სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო - პროექტის "ვიცავ ჩემი ქვეყნის
ბუნებას" - შემაჯამებელი ღონისძიება.
ზოგადი ინფორმაცია:
დაცული ტერიტორიების განვითარება მიიღწევა ადგილობრივი თემების
სწორი ინფორმირებითა და მათი აქტიური ჩართვით დაცული ტერიტორიების
მართვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს ყოველწლიურად მართავს
საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს სამიზნე ჯგუფების
მონაწილეობით, როგორიც არის: ,,ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“, რომლის
ფარგლებში, სააგენტო და მის დაქვემდებარებაში არსებული 25 ტერიტორიული
ადმინისტრაცია, გარემოსდაცვითი თემატიკით ატარებს საინფორმაციო
შეხვედრებს, ლექცია-სემინარებს, ტრენინგებს, კონკურსებს,
ეკოსაგანმანათლებლო თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს, საველე
გასვლებს, ეკოტურებს სტუდენტებისა და სკოლების მოსწავლეებისთვის.
ეკოსაგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი: „ვიცავ ჩემი ქვეყნის
ბუნებას“, ყოველწლიურად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული
პარკების მახლობლად მცხოვრები სკოლების მოსწავლეებისთვის. აღნიშნული
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა
გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაში, მათ შორისაა ეროვნული პარკების
კვირეული, გარემოს დაცვის დღე/კვირეული და სხვა. აღნიშნული პროექტი
რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით,
სკოლის მოსწავლეებთან ტარდება საინფორმაციო შეხვედრები,
ლექცია-სემინარები და ტრენინგები გარემოს დაცვისა და დაცული
ტერიტორიების თემებზე. მეორე ეტაპზე, ტარდება კონკურსი, სადაც,
მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები (ესე; ნახატი,
ფოტო, პოსტერი…) გარემოსდაცვითი მიმართულების კონკრეტულ თემაზე.
მესამე ეტაპზე, მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებები ეწყობა, ბოლო,
მეოთხე ეტაპზე, კი, იმართება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც, პროექტში
გამარჯვებული მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები ჯილდოვდებიან
სერტიფიკატებით და საჩუქრებით.
ღონისძიების კონცეფცია
ღონისძიების თარიღი: ივნისი (სავარაუდოდ 12 – 20 პერიოდში, რომელიმე 1 დღე)
ღონისძიების ადგილი: რომელიმე დაცული ტერიტორია, ბუნებაში, ღია
სივრცეში (სავარაუდო ლოკაციაა თბილისის ეროვნული პარკის საბადურის
მონაკვეთი)
ღონისძიების აღწერა: პროექტის "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას"
შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში გამარჯვებული მოსწავლეები
დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით და საჩუქრებით. მოსწავლეებს
გამარჯვებას მიულოცავენ და დააჯილდოებენ გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს
წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრება დაახლოებით 100 ადამიანი.
ღონისძიების ფარგლებში, ბუნებაში, ღია სივრცეში მოეწყობა შემდეგი
თემატური სივრცეები:
დასაჯილდოებელი სივრცე - ბუნებაში, ღია სივრცეში (ამფითეატრის
ტერიტორიაზე)
ფოტო გალერეა - ბუნებაში, ღია სივრცეში (ვიზიტორთა ცენტრთან, პარკინგის
ან ამფითეატრის ტერიტორიაზე) მოეწყობა ფოტო გალერეა, მოლბერტებზე
განთავსებული მოსწავლეების მიერ შესრულებეული ნახატების ფოტოებით.
შემეცნებითი კუთხე - ბუნებაში, ღია სივრცეში (პარკინგის ან ამფითეატრის
ტერიტორიაზე) მოეწყობა საბავშვო სივრცე, რომელიც გაფორმდება კარვებით,
სამკუთხა გირლიანდებით, ტერიტორიაზე იმოძრავებენ ოჩოფეხები,
კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი. ამავე სივრცეში,
მოწვეული სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდება სხვადასხვა
ეკოსაგანმანათლებლო, შემეცნებით-გასართობი აქტიობები (ვიზიტორთა
სპეციალისტი და რეინჯერები ბავშვებს გააცნობენ თბილისის ეროვნული
პარკს და მის ბიომრავალფეროვნებას, ასწავლიან საკემპინგე ადგილის
შერჩევას, კარვის გაშლას, ცეცხლის დანთების წესს და სხვ.)
საპიკნიკე სივრცე - ბუნებაში, ღია სივრცეში (ფანჩატურებთან) მოეწყობა
სივრცე პუფებით, ხის პადონებით და მცირე პიკნიკი.
ტექნიკური დავალება
აღნიშნული ღონისძიების შესასყიდი საჭიროებებია შემდეგი საქონელი და
მომსახურება:
1) რკინის კონსტრუქციის ფოტო ბანერი - 1 ცალი - ფოტობანერის მაქსიმალური
ზომა: 3 მ. x 5 მ-ზე - ვიზუალი დაბეჭდილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის 440 გრ
სისქის ცხელი ლამინაციის ბანერზე, ზომებით: 5მ X 3 მ-ზე, სასურველია
ეკოსოლვენტის საღებავით, 720 DPI რეზოლუციით. ბანერი გადაჭიმული უნდა იყოს
მილ-კვადრატის კონსტრუქციაზე, რომელიც უნდა იყოს ასაწყობი
(იკეცებოდეს/იშლებოდეს, რომ შესაძლებელი იყოს ტრანსპორტირება და
მრავალჯერადად გამოყენება), შეკრული უნდა იყოს 20X20X2მმ მილ-კვადრატისგან.
ბეჭდვა 4x0. კონსტრუქცია უნდა იდგეს მყარად, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს
მინიმუმ 4 ცალი დასადგამი ფეხი. (ბანერის ფეხები არ უნდა იყოს წინა
მხრიდან გამოკვეთილი - ბანერის ვიზუალი უნდა იწყებოდეს ბანერის
დასადგამი ფეხებიდან , ანუ მიწის ზედაპირიდან) უკანა მხრიდან
კონსტრუქცია უნდა იყოს დაფარული შავი ზურგით და უკანა მხარე არ უნდა
ატარებდეს სინათლეს წინა მხარის გამოსახულებაზე.
2) გახმოვანება - ფონური მუსიკა, სპიჩები, ტრიბუნის მიკროფონი 1 ცალი და
უკაბელო მიკროფონი 2 ცალი.
3) დენის წყარო - გენერატორი - 1 (70 კვტ), საჭიროებიდან გამომდინარე,
შესაბამისი სიმძლავრის, ღონისძიების საჭიროებების სრულად
უზრუნველსაყოფად, განთავსდება ტექნიკურ სივრცეში, მოშორებით, ხმა რომ
არ შემოვიდეს.
4) ბიო ტუალეტები ხელსაბანით - მინიმუმ 3 ერთეული ბიოტუალეტის
(ხელსაბანით) განთავსება და მომსახურება მინიმუმ 1 პერსონალით,
განთავსდება ტექნიკურ სივრცეში, მოშორებით.
5) საბავშვო გასართობი სივრცე და აქტივობები - სამკუთხა გირლიანდები 100
მეტრი; კოსტუმირებული მსახიობები, ოჩოფეხები და მუსიკალური ორკესტრი -
მინიმუმ 10 მსახიობი; გასართობი, შემეცნებითი თამაშები ბავშვებისთვის -
მინიმუმ 3 სხვადასხვა აქტივობა.
6) საპიკნიკე სივრცე (100 ადამიანისთვის) - პადონები მინიმუმ 50 ცალი; პუფები
მინიმუმ 50 ცალი.
7) პიკნიკი ბუნებაში - კვება - პიკნიკის სტილის მენიუ (100 პერსონაზე):
ბუტერბროდები, ჰოთ-დოგები, ბურგერები (მინიმუმ 3 სხვადასხვა სახეობის),
ტკბილეული - მშრალი ნამცხვარი (2 სახეობის), ჩურჩხელა, ადგილზე შეიწვება
მწვადი, წყალი, წვენი, ცხელი სასმელები - შოკოლადი, ჩაი, ყავა.
8) ტორტი 100 ნაჭრიანი - მარცეპანის ტორტი წარწერით და ლოგოებით, ტორტის
დასადები სპეციალური გორგოლაჭებიანი მაგიდა და ტორტის დასაჭრელი 3
ცალი დანა.
9) ფოტოები - მაქსიმუმ 50 ცალი, მოლბერტზე დასადებად. ფოტოს ზომა მაქსიმუმ: A1,
Landscape, მასალა: მინიმუმ 5 მმ-იანი პევეხაზე გადაკრული სტიკერი, ბეჭდვა:
ცალმხრივი ბეჭდვა, სრულფეროვანი, UV ტექნოლოგიით.
10) სერთიფიკატი ჩარჩოთი - 200 ცალი ჩარჩოიანი (შუშით) სერთიფიკატის
დამზადება, ზომა: A4, ბეჭდვა: სრულფეროვანი, 4x4 ჩარჩო: შავი ან მუქი
ყავისფერი ხის ეფექტით (ფერი და დიზაინი დამკვეთთან შეთანხმებით).
11) წიგნები - 200 ცალი - ფერადი წიგნი გასაფერადებლით საქართველოს დაცული
ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესახებ (საბეჭდი ფაილის
მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი)
12) ჩანთები - 200 ცალი - ჩანთა ნაჭრის, მხარზე გადასაკიდებელი 2 იმავე ნაჭრის
საკიდით, მწვანე ფერის (ან შემსყიდველთან შეთანხმებით), ბრენდირებული,
ზომა: დაახლოებით 45სმ(სიგანე)*55სმ(სიმაღლე), წინა მხარეს კეთდება წარწერა,
წარწერა: ქართულ-ინგლისურ ენაზე, და ლოგოები, ბეჭდვა: შოლკოგრაფიით.
13) მაისურები - 200 ცალი - მოკლემკლავიანი მაისური მრგვალი გულით, მწვანე
ფერის (ან შემსყიდველთან შეთანხმებით); ქსოვილი-ბამბა არანაკლებ 80%.
ქსოვილი უნდა იყოს შეღებილი მზის ზემოქმედების მიმართ მდგრადი
საღებავით, რათა მაისური არ გახუნდეს. წინა მხარეს უნდა ჰქონდეს ლოგო
ზომით მაქსიმუმ 10სმ*10სმ, ბეჭდვა: "შოლკოგრაფიით", ზურგზე ლოგო და/ან
წარწერა, წარწერა: ქართულ-ინგლისურ ენაზე, ზომით დაახლოებით 20სმ*10სმ;
მაისურს მარჯვენა მკლავზე შესაძლოა ქონდეს ლოგო, ზომით 7X5; ბეჭდვა უნდა
განხორციელდეს თერმული ტრანსფერის მეთოდით - ლაზერული ან/და
სოლვენტური საღებავის გამოყენებით ლოგოზე არსებული ფერების სრული
დაცვით.
14) სცენაზე დასადგმელი ტრიბუნა - სააგენტოს კუთვნილი ტრიბუნა
(მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრიბუნის ტრანსპორტირება
სააგენტოდან ღონისძიების ლოკაციაზე და უკან დაბრუნება სააგენტოში ან
წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე
15) საკემპინგე სკამები -10 ცალი (მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
საკემპინგე სკამების ტრანსპორტირება სააგენტოდან ღონისძიების
ლოკაციაზე და უკან დაბრუნება სააგენტოში ან წინასწარ შეთანხმებულ
ლოკაციაზე).
ზოგადი მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ
ღონისძიების ეფექტურად განსახორციელებლად, საჭიროა:
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების - "ვიცავ ჩემი ქვეყნის
ბუნებას" შინაარსობრივი კონცეფციის, ღონისძიების დეტალური სცენარის
მომზადება და წერილობითი სახით წარმოდგენა შემსყიდველთან
შეთანხმების მიზნით.
მომწოდებლის მიერ ღონისძიების დაგეგმვა, მომზადება და ორგანიზება
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და დაგეგმვისა და
განვითარების დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობით, კომუნიკაციით
და ყველა კომპონენტის წინასწარ შეთანხმებით.
საჭიროებებისა და მომსახურებების შესყიდვა-მოწყობა, ტრანსპორტირება
ღონისძიების ლოკაციაზე და უკან ტრანსპორტირება სააგენტოში ან
წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე, სრულად უნდა უზრუნველყოს
მომწოდებელმა.
შენიშვნა:
მომწოდებლის მიერ შესასყიდი-მოსაწყობი ყველა საჭიროების დიზაინს,
ფოტო-ვიდეო მასალას, პრეზენტაციას, საბეჭდ ფაილებს მომწოდებელს
მიაწოდებს შემსყიდველი.
ღონისძიებების თარიღი, დრო და ლოკაცია (საქართველოს მასშტაბით)
შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ, შემსყიდველი ვალდებულია, ღონისძიების
ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსრულებელს 5-7 კალენდარული დღით
ადრე შეატყობინოს ღონისძიების ჩატარების კონკრეტული ლოკაცია, თარიღი
და დრო; ასევე, შემსყიდველი ვალდებულია ღონისძიების თარიღის ცვლილების
ან/და გაუქმების შემთხვევაში შეატყობინოს შემსრულებელს მინიმუმ 7
კალენდარული დღით ადრე.