Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #41142955)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: "SakPatenti"
Номер конкурса: 41142955
Дата публикации: 25-04-2023
Сумма контракта: 34 989


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230009109
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2023 17:57
Начало приема предложения 05.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2023 16:00
Предполагаемая цена закупки 34`989.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" შენობის სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 349.00 GEL
Размер гарантии 350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona rostomashvili :: 25.04.2023 14:10
  • Последнее исправление: teona rostomashvili :: 25.04.2023 17:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=516791&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" შენობის სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

(1) სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას ტექნიკური დავალებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“, ასევე საორიენტაციოა კონკრეტულ საქონელზე მითითებული ფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

(2) პრეტენდენტი ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ექსელის (MS Excel) ფაილი;

(3) დეტალური ინფორმაციისათვის უნდა იხელმძღვანელოთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადა შეადგენს - ხელშეკრულების დადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეს, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

(1) სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N5;

(2) სამუშაოები უნდა შესრულდეს მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ აუცილებლად არასამუშაო დროსა (მათ შორის ღამის საათები) და დღეებში, შესასრულებელი სამუშაოების ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით;

(3) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.6 guarantee period for the works to be performed

(1) მიმწოდებლის მიერ შესრულებულ ყველა სახის სამუშაოზე და გამოყენებულ მასალაზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს;

(2) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის გათვალისწინებით, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე;

(3) მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის (2) ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(1) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2020-2022 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 500 000.00 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს;

(2) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში - ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის მიხედვით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

(1) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად;

(2) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

(3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

(1) ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ანაზღაურება დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. საავანსო ანგარიშსწორების გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საბანკო/სადაზღვევო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

(2) ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი ვალდებულია, ავანსად გაცემული თანხების დაფარვის მიზნით, მიმწოდებელს დაუკავოს თანხა, მიღებული სამუშაოს ღირებულებიდან ფაქტობრივად გაცემული ავანსის პროცენტული ოდენობის შესაბამისად.

(3) წინასწარ გადახდილი თანხის გათავისუფლება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად აღებული ავანსის პროცენტული ოდენობით, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია;

(4) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;

(5) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მიწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

(2) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა. (მიმწოდებლის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

(3) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის წინასწარ გადახდილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხებს შორის სხვაობას.

(4) დაფინანსების წყარო: 2023 წლის საკუთარი შემოსავლები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა როსტომაშვილი, 598344454, trostomashvili@sakpatenti.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

(1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

(2) ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

(3) პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

(4) დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას;

(5) ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

(6) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

(7) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს;

(8) სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ის გარდა;

(9) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

(10) პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

(11) პრეტენდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოების 5%-იანი საპროცენტო განაკვეთი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru