Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #41699895)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National assassment and examinations center
Номер конкурса: 41699895
Дата публикации: 10-05-2023
Сумма контракта: 303 467


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230010210
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.05.2023 17:12
Начало приема предложения 26.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.05.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 303`467.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45314300 - Монтаж кабельной инфраструктуры
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`035 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ivane kvitaishvili :: 05.05.2023 17:17
  • Последнее исправление: giorgi ushveridze :: 10.05.2023 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=518604&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 25 საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული და ელექტრო ქსელის ინფრასტრუქტურის მონტაჟი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები

1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 25 საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული და ელექტრო ქსელის ინფრასტრუქტურის მონტაჟი (კომპ. და ელ. ქსელის მილების ტექნიკური შემოწმება, ახლების დამზადება, ტრანსპორტირება ორივე მხარეს, დატვირთვა, ჩამოტვირთვა, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ დემონტაჟი).
2. საგამოცდო ცენტრებში არსებული ქსელის ინვენტარის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართ N2-ში.
3. აუცილებელია სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდეს სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად;
4. აუცილებელია სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებლის წარმომადგენელი დაუკავშირდეს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს და მასთან შეთანხმებით დაგეგმოს სამუშაოების მიმდინარეობა და შეაჯეროს ადმინისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაცია სქემების შესახებ;
5. გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრებში გამოცდების პერიოდში მიმწოდებლის თანამშრომლების ადგილზე ყოფნა საჭირო არ არის;
6. აუცილებელია წარმომადგენლები წარმომადგენლები, დაესწრონ საგამოცდო ცენტრში ტექნიკურ და გენერალურ რეპეტიციებს, პრობლემების წარმოქმნისას აღმოფხვრან ისინი;
7. თანდართულ ფაილში, სვეტებში: "ელ. ყუთი შესაძლო დასამატებელი სექტორებისთვის" და "საგამოცდო მასალები შესაძლო დასამატებელი სექტორებისთვის", მითითებულია იმ სექტორების მასალების რაოდენობა, რომელთა მონტაჟიც სავარაუდოდ გახდება საჭირო. ისინი განთავსდება სპორტულ და სააქტო დარბაზებში, ან ისეთ ოთახებში, რომლებიც გასულ წლებში არ იყო სექტორებად გამოყენებული. ნახაზებზე ეს სივრცე აღნიშნულია ცისფრად.


I ეტაპი:
პირველი ნაწილი - მომზადება:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საწყობში და საგამოცდო ცენტრებში უნდა მოხდეს დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების მილების დახარისხება, დათვლა (ეცნობოს შემსყიდველს ელფოსტის საშუალებით ცენტრებში რაოდენობების შესახებ თანდართული ექსელის ცხრილით), გატესტვა, გადაწყობა, საჭირო რაოდენობის ახლის დამზადება და მიყვანა მუშა კონდიციამდე.
2. უნდა მოხდეს დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების ახალი მილების დამზადება.
3. საკომუტაციო ყუთების (სვიჩი) გატესტვა, საჭიროების შემთხვევაში გადაწყობა და ახლის დამზადება და მიყვანა სამუშაო კონდიციამდე.
4. დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელის მილების და საკომუტაციო ყუთის (სვიჩი) დაკომპლექტება/მომზადება უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ( შეკვრა და ა.შ.)
5. ტრანსპორტირების დაწყებამდე ელფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის
6. უნდა მოხდეს დატვირთვა, ადგილამდე ტრანსპორტირება, ჩამოცლა და ჩაბარება პასუხისმგებელ პირზე.
7. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საწყობში არსებული მასალის გარდა (ქსელის კაბელი, პლასტმასის მილები, გოფრირებული მილები, სამკაპები, ქუროები, ელ.კაბელი, როზეტები (დედალი), ელ.ჩანგლები (მამალი)), სხვა სახარჯი მასალებით პროექტს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მეორე ნაწილი - კომპ. და ელ. ქსელის აწყობა:
1. არსებული სამაგისტრალო ლინკების გატესტვა, რომლებიც დაკავშირებულია ე.წ. სერვერის ოთახიდან საგამოცდო სექტორებთან.
2. თბილისის N175 (ბ ბლოკი); თბილისის N39; თბილისის N207 საგამოცდო სკოლებში ჩატარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რის გამოც გარდა სრული გაყვანილობის რევიზიისა, საჭირო იქნება გარკვეული ნაწილის აღდგენა;
3. ახალ საგამოცდო ცენტრებში, კერძოდ: ქ.ამბროლაურის N1, ქ.ქუთაისის N23 და ქ.ზუგდიდის N3 საჯარო სკოლებში უნდა განხორციელდეს ახალი ელექტრო და კომპიუტერული ქსელის მონტაჟი, კაბელები უნდა ჩაიდოს საკაბელო არხებში;
4. უნდა მოხდეს შემოწმება მიეწოდება თუ არა ელ. ენერგია საგამოცდო სექტორებში.
5. უნდა შემოწმდეს, არის თუ არა საგამოცდო სექტორებში ალტერნატიული კვების წყაროები ელექტრო და კომპიუტერული ქსელებისთვის.
6. იმ შემთხვევაში თუ ქსელის კაბელები და ელექტროობა არ არის მიყვანილი საგამოცდო სექტორებში ან დაზიანებულია, ელექტრო და კომპიუტერული ქსელის კაბელები იქნება ხელახლა გასაყვანი (უნდა შემოწმდეს ადგილზე და უნდა შეუთანხმდეს პასუხისმგებელ პირს)
7. საკომუტაციო ყუთი (სვიჩი) და დროებითი კომპ. და ელ. ქსელის მილები უნდა დამონტაჟდეს მაგიდებზე საგამოცდო სექტორებში (სწორედ დალაგდეს, შეიკრას, დამაგრდეს მაგიდაზე, გაიტესტოს ქსელის კაბელები, შემოწმდეს დენის მიწოდება ელ. როზეტებში, დაერთდეს კომუტატორზე), საკომუტაციო ყუთში აუცილებელია იყოს სათადარიგო კაბელი.
8. საკომუტაციო ყუთების და მაგისტრალური სვიჩების მონტაჟისთვის დამაგრძელებლების საჭიროების წინასწარ შეფასება და მოთხოვნა შემსყიდველის საწყობიდან (და არა საგამოცდო ცენტრში არსებული მარაგიდან).
9. საჭიროებიდან გამომდინარე საგამოცდო ცენტრში უნდა მოხდეს მაგისტრალური სვიჩების მონტაჟი.
10. თბილისის N117 საჯარო სკოლაში სასერვერო ოთახში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, რომელიც უნდა წვდებოდეს სერვერამდე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კაბელი არსებობს ოთახში, უნდა შემოწმდეს და მასზე მოხდეს მარკირება თუ რისი კაბელია ეს, ხოლო თუ არ არის სასერვერო ოთახში მსგავსი ტიპის კაბელი, მისი გაყვანა უნდა მოხდეს სკოლის კომპიუტერული ოთახიდან შესაბამისი მარკირებით.
11. მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულების და გენერალური რეპეტიციის ჩატარების შემდეგ უნდა გადააბაროს ქსელი საგამოცდო ცენტრში მყოფ ადმინისტრატორს და IT მენეჯერებს, რაზედაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი; ასევე ფიზიკურად უნდა მოხდეს მაგისტრალური სვიჩების განლაგების ჩვენება.
12. მიმწოდებელმა ყველა საგამოცდო ცენტრში უნდა დატოვოს ჯეკმეიკერი (ერთი ან ორი, საგამოცდო ცენტრის სიდიდიდან გამომდინარე) და ჯეკების გარკვეული რაოდენობა (ჩააბაროს IT მენეჯერს მიღება-ჩაბარების აქტით და ასევე დაიბრუნოს ჯეკმეიკერი და ჯეკების დარჩენილი (არსებობის შემთხვევაში) ნაწილი.
13. მიმწოდებელმა აღნიშნული პროექტისთვის უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი.


II ეტაპი:
მესამე ნაწილი - დროებითი ქსელის დაშლა და ტრანსპორტირება:
1. საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ საკომუტაციო ყუთი, კომპ. და ელ. ქსელი უნდა დაიშალოს, და მომზადდეს ტრანპორტირებისთვის (ნაწილობრივად დაიშალოს, შეიკრას, დახარისხდეს და გადაითვალოს) ტრანსპორტირების დაწყებამდე ელ.ფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის
2. ტრანსპორტში დაიტვირთოს და პასუხისმგებელ პირთან ერთად განახორციელოს რაოდენობრივად ჩაბარება. გამოგზავნილ მასალას აუცილებლად უნდა ახლდეს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, მასალის ჩამონათვალისა და რაოდენობების მითითებით. შემოწმდეს უკან დაბრუნებული მასალების და აპარატურის რაოდენობა
3. ინვენტარის საგამოცდო ცენტრში დასაწყობების შემთხვევაში (რის შესახებაც ეცნობება მიმწოდებელს დამატებით), დაითვალოს როგორც მანამდე არსებული ასევე მიმწოდებლის ჩატანილი ადგილზე დასატოვებელი ინვენტარის რაოდენობა და ეცნობოს შემსყიდველს ელფოსტის საშუალებით რაოდენობების შესახებ თანდართული ექსელის ცხრილით, რაზედაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი.
4. საწყობში (თბილისი, მინდელის ქ.N9) მოტანის და ჩაბარების მომენტში უნდა შემოწმდეს მოტანილი მასალების და აპარატურის რაოდენობა და ჩაბარდეს პასუხისმგებელ პირს.
5. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
6. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანგარიში თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით.

სკოლის გეგმები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრები), ინფრასრუქტურის ასაწყობად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი და საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია დანართ N2-ში.

2. აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2023 წლის 01 ივლისი (ტექნიკური რეპეტიციის დღე).

3. მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟი განახორციელოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა (გამოცდების დასრულების ზუსტი გრაფიკი საგამოცდო ცენტრების მიხედვით მიმწოდებელს ეცნობება დამატებით). ხოლო ტრანსპორტირება (მისამართზე: ქ.თბილისი, ე.მინდელის ქ.N9-ში) განახორციელოს გამოცდების სრულად დამთავრებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები) მოცემულია დანართ N2-ში.
2. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი ინვენტარის დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს მითითებულ ფართში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ე.მინდელის N9.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოცდების მსვლელობისას გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის/დაზიანების აღმოფხვრა შეტყობინებისთანავე ნებისმიერ საგამოცდო ცენტრში, ვისი ან/და რისი მიზეზითაც არ უნდა იყოს დაზიანება გამოწვეული.

2. მიმწოდებლის ბრალეულობით ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში (დემონტაჟის, ტრანსპორტირების და ნებისმიერ სხვა შემთხვევის დროს), იგი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დაზიანება ან შეცვალოს ახლით საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟის გამოცდილება ბოლო 5 წლის (2018-2022 წ.წ.) განმავლობაში და თითოეულ წელზე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი შესრულებული სამუშაოს დამადსასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარების აქტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

2. პრეტენდენტის მიერ 2018-2022 წლებში ანალოგიური სამუშაოების (კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟი) შესრულების მოცულობა უნდა აღემატებოდეს 400 000 ლარს, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა და მიღება ჩაბარების აქტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი რეგისტრირებული არ არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მაშინ ისინი უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი უნდა ფლობდეს ხარისხის მართვის საერთაშორისო (ISO) სერტიფიკატს და სერტიფიცირების სფეროში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული „სუსტი დენების“ და საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების მიწოდება ინსტალაცია მომსახურება ან პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ ერთი სერტიფიცირებული თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია კომპიუტერული ქსელების მიმართულებით ექსპერტის დონის სერტიფიკატი. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (სანოტარო წესით დამოწმებული).

2. სერტიფიცირებული თანამშრომელის შემთხვევაში პრეტენდენტმა სერტიფიკატთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

8 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 6.1 და 6.2 პუნქტებში მოთხოვნილი პროცენტული რაოდენობები განახევრდება.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი უშვერიძე, 599900262, gushveridze@naec.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• ფასების ცხრილს დანართ N1-ში მოცემული ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და ფასები. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულყოფილად მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დღგ-ს ჩათვლით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

• კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟის გამოცდილების შესახებ, დანართი N3-ის და სატენდერო კითხვარის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

• ხარისხის მართვის საერთაშორისო (ISO) სერტიფიკატი ან პრეტენდენტის თანამშრომლის კომპიუტერული ქსელების მიმართულებით ექსპერტის დონის სერტიფიკატი, 2.7.1. პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (სანოტარო წესით დამოწმებული).

• სერტიფიცირებული თანამშრომელის შემთხვევაში დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.

10.1.2. პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე.

10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს, დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru