Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #42700761)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Union of Airports of Georgia"
Номер конкурса: 42700761
Дата публикации: 11-06-2023
Сумма контракта: 3 096 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012277
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.06.2023 19:17
Начало приема предложения 28.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 03.07.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 3`096`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45231100 - Общее строительство трубопроводов
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წყალმომარაგების სისტემების მეორე ეტაპის მოწყობის სამუშაოები.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 30`960.00 GEL
Размер гарантии 30`960 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana khachiashvili :: 09.06.2023 14:45
  • Последнее исправление: emeliana uznadze :: 09.06.2023 19:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=522970&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წყალმომარაგების სისტემების მეორე ეტაპის მოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაო გულისხმობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული წყალმომარაგების ნაგებობისთვის ორი ერთეული წყალსაცავი რეზერვუარის და სატუმბო სადგურის სამშენებლო სამუშაოებს თანდართული პროექტის შესაბამისად. შესყიდვის ობიექტის დასახელება და დეტალური მოცულობა მითითებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს განხორციელების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ადგილია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
- სარემონტო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე -2 წელი;
- ძირითად მზიდ კონსტრუქციებზე - 20 წელი;
- სახურავის ჰიდროიზოლაცია - 10 წელი;
- ელ-მომარაგება და სუსტი დენები -3 წელი;
- წალმომარაგება ქსელი -5 წელი;
- წყალსაცავების ჰიდროიზოლაცია -20 წელი;
- ვიტრაჟები კარებები ფანჯრები ასევე არამზიდი კონსტრუქციები - 3 წელი;
- ტუმბოები და სხვა მოწყობილობები- 5 წელი.

2. გარანტიის პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ხარვეზი, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ახლით.
3. გარანტიის ვადა აითვლება სამუშაოს დასრულებიდან (როცა გაფორმდება ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი ამ სამუშაოებზე), ამასთანავე, შემსყიდველი უფლებამოსილია, გაუგებრობის გამოსარიცხად, კონკრეტულ მიღება-ჩაბარების აქტებში მიუთითოს კონკრეტულ პოზიციაზე საგარანტიო ვადის ათვლის დაწყების შესახებ.
4. გარანტია მთელი ვადის განმავლობაში უნდა იყოს სრული, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ უნდა მოიცავდეს როგორც შეკეთებას, ისე ახლით შეცვლას საჭიროებისამებრ და ასევე უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ხარჯს - მასალებს, ტრანსპორტირებას, მანქანა-მექანიზმებს, ხელფასს და ყველა სხვა ხარჯს.
5. გარანტია შესაძლებელია არ ეხებოდეს ნორმალური ცვეთით ან არასათანადო მოპყრობით გამოწვეულ დაზიანებას.
6. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მის მიერ დამონტაჟებული დანადგარების, მოწყობილობების და სხვ. ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ, მაგალითად, გარკვეული ნორმების დაცვა, გარკვეული გარემო პირობების შექმნა, გარკვეული მომსახურების ჩატარება, დამატებითი მოწყობილობების დაყენება (იმის მიუხედავად, ტექნიკურ დავალებაში, პროექტსა თუ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ისინი თუ არა) თუ სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებლის უარი საგარანტიო მომსახურებაზე ექსპლუატაციის პირობების დაუცველობის მოტივით არ მიიღება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- მომწოდებელ კომპანიას 2018 წლიდან წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების თარიღამდე პერიოდში არაუმეტეს ოთხი პროექტის (კონტრაქტის) ფარგლებში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 5 000 000 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) სამუშაო, რომელიც მოიცავს საინჟინრო კომუნიკაციების მექანიკური ნაწილის მოწყობას, კონკრეტულად იგულისხმება წყლის ტუმბოები, ჩაძირული ჭაბურღილის ტუმბოები, წყალ-მომარაგების ქსელი (მილსადენები), წყალზე მომუშავე თბური ტუმბოები (ჩილერები), სახანძრო წყალმომარაგების სისტემები, წყალმომარაგების მართვის ავტომატიზაციის სისტემები.

- მიმწოდებელი კომპანიის ბრუნვა 2018 წლიდან წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების თარიღამდე პერიოდში უნდა შეადგენდეს ჯამურად არანაკლებ 20 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების დამკვეთის მიერ დადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

აუცილებელი პირობაა, რომ გამოცდილების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ნათლად იკვეთებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

თუ გამოცდილება მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, პრეტენდენტს შეუძლია, დოკუმენტების ატვირთვის ნაცვლად, მიუთითოს შესაბამისი შესყიდვის (ტენდერის თუ სხვ.) SPA და CMR ნომრები, რათა შემსყიდველი თავად გაეცნოს დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

პრეტენდენტმა გამოცდილების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს თანდართული pdf ფაილის სახით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დაასაბუთოს ქვემოთ მოცემული წესით.

2. პრეტენდენტმა პირველ რიგში ყველა შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დეტალური გაანგარიშება (ხარჯთაღრიცხვა), თუ რა დანახარჯები ესაჭიროება მას მოწოდებისათვის და შესაბამისად, საიდან გამომდინარეობს შემოთავაზებული ფასი.

3. გაანგარიშებაში მითითებული დანახარჯების მოსალოდნელი ოდენობის რეალურობის დასასაბუთებლად კი შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის დოკუმენტები:

• სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ცალსახად იქნება მითითებული, რომ პრეტენდენტის გაანგარიშებაში მოცემული ფასები არსებული საბაზრო პირობებით რეალურია და ამ ფასებად შესაძლებელია გაანგარიშებაში მითითებული მასალის, მანქანა-მექანიზმისა თუ შრომითი რესურსის შეძენა.

4. საალბათო, პირობითი ანდა დაშვებებზე დაფუძნებული დასკვნა არ მიიღება.

5. დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

6. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასების კლება არ უნდა მოხდეს მისაწოდებელი სამუშაოსა თუ მასალების ხარისხის არსებითი გაუარესების ანდა სამუშაოს შესრულების ტემპის არსებითი შემცირების ხარჯზე. დაუშვებელია შესრულების ეტაპზე მომწოდებლის მიერ ხარისხის ან სამუშაოს ტემპის გაუარესება და დაბალი ფასების მოტივით ანუ პროექტის მცირე ბიუჯეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მომიზეზებით და მათ შორის იმაზე მითითებით, რომ შემსყიდველი ტენდერის დროს დაეთანხმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სადაზღვევო კომპანიის შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, შეამციროს გარანტიის მოცულობა უკვე შესრულებული და შესასრულებლად დარჩენილი სამუშაოს მოცულობის პროპორციულად. შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ამგვარ შემცირებაზე ანდა დათანხმდეს მხოლოდ ნაწილობრივ შემცირებას, თუ ამგვარმა შემცირების შედეგად გარანტიის მოცულობა რჩება იმდენად მცირე, რომ იგი ვეღარ იქნება დარჩენილი ვალდებულების შესრულების რეალურად უზრუნველმყოფი ინსტრუმენტი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორება დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ისა,
მიმწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება დეტალური ჩაშლილი ინფორმაცია თანხის განკარგვის მიზნობრიობის შესახებ. ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია გააკონტროლოს თანხის მიზნობრივი ჩაშლა.
ასეთ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საბანკო/სადაზღვევო გარანტია შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით.
გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მიწოდების ვადას.
ანგარიშსწორება განხორციელდება გარანტიის წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველის დადასტურებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სამუშაოს მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პოზიციების შესაბამისად.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, ხელშეკრულებით განსაზღვრული ორმხრივად გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
3. ყოველი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების თაობაზე უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა (დასკვნის აღებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს მიმწოდებელი). დასკვნის შინაარსი გათვალისწინებული იქნება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისა და ურთიერთანგარიშსწორების განსაზღვრისათვის, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლის ჩართულობა საექსპერტო შემოწმების პროცესში. Ⴑაექსპერტო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს სამუშაოების მოცულობის და ხარისხის შემოწმება და დადასტურება. მომწოდებელი ვალდებული იქნება, დამატებითი ანაზღაურების გარეშე გამოასწოროს დასკვნაში მითითებული შენიშვნები.

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე , მიწოდებელმა საპროექტო დოკუმენტაციის თაობაზე უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა (დასკვნის აღებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს მიმწოდებელი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანა ხაჩიაშვილი, 598799993, a.khachiashvili@airports.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სამუშაოს შესრულების სხვა დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. თუ ტენდერში გამარჯვებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოირკვევა, რომ მომწოდებელს არ გააჩნია სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისათვის საჭირო ფულადი, ტექნიკური თუ ადამიანური რესურსი, ეს გარემოება მიჩნეული იქნება მიმწოდებლის არაკეთილსინდისიერებად და შესაძლოა გახდეს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, აქედან გამომდინარე ყველა იმ შესაძლო შედეგით, რაც იმ დროისათვის გათვალისწინებული იქნება კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით.
3. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების, მათ შორის - ტექნიკური დავალების სრულად შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის
საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.
4. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე.
დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
6. თუ დოკუმენტაციას ხელს აწერს არა პრეტენდენტის ხელმძღვანელი, არამედ მისი წარმომადგენელი, სისტემაში უნდა აიტვირთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს ტერიტორიის დათვალიერება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტენდერის მიმდინარეობის დროსაც, შემსყიდველთან წინასწარი კოორდინაციით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru