Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #72536615)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: internally displaced persons, ecomigrants and livelihood agency
Номер конкурса: 72536615
Дата публикации: 26-05-2026
Сумма контракта: 14 626 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010937
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.05.2026 18:07
Начало приема предложения 13.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 18.06.2026 14:30
Предполагаемая цена закупки 14`626`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 550 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. N19 ე-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 03.05.22.707) იძულებით გადაადგილებული 118 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის დასრულების მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა (რედიზაინი) და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 146`260.00 GEL
Размер гарантии 146`260 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome zautashvili :: 30.12.2025 15:43
  • Последнее исправление: salome zautashvili :: 25.05.2026 18:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664213&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. N19 ე-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 03.05.22.707) იძულებით გადაადგილებული 118 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის დასრულების მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა (რედიზაინი) და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად
(მათ შორის ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული და გამსხვილებული მეთოდით).

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს სამშენებლო ობიექტის და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების ეტაპების მიწოდების ვადები

I ეტაპის ხანგრძლივობა - 120 დღე:
1. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელი (კონსულტანტი) წარუდგენს შემსყიდველს და უფლებამოსილ ორგანო(ებ)ს ურთიერთკოორდინაციით შესრულებული დეტალური არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის საბოლოო ვერსიას (გეოლოგიურ კვლევაზე, არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებზე ექსპერტიზის დასკვნებით) შესათანხმებლად და ნებართვ(ებ)ის მოსაპოვებლად. - პროექტის შეთანხმების ვადა - 30 (ოცდაათი) დღე;
- მიმწოდებელი დაუყოვნებლივ გადასცემს შემსყიდველს შეთანხმებულ დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას და სატენდერო მასალების, დაბეჭდილ ალბომებს სამ ეგზემპლარად A3 და A4 ფორმატში ქართულ ენაზე. წარმოდგენილ მასალებს თან უნდა დაერთოს მეხსიერების ბარათებზე ჩატვირთული მათი ელექტრონული ვერსიები (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - lira, AutoCAD/ ArchiCad და PDF ფორმატებში).
II ეტაპის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 400 დღე;
2 . დეტალური პროექტის საბოლოო შეთანხმების შემდეგ სამშენებლო ეტაპის ვადა განისაზღვრება შეთანხმებული სამშენებლო გეგმა-გრაფიკის მიხედვით არაუმეტეს 400 კალენდარული დღით.
III ეტაპის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 30 დღე;
3. მშენებლობის დასრულებისთანავე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ მომზადება, და ექსპლუატაციაში მიღება  მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობა-ნაგებობის საკადასტრო და შიდა აზომვითი ნახაზების მომზადება სარეგისტრაციოდ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
სრული მომსახურეობის ხანგრძლივობის ვადაა -არაუმეტეს 550 დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადოს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი ტექნიკური დავალების (ტექნიკური დავალების თანახმად განსაზღვრული, საპროექტო მომსახურების გაწევის ფორმა და ვადები), ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

2.სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N19 ე-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ: 03.05.22.707) .

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელს დასრულებული მშენებლობის საგარანტიო ვადად განესაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი - სრულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე (გარდა არასწორი ექსპლუატაციისა და განზრახ მიყენებული ფიზიკური დაზიანებისა)
აგრეთვე :
1.1. ძირითადი კონსტრუქციული სისტემაზე – არანაკლებ 50 წელი;
1.2. სახურავზე – არანაკლებ 10 წელი;
1.3. ფანჯარა/ვიტრაჟებზე – არანაკლებ 10 წელი;
1.4. ⁠ელექტროობაზე - არანაკლებ5 წელი
1.5. შენობის შიდა მოპირკეთება და გარე მოპირკეთებაზე – 2 წელი;
1.6. დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;

2. სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N3-ს, რომლის თანახმადაც მოცემულია ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის შესახებ.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 ატვირთული არის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა, საიდანაც პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი ინფორმაციიდან/დოკუმენტაციიდან, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს არანაკლებ 50% უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გაფორმებული 1 (ერთი) ხელშეკრულების შესაბამისად, დასრულებული (ობიექტი უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული) (ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკაშირებით, პრეტენდენტმა შესაბამისი შემსყიდველისაგან უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი) საცხოვრებელი ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები, კერძოდ მიწის, საძირკვლის, რკინა-ბეტონის მოწყობის, გადახურვის, ფასადის, შიდა სარემონტო-მოპირკეთებით სამუშაოები და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა-მონტაჟი, იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობი ≥ 5000 კვ.მ.
დარჩენილთან მიმართებით, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტის შესაბამისად) სადაც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (აღნიშნულ პირობასთან მიმართებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებს შესაძლებელია წარმოადგენდეს მიწის ან/და საძირკვლის, ან/და რკინა-ბეტონის მოწყობის ან/და გადახურვის ან/და ფასადის ან/და შიდა სარემონტო- მოპირკეთებით სამუშაოები და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა-მონტაჟი).

1.1 გამოცდილების არეალი: პრეტენდენეტის მიერ სამშენებლო სამუშაოები შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020 დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს;


3. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად.

3.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N4-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები. ამასთან , პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართ N4 ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან დადასტურებული საბოლოო ფორმა 2 . აგრეთვე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.

3.2 დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

3.2.1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყო სამუშაოების შესრულების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები და სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
ბ) შესასრულებელი სამუშაოების უწყისები (ხარჯთაღრიცხვა) დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა.
გ) წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესაბამისი, შემსყიდველის მხრიდან დადასტურებული საბოლოო ფორმა 2.
შენიშვნა: ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;

ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა სახის და რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
4.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

5. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

6. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
6.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
6.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 6.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა.

2. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით და ნოტარიულად დამოწმებული.

3. ტენდერში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

5. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სხვა მხარის მიერ გაცემული კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, გეგმა-გრაფიკის სახით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი ტექნიკური დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი).

2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 (თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებზე (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი).

4) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია (მათ შორის შემსყიდველის მიერ დადასტურებული საბოლოო ფორმა 2).

5) სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, გეგმა-გრაფიკის სახით.

6) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.

7) წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ არის მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან შესყიდვა ხორციელდება Design-Build მეთოდით, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

2. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

3. ამხნაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

მიმწოდებლის არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20 %-მდე ოდენობით საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ხელშეკრულების პირობების მიხედვით მხარეთა შორის ყოველ კონკრეტულ ჯერზე გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და ფორმა N2-ის საფუძველზე.

ანგარიშსწორება განხორციელდება 2026-2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შემსყიდველისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. გაწეულ საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.


შენიშვნა: ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან, 2.5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 2 წელი) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ შედგენილი აქტის საფუძველზე.
მიწოდებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული თანხის მეორე ნაწილის - 2.5%-ის ანგარიშსწორების მიზნით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, გამოუთხოვადი, უპირობო, შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ნიშნავს მშენებლობის ზედამხედველს („ზედამხედველი“), რომელიც წარმოადგენს ,,შემსყიდველის’’ კონტრაქტორ, კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტებულ პირს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru