ტექნიკური დავალება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 25 საგამოცდო ცენტრში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და
საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა. საგამოცდო ცენტრებში სამუშაოების
დაწყებამდე აუცილებელია როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ინფორმირება, ასევე საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორთან
დაკავშირება.
2. აღნიშნული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ასაწყობად საჭირო აპარატურის
(აღნიშნული აპარატურა ინახება ცენტრში) და გამოსაყენებელი სამონტაჟო
მასალის ჩამონათვალი და ჯამური საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია
დანართ N3-ში და დანართ N1-ში ფასების ცხრილში.
3. საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები იხილეთ დანართ
N3-ში.
4. თბილისის N175 (ბ ბლოკი); თბილისის N39; თბილისის N207 საგამოცდო სკოლებში
ჩატარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რის გამოც არსებული
გაყვანილობისა და გენერატორთან დამაკავშირებელი ზედაპირზე
დასამაგრებელი დენის შტეფსელების ნაწილის აღდგენა იქნება საჭირო,
კაბელები აუცილებლად სრულად უნდა ჩაიდოს საკაბელო არხებში ;
5. ახალ საგამოცდო ცენტრებში, კერძოდ: ქ.ამბროლაურის N1, ქ.ქუთაისის N23 და
ქ.ზუგდიდის N3 საჯარო სკოლებში უნდა განხორციელდეს ახალი ელ.ქსელის
გაყვანა (კაბელები უნდა ჩაიდოს საკაბელო არხებში) და გენერატორთან
დამაკავშირებელი ზედაპირზე დასამაგრებელი დენის შტეფსელების მონტაჟი
შესაბამის სექტორებში;
6. აუცილებელია ვიდეოსათვალთვალო აპარატურის მონტაჟი განხორციელდეს
სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად; ვიდეოთვალის განთავსების
ადგილი სქემებზე აღნიშნულია წითელი ფერით. ვიდეოთვალის ადგილის შეცვლა
დასაშვებია, მხოლოდ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის მიერ
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
7. აპარატურის ტრანსპორტირების დაწყებამდე ელფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა
ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების
და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო
ზედნადებისთვის. უსაფრთხო ტრანსპორტირების, ჩატვირთვა გადმოტვირთვის,
დასაწყობების (შემსყიდველის მიერ მითითებულ ფართში და სართულზე)
ხარჯების გაწევა და მტვირთავი პერსონალით უზრუნველყოფა ხდება
მიმწოდებლის მიერ
8. მიმწოდებელმა უნდა დაიცვას ვიდეოთვალთვალის გზით მოპოვებული
მონაცემების უსაფრთხოება და არ დაუშვას მათზე არაუფლებამოსილი
პირების წვდომა, რაც, მათ შორის, მოიცავს: ვიდეოჩამწერ მოწყობილობებზე
პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით საგამოცდო ცენტრის დაცული
ლოკალური ქსელით უზრუნველყოფას; ცენტრის მიერ განსაზღვრული
ვიდეოოპერატორებისათვის ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ მონაცემებზე
პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით, ადმინისტრატორის სრული
ფუნქციებით,ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერებისა და პაროლების
გაწერას.
9. მიმწოდებელი ვალდებულია თავის უფლებამოსილ თანამშრომელზე, რომელიც
შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამის
საგამოცდო ცენტრში ახორციელებს ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ
მონაცემებთან წვდომას, გაწეროს ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერი და
პაროლი, რომელიც ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ აღნიშნული
თანამშრომლისათვის და მან არ უნდა დაუშვას მითითებული მონაცემების
სხვა პირებისთვის გადაცემა.
10. მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, თითოეული
ვიდეოოპერატორებისათვის გაწერილი ინდივიდუალური მომხმარებლის
იუზერებისა და პაროლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემსყიდველს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 25 საგამოცდო ცენტრში
ვიდეოსათვალთვალო აპარატურის ტექნიკური შემოწმება, მონტაჟი,
საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ დემონტაჟი.
2. ერთმა ვიდეოკამერამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო სექტორის სრულად
დაფარვა. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კონტროლი ყველა ჩამწერზე
კეთდება თუ არა ყველა კამერის ჩანაწერი.
3. მიმწოდებელმა საგამოცდო ცენტრებში უნდა მოახდინოს სისტემების
მონტაჟი შემდეგი კონფიგურაციებით:
• ერთიდან ოთხ კამერამდე 1 ციფრული ჩამწერზე;
• ერთიდან რვა კამერამდე 2 ციფრულ ჩამწერზე;
• დღეში უწყვეტი 12 საათიანი ჩაწერა მინიმუმ 18 კადრი წამში, არანაკლებ 1280/720
გარჩევადობით კამერაზე. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ (19:00
საათიდან დილის 7:00 საათამდე) აპარატურა უნდა ირთვებოდეს და რეაგირებდეს
მხოლოდ მოძრაობაზე.
4. არ უნდა მოხდეს თანხვედრა სხვა რომელიმე აპარატურის ელექტრო ქსელზე.
კერძოდ, ლეპტოპები და კამერები ერთ ელექტრო ხაზზე არ უნდა იყოს
მიერთებული, რომ არ გამოიწვიოს ჩამწერი აპარატურის ხშირი გათიშვა. უნდა
მოხდეს შემოწმება აპარატურის გათიშვის შემთხვევაში არ მოხდეს ჩამწერ
მოწყობლობაზე თარიღის არევა/შეცვლა. ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში
უნდა მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა, რათა ამ მიზეზით არ მოხდეს საგამოცდო
პროცესის ჩაწერის შეწყვეტა.
5. აუცილებელია თითოეულ საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო
აპარატურის მონაცემების მონიტორზე გამოტანა როგორც ვიდეოოპერატორის
სამეთვალყურეო, ასევე საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ოთახებში
განთავსებულ მონიტორებზე;
6. აუცილებელია მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულებისა და შესრულებული
სამუშაოს გადაბარების შემდეგ, საგამოცდო ცენტრის ვიდეოოპერატორს
გაუწიოს ტექნიკური ხასიათის ინსტრუქტაჟი, საჭიროების შემთხვევაში
წერილობითაც;
7. გარკვეულ საგამოცდო სექტორებში საჭიროა ორ-ორი კამერის დამონტაჟება,
ერთმანეთის მოპირდაპირე კედელზე. სექტორების სავარაუდო რაოდენობა
დანართ N2-ში ნაჩვენებია სვეტში: "საუბრის ოთახებისთვის", ხოლო თანდართულ
ნახაზებზე ამ კატეგორიის სექტორებში დატანილია ვიდეოთვალის
შესაბამისი აღნიშვნები და დამატებითი კამერები დანომრილია.
დაზუსტებული ინფორმაცია მიმწოდებელს ეცნობება ადმინისტრატორის მიერ
სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე;
8. დანართ N4-ში სვეტში: "შესაძლო დასამატებელი სექტორები", მითითებულია იმ
სექტორების რაოდენობა, რომელთა მონტაჟიც სავარაუდოდ გახდება საჭირო.
ისინი განთავსდება ისეთ სპორტულ და სააქტო დარბაზებში ან ოთახებში,
რომლებიც გასულ წლებში არ იყო სექტორებად გამოყენებული. ნახაზებზე ეს
სივრცე აღნიშნულია ცისფრად;
9. აუცილებელია მიმწოდებელმა აპარატურის დემონტაჟისას
ადმინისტრატორისგან ჩაიბაროს ჩამწერი მოწყობილობები დასტიკერებული,
რომლებზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის
დასახელება, სექტორის ნომრები და თარიღი. მიმწოდებელი ვალდებულია
ჩამწერი მოწყობილობის სტიკერზე დატანილი ინფორმაცია სრულად
გადაიტანოს შესაბამისი ყუთის სტიკერზე.
10. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კაბელების და აპარატურის
დაუზიანებლად. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი
აპარატურა დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს შემსყიდველის
მიერ მითითებულ სართულზე და სათავსოში, მისამართზე ქ.თბილისი,
ე.მინდელის N9.
11. აპარატურის სრული რაოდენობა ერთი გადაცემით სრულად გადაეცემა
მიმწოდებლის ერთ უფლებამოსილ პირს და მისგანვე მოხდება აპარატურის
უკან დაბრუნება ერთი დაბრუნებით სრულად, რაზედაც შედგება შესაბამისი
დოკუმენტი.
12. აპარატურის ტექნიკური შემოწმება, ტრანსპორტირება, მონტაჟი,
საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა, დემონტაჟი და ყველა სხვა ქმედება
დაკავშირებული აღნიშნულ მომსახურებასთან უნდა მოხდეს მიმწოდებლის
პერსონალით, ძალებითა და ხარჯით.
13. აპარატურის დასამონტაჟებლად გამოყენებული უნდა იქნეს მაღალი
ხარისხის ქსელის კაბელი (UTP CAT5) და დენის კაბელები, ასევე სხვა საჭირო
დამხმარე სამონტაჟო მასალა. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული
მომსახურების და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალის მიხედვით,
გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
14. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში (ხარჯთაღრიცხვა),
თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, ფაქტობრივად გაწეული
მომსახურებისა და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალების
რაოდენობების შესახებ.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. ვიდეოაპარატურის მონტაჟისას დაიცვას მისთვის გადაცემული
ვიდეოთვალთვალისათვის განკუთვნილი მოწყობილობების ფიზიკური
უსაფრთხოება.
2. მის ხელთ არსებული მონაცემის მესამე პირთა მიერ დამუშავების
მოთხოვნის თითოეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს და
მისი დავალების/მითითების გარეშე არ დაუშვას მონაცემებზე მესამე პირთა
წვდომა.
3. მონაცემთა დამუშავებისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
4. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში,
მოთხოვნისთანავე გადასცეს შემსყიდველს მის ხელთ არსებული
მონაცემები.
5. არ დაუშვას ამ ხელშეკრულებისაგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი
მიზნით და ფარგლებში მონაცემთა შემდგომი დამუშავება.
6. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების
გაუქმების/შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება.