Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #41142950)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Vake District Gamgeoba
Номер конкурса: 41142950
Дата публикации: 25-04-2023
Сумма контракта: 1 000 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230009114
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2023 18:04
Начало приема предложения 12.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.05.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 1`000`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233142 - Ремонт дорог
Срок подачи სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, წერილობითი დავალებით პროექტებში არსებული გეგმა გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 10 დეკემბრისა.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 10`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela elizbarashvili :: 24.04.2023 14:46
  • Последнее исправление: natela elizbarashvili :: 25.04.2023 18:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=516602&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელება, წინამდებარე დოკუმენტაციაზე თანდართული, პროექტების შესაბამისად, შემდეგ მოთხოვნათა დაცვით:

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1- ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

1.2.1.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, არანაკლებ 2 ცალი საინფორმაციო დაფის (100/80სმ) განთავსება, შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად, სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.
1.2.1.2. მიმწოდებელს, სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.1.3. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.1.4. თუკი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისათვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პარამეტრები შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.1.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას ეხუროთ ჩაფხუტები, ეცვათ სპეციალური გადასაცმელები, ხოლო სპეციალური სამუშაოები შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.
1.2.1.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სამშენებლო მოედანზე სამუშაოები იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მშენებლობის უსაფრთხოება.
1.2.1.7. ჭები, შურფები, ნათხარ გრუნტებში ხალხის შესაძლო მოხვედრის ადგილები დახურული იყოს ხუფებით, ფარებით ან იყოს შემოღობილი. სიბნელის დროს გარე (პერიმეტრული) შემოღობვა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან გამოყენებულ იქნას ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში.
1.2.1.8. ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, სამშენებლო მოედანი, სამუშაო უბანი, გასასვლელები და მისასვლელები სათანადოდ იყოს განათებული.
1.2.1.9. უზრუნველყოს მანქანა–მექანიზმების მუშაობის ზონაში გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.
1.2.1.10. უზრუნველყოს, რომ მიწის სამუშაოების დაწყებამდე დადგინდეს მოქმედი მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროკაბელები, გაზსადენები და სხვა) განლაგების ადგილები.
1.2.1.11. უზრუნველყოს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში მიწის სამუშაოები წარმოებდეს პასუხისმგებელი პირის დასწრებით, ხოლო მოქმედი კაბელის ან გაზსადენის განლაგების ზონაში მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში – ქსელების ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლის მეთვალყურეობით.
1.2.1.12. სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
1.2.1.13. საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.1.14. საკუთარი რესურსებით აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, კერძოდ: შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში, ჩაატაროს გამოსაყენებელი მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებები მათი გამოყენების ვარგისიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების დროს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გამოყენებული მასალების ლაბორატორიული დასკვნები და რეცეპტები, რომელთა ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი ლაბორატორიის შესაბამის სფეროში ლიცენზირების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
1.2.1.15. სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა მექანიზმებისგან, მოწყობილობა-დანადგარებისგან, მასალებისგან და ა.შ.
1.2.1.16. საკუთარი რესურსით უზრუნველყოს შემსყიდველი, კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
1.2.1.17. უზრუნველყოს, რომ მასალები ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.1.18 მიმწოდებელმა უნდა დაასუფთავოს ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ. მათთან მისასვლელი გზები მუშაობის მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები, უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა პროცესში მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, რათა უზრუნვეელყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უსაფრთხო და შეუზრუდავი (გარდა პროექტით გათვალისწინებული აუცილებელი შემთხვევისა) გადაადგილება.
1.2.1.19 დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი რესურსით მოახდინოს დრეკადობის მოდულის შემოწმება (ტკეპნის კოეფიციენტის განსაზღვრა) დეფლექტომეტრის საშუალებით ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექ–ზედამხედველთან ერთად.
1.2.1.20 პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 სამუშაო ბრიგადა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, წერილობითი დავალებით პროექტებში არსებული გეგმა გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 10 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს ეტაპობრივად, შემყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად.

სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, ვაკის რაიონის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 (ორი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2020 წლიდან საგზაო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 500 000(ერთი მილიონ ხუთასი ათასი ლარი 00 თეთრი) ლარის ღირებულების გამოცდილება, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ცხრილის სახით (დანართი N2) და აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარებისაქტ(ებ)ი-ფორმა N2 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება)) ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდნტმა, ზემოთ ხსენებულ ცხრილში უნდა მიუთითოს შესაბამისი SPA/CMR/NAT ნომერი და ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება,მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება)) წარმოდგენა სავალდებულო არაა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში და/ან იჯარით უნდა გააჩნდეს დანართი N3-ის შესაბამისად წარმოდგენილი მინიმალური მატერიალურ– ტექნიკური ბაზა. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ– ტექნიკური ბაზის საკუთრების ან/და იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იჯარის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების დასრულების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის 30 იანვარი.

2.3.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ასფალტის მიმწოდებელთან გაფორმებული, შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტი, (იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს ასფალტის ქარხანა აქვს საკუთრებაში, ქარხნის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომლითაც დადასტურდება, რომ ის შეძლებს ასფალტის მიღებას სულ მცირე 2024 წლის 30 იანვრამდე

2.9 other additional requirements

უსაფრთხოება



ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსათვის საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას. მიმწოდებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა სამშენებლო წესს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის
შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი


მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
სამუშაოების მიმდინარეობისას ობიექტზე მომუშავე ყველა პირი უნდა იყოს შესაბამისი სპეც. ტანსაცმლით (უსაფრთხოების ჟილეტი, ჩაფხუტი, სპეც. ქურთუკი, სპეც. ფეხსაცმელი და ა. შ) აღჭურვილი.


გზების დროებითი და მუდმივი გადაკეტვა და შემოვლითი გზები


სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ცალკეული მაგისტრალების ან სავალი ბილიკების გადაკეტვა ან მათი შემოვლითი გზების გაყვანა მუდმივად ან მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში. მიმწოდებელი ვალდებულია გზების ჩაკეტვის ან შემოვლითი გზების გაყვანის საკითხები შეათანხმოს შემსყიდველთან. ქუჩების ან სავალი ბილიკების გადაკეტვის, გაუქმების ან სხვაგვარი ზემოქმედების შემდეგ, მიმწოდებელმა შემსყიდველთან ერთად უნდა მიიღოს ზომები, რომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ამ ქუჩებით ან სავალი ბილიკებით მოძრაობაზე ზემოქმედება რაც შეიძლება ნაკლები იყოს. იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემოქმედებას ახდენს არსებულ საზოგადოებრივ თუ კერძო გზებთან ან სხვა გზებთან, სადაც საზოგადოებას თუ კერძო პირებს აქვთ ტრანსპორტით მოძრაობის უფლება, მიმწოდებელმა უნდა გაიყვანოს შემოვლითი გზები, იქ, სადაც ეს შესაძლებელია.
მშენებლობის პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვეითად მოსიარულეთა სავალი სათანადო გზები
და ამასთან დაკავშირებით უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები, იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება:
1. ყველა დროებით ტროტუარს და გზის სავალ ნაწილს უნდა ჰქოდეს ერთნაირი ზედაპირი და არ უნდა ჰქონდეს საფეხურები;
2. ყველა დროებითი ქვეითად მოსიარულეთა სავალი და დაქანებული გზა დაფარული უნდა იყოს ისეთი მასალით,
რომელიც არ გამოიწვევს მოცურებას და დაცული უნდა იყოს ტალახის და სამშენებლო ნარჩენებისგან;
3. შენარჩუნებულ უნდა იქნეს მთავარი გზების გასწვრივ ყველა ტროტუარის არსებული სიგანე;
4. გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე არსებული ყველა ნაპრალის თუ დაბრკოლების წინ მთელ სიგრძეზე უნდა მოთავსდეს გამაფრთხილებელი ბარიერი;
5. ქვეითად მოსიარულეთა სავალი ყველა გზა, რომელიც გადატანილი იქნება სავალ ნაწილზე, გამოყოფილ უნდა იქნეს ბარიერებით.


ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება
(მოძრაობის უსაფრთხოების ზომები)


მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის თანხმობით განათავსოს საგზაო ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები და მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები.
მიმწოდებელმა არ უნდა წამოიწყოს ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს სამოქალაქო
საავტომობილო მაგისტრალზე, სანამ სრულად არ ამოქმედდება სამუშაოებით განპირობებული საგზაო უსაფრთხოების ზომები.
მიმწოდებელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს, რომ საგზაო ნიშნები, ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები იყოს სუფთა და ჩანდეს გარკვევით. იგი ვალდებულია დააყენოს, გადაიტანოს, დაფაროს ან აიღოს ისინი სამუშაოს მიმდინარეობის შესაბამისად და შემსყიდველის თანხმობით.


ზრდასრული ხეების დაცვა


სადაც ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხეების ჭრა. უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე ყველა ხეზე უნდა შემცირდეს სათანადო ზომების მიღებით, რომელიც მოიცავს (არა მარტო) შემდეგს:
1. ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო მეთოდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად;

2. ნიადაგის ტკეპნის თავიდან ასაცილებლად ხეებს ფესვთა სისტემის გარშემო სპეციალური ჭილობების დაგებას;
3. ხეების გარშემო სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური დაზიანების საწიანააღმდეგოდ;
4. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები თითოეული ხის სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა.
ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო
ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ხე დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი შემსყიდველის თანხმობით.


სამშენებლო მოედნის დასუფთავება


სამუშაოთა დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა დაასუფთაოს ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან მისასვლელი გზები მუშაობის მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები, უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 დამე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
3 დაფინანსების წყარო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით ვაკის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათელა ელიზბარაშვილი, 577228523, l.kipiani@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება), გარდა EXEL ფორმატის ცხრილისა.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6. ატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

10.1.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

1. ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
2. ინფორმაცია 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასიათასი ლარი და 00 თეთრი)ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ცხრილის სახით (დანართი N2) და აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარებისაქტ(ებ)ი-ფორმა N2 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება)) ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდნტმა, ზემოთ ხსენებულ ცხრილში უნდა მიუთითოს შესაბამისი SPA/CMR/NAT ნომერი და ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru