სათოფურებით,
პარაპეტი ციხის გალავნის კედლების სიმაღლეს სცდებოდა. რადიალურად
დალაგებული ბრტყელი აგურებით გამოყვანილი თაღის მრუდი, სრულ
ნახევარწრეს წარმოადგენდა.
მიზანი და ძირითადი პირობები
არსებული ტენდერი ითვალისწინებს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიღნაღის ციხე-გალავნის ანაგის
კარიბჭის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის
ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს
ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდეს
არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ
ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
პროექტით გათვალისწინებულია:
დროებითი ღობის მოწყობა;
გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება;
ხარაჩოების მოწყობა;
ქარგილის მოწყობა;
თაღის გადაყვანა.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნარგავების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია
მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის,
ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი
წერილოითი ანგარიში. ანგარიშის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი)
სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის
ალბომის 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე (ტექსტური
და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი)
ჩაწერილი.
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საექპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 70
კალენდარული დღე. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს 70 კალენდარულ დღეზე,
პროექტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების
გეგმა-გრაფიკი.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.