ტექნიკური დავალება
პრეამბულა
სამთავროს სამონასტრო კომპლექსს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
ქართული არქიტექტურის ისტორიაში, რომელიც 1994 წლიდან სვეტიცხოვლისა და
ჯვრის ტაძრებთან ერთად შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც
მცხეთის ისტორიული ძეგლი. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა
ტაძარმა, წმ. ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა კოშკით და
მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა.
დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც საუკუნეების
განმავლობაში არა ერთხელ იქნა აღდგენილი და შეკეთებული, მათ შორის XX-XXI
საუკუნეების მიჯნაზე: გამაგრდა გუმბათის ყელი და კედლები, განახლა
სახურავი, ინტერიერში მოიხსნა გვიანდელი, ამორტიზებული ნალესობა,
გამაგრდა დასავლეთის კედელი, ჩამაგრდა ღიობების თავზე და საბრჯენ
თაღებში ჩამოწეული ქვები, სათანადო კვლევების საფუძველზე დადაბლდა
იატაკი, კეთილმოეწყო ტერიტორია.
წმინდა ნინოს სახელობის მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია
ფერისცვალების ტაძრის აღმოსავლეთით მდებარეობს. ადრე ჩატარებული
სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ეკლესია გაიწმინდა, აღდგა მისი
დაზიანებული ცოკოლი, კედლები, გუმბათი, ლავგარდანი, აგრეთვე, გადაიხურა
კრამიტით.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
ფერისცვალების ტაძრის ცოკოლის კონსერვაცია: ქვის მექანიკური გაწმენდა,
კონსოლიდაცია, კირხსნარის რეკონსტრუქცია, ქვის ფრაგმენტების
გაერთიანება; ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ არსებული სარინელის ბაზალტის
ფილების მარკირება და დროებითი დასაწყობება, არსებული კირისა და
ქვიშის ნარევის, ხრეშის მოხსნა; კირის და ქვიშის ნარევის მონტაჟი;
მარკირებული ქვების მონტაჟი; ცოკოლის საბჯენი დგარების მოწყობა, ქვის
აღდგენა;
წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის: სარინელის გადაწყობის და წყალამრიდი
სისტემის რეაბილიტაცია; ეკლესიის ფასადზე გვიანდელი ცემენტის
ნალესობების მოხსნა და კირხსნარით კონსერვაცია; ეკლესიის აღმოსავლეთ
ფასადის მხრიდან ამორტიზებული სარინელის ფილების გადაწყობა.
ძირითადი პირობები
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
საკონსერვაციო ჩარევების იმ ეტაპზე, რომელიც ფასადის მოწესრიგების
სამუშაოებს გულისხმობს (რეკონსტრუქცია, შევსებები, ქვის გაერთიანება,
ა.შ), შემრულებელმა თითოეული სამუშაოს დაწყებამდე, უნდა მოამზადოს
საჩვენებელი ნიმუშები და წერილობით შეატყობინოს შემსყიდველს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძეგლზე სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის
ზედამხედველობით.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:
დანართი 1 - პროექტი;
დანართი 2 - შესასრულებელი სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი;
დანართი 3 - შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვის
ფორმა;
დანართი 4 - СV-ის ფორმა.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნარგავების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილობითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების
ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან
არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის
ალბომის სახით - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე
(ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG
გაფართოების ფაილი) ჩაწერილი. ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს, როგორც
ქართულ ისე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი.
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საექპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
კალენდარულ თვეში.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, 5 (ხუთი) წლის ვადით.