Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #72451213)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 72451213
Дата публикации: 20-05-2026
Сумма контракта: 43 356


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010483
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.05.2026 18:43
Начало приема предложения 29.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.06.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 43`356.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45312100 - Монтажные работы по установке систем пожарной сигнализации
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 434 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eliso kharaishvili :: 13.01.2026 10:51
  • Последнее исправление: eliso kharaishvili :: 19.05.2026 18:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666040&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების: ხაშურის რეგიონული არქივი, მისამართი: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N6; ზესტაფონის რეგიონული არქივი, მისამართი: ქ. ზესტაფონი, თამარ მეფის ქ. N31 და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივი, მისამართი: ქ. დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ. №80 შენობებში სახანძრო დეტექციის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
1. უკაბელო ცენტრალური პანელი – 3 ცალი
• ფერი: თეთრი ან ღია ნაცრისფერი
• კავშირის არხები: არანაკლებ 3 (მათ შორის Ethernet და არანაკლებ 2 სლოტი SIM ბარათისთვის),
• თავსებადი საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებთან
• ცენტრალთან კავშირის სტატუსის ინდიკაციის არსებობა
• გაფრთხილების მიწოდების საშუალებები: push-შეტყობინება და/ან SMS და/ან სატელეფონო ზარი
• დაცვის კომპანიის მონიტორინგის პულტთან მიერთების შესაძლებლობა
• სისტემის დისტანციური კონფიგურაციისა და მართვის შესაძლებლობა
• სისტემაში მიერთებული მოწყობილობების რაოდენობა: არანაკლებ 80 ერთეული
• რადიოსიგნალის მოქმედების მანძილი: არანაკლებ არანაკლებ 1000 მ -დან - 1500 მ - მდე ღია სივრცეში (ბარიერებისა და ჩარევების გარეშე)
• რადიოკომუნიკაცია: ორმხრივი, დაშიფრული და ავტორიზებული
• დაცვის ზონების რაოდენობა: არანაკლებ 5
• სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა: არანაკლებ 40
• მომხმარებელთა წვდომის უფლებების კონფიგურაციის შესაძლებლობა
• რადიოსიგნალის რეტრანსლატორების მიერთების შესაძლებლობა: არანაკლებ 3 ერთეული
• ფოტოდადასტურების ფუნქციის მქონე მოწყობილობებთან მუშაობის შესაძლებლობა
• დაცვის გრაფიკის (arming/disarming schedule) შექმნის ფუნქციის მხარდაჭერა
• ვიდეოთვალთვალის სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა (API ან სხვა სტანდარტული მექანიზმით)
• სიგნალის ჩახშობის (jamming) აღმოჩენისა და შეტყობინების ფუნქცია
• ტამპერის არსებობა
• კვება: 220V
• ელექტრომომარაგების გათიშვისას ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა
• სამუშაო ტემპერატურა: არანაკლებ -10°C-დან +40°C-მდე
• ექსპლუატაცია: არანაკლებ 75% ფარდობითი ტენიანობის პირობებში
• მონტაჟის ინსტრუქციის არსებობა
2. სიგნალის რეპიტერი – 3 ცალი
• ფერი: თეთრი ან ღია ნაცრისფერი
• მიერთების ტიპი: უსადენო
• რადიოსიგნალის მოქმედების მანძილი: არანაკლებ 1000 მ -დან - 1500 მ - მდე ღია სივრცეში
• რადიოკომუნიკაცია: ორმხრივი, დაშიფრული
• ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა ცენტრალურ პანელთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში
• კვება: 220V
• ტამპერის არსებობა
• სამუშაო ტემპერატურა: -10°C-დან +40°C-მდე
• ექსპლუატაცია: არანაკლებ 75% ფარდობითი ტენიანობა
• მონტაჟის ინსტრუქციის არსებობა
3. ტემპერატურისა და კვამლის დეტექტორი – 78 ცალი
• ფერი: თეთრი ან ღია ნაცრისფერი
• მიერთების ტიპი: უსადენო
• სენსორის ტიპი: კვამლის (ფოტოელექტრული ან ეკვივალენტური) და ტემპერატურის
· ჩაშენებული სირენის არსებობა (რომელიც ლოკალური ხანძრის დროს უზრუნველყოფს ხმოვანი სიგნალის გამოცემას)
• ხანძრის შემთხვევაში შეტყობინების გავრცელების შესაძლებლობა ცენტრალურ სისტემაზე (ობიექტის მასშტაბით)
• სტატუსის შემოწმება ლოკალურად და დისტანციურად
• რეზერვული კვების წყაროს არსებობა (რეზერვული ელემენტი არსებობა)
• რადიოსიგნალის მანძილი: არანაკლებ 800 მ ღია სივრცეში (უსაფრთხოების სისტემის ცენტრალური მოწყობილობიდან ღია სივრცეში (ბარიერებისა და ჩარევების გარეშე))
• ორმხრივი, დაშიფრული (დაცული) კომუნიკაცია
• ტამპერის არსებობა (კორპუსის გახსნისა და მოწყობილობის მოხსნის საწინააღმდეგოდ)
• სამუშაო ტემპერატურა: არანაკლებ 0°C-დან +50°C-მდე
• ექსპლუატაცია: არანაკლებ 80% ფარდობითი ტენიანობა
• მონტაჟის ინსტრუქცია
4. საგანგაშო ღილაკი – 21 ცალი
• ფერი: წითელი
• მიერთების ტიპი: უსადენო
• ტამპერის არსებობა (კორპუსის გახსნისა და მოწყობილობის მოხსნის საწინააღმდეგოდ)
• შემთხვევითი დაჭერისგან დაცვის მექანიზმი (თავსახურის არსებობა)
• მდგომარეობის ვიზუალური ინდიკაცია ((ლედ/ნათურა არსებობა)
• რადიოსიგნალის მანძილი: არანაკლებ 800 მ ღია სივრცეში (უსაფრთხოების სისტემის ცენტრალური მოწყობილობიდან ღია სივრცეში (ბარიერებისა და ჩარევების გარეშე))
• ორმხრივი, დაშიფრული (დაცული) კომუნიკაცია
• სამუშაო ტემპერატურა: 0°C-დან +50°C-მდე
• ექსპლუატაცია: არანაკლებ 75% ფარდობითი ტენიანობა
• მონტაჟის ინსტრუქცია
5. უსადენო რელე / ავტომატიზაციის მოდული – 3 ცალი
• სისტემასთან მიერთების ტიპი: უსადენო
• რადიოსიგნალის მანძილი: არანაკლებ 500 მ ღია სივრცეში (ცენტრალური მოწყობილობიდან ღია სივრცეში (ბარიერებისა და ჩარევების გარეშე))
• ორმხრივი, დაშიფრული (დაცული) კომუნიკაცია
• გადახურებისგან დაცვის მექანიზმი
• გამოსატანი კონტაქტის ტიპი: მშრალი კონტაქტი
• გამოსატანი კონტაქტის დისტანციური მართვის შესაძლებლობა
• სამუშაო ტემპერატურა: 0°C-დან +60°C-მდე
• ექსპლუატაცია: არანაკლებ 75% ფარდობითი ტენიანობა
• მონტაჟის ინსტრუქცია
6. გარე სირენა – 18 ცალი
• ფერი: თეთრი ან ღია ფერის
• მიერთების ტიპი: უსადენო
• სიგნალი: ხმოვანი და შუქოვანი (კომბინირებული)
• რადიოსიგნალის მანძილი: არანაკლებ 800 მ ღია სივრცეში (ცენტრალური მოწყობილობიდან ღია სივრცეში (ბარიერებისა და ჩარევების გარეშე))
• ხმოვანი სიგნალის (განგაშის) სიმძლავრე 1 მეტრის მანძილზე: არანაკლებ 85 დბ
• ტამპერის არსებობა
• კვება: ელემენტი
• დაცვის კლასი: არანაკლებ IP54
7. პლანშეტი – 3 ცალი
· ეკრანის დიაგონალი: არანაკლებ 10 ინჩი
· ეკრანის გარჩევადობა: არანაკლებ 1200 x 1920 პიქსელი
· ოპერაციული სისტემა: არანაკლებ Android 13
· პროცესორი: არანაკლებ 6 ბირთვიანი, თითო ბირთვზე არანაკლებ 2.0 GHz
· შიდა მეხსიერება (Storage): არანაკლებ 16 GB
· ოპერატიული მეხსიერება (RAM): არანაკლებ 2 GB
· მთავარი კამერა: არანაკლებ 8 მეგაპიქსელი
· დინამიკები: არანაკლებ 4 ცალი სტერეოდინამიკი
· Wi-Fi მხარდაჭერა: არანაკლებ 802.11b/g/n @2.4GHz
· ბლუთუზის მხარდაჭერა: არანაკლებ Bluetooth 5.0
· GPS მოდულის არსებობა
· უსაფრთხოების ფუნქცია: ეკრანის ბლოკირება PIN/Pattern/Face Unlock
· დატენვის პორტი: USB Type-C
· აკუმულატორი: არანაკლებ 7000 mAh, Li-Po ტიპის

8. 4G Wireless როუტერი – 3 ცალი
· უნდა გააჩნდეს 4G LTE სიგნალის მიღება SIM ბარათით და თავსებადი უნდა იყოს საქართველოს ბაზარზე არსებულ მობილურ ოპერატორებთან.
· ანტენა: არანაკლებ 2 ცალი 4G/3G და არანაკლებ 2 ცალი Wi-Fi
· 4G სიჩქარე: ჩამოტვირთვა არანაკლებ 150 Mbps, ატვირთვა 50 Mbps
· უნდა ქონდეს Wireless სტანდარტი არანაკლებ 802.11b/g/n @2.4GHz
· Wireless გადაცემა არანაკლებ 200 Mbps 2.4 GHz სიხშირეზე
· უნდა ქონდეს მხარდაჭერა: 2*2 MIMO
· ქსელური ინტერფეისი: არანაკლებ 2 ცალი RJ‑45 პორტი, 10/100 Mbps auto‑negotiation (LAN)
· სისტემის მართვა Web UI–დან და firmware‑ის განახლება
· უნდა გააჩნდეს Reset ღილაკი
· ლედ ინდიკატორები ინტერნეტ, Wi‑Fi, LAN და სიგნალის სტრუქტურისთვის
· კოპლექტში უნდა მოყვებოდეს კვების ბლოკი.

9. სახარჯი მასალა
მეტალის ყუთი 3 ცალი:
· ზომები: არანაკლებ 25სმ X 25სმ X 7სმ ზომებით და არაუმეტეს 35სმ X 35სმ X 15სმ
· მასალა: მეტალი, კოროზიისგან დამცავი საფარით
· ინსტალაციის ტიპი: კედელზე სამაგრი
· კორპუსზე უნდა იყოს საკაბელო შესასვლელები

კვების ბლოკი 3 ცალი:
· არანაკლებ: 6A / 12VDC to 13.8VDC გამომავალი კვება

აკუმულატორი 3 ცალი:
· არანაკლებ 12V 7Ah

დენის კაბელი 60 მეტრი:
· სპილენძის, არანაკლებ 2x1.5 მმ² კვეთის.

საკაბელო არხი 60 მეტრი:
· ფერი: თეთრი
· ზომები: 25x16
დამატებითი პირობები

· სისტემური თავსებადობა: უსაფრთხოების სისტემის ყველა ძირითადი კომპონენტი (პანელი, გამაძლიერებელი, სენსორები, სირენა, რელე, ღილაკი და სხვ.) უნდა იყოს ერთმანეთთან სრულად თავსებადი და უზრუნველყოფდეს ერთიან ფუნქციონირებას (სასურველია იყოს ერთი მწარმოებლის).
· კავშირის უსაფრთხოება: მოწყობილობებს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს დაშიფრული, დაცული და ავტორიზებული; დასაშვებია როგორც მწარმოებლის საკუთრების (Proprietary), ასევე საერთაშორისო ან ინდუსტრიული სტანდარტის პროტოკოლების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის კიბერუსაფრთხოებას.
· მონაცემთა დადასტურება: შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების დადასტურება შესაძლებელია მწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდით, კატალოგით ან მწარმოებლის/ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტაციით (ტექნიკური პასპორტი, წერილი ან სხვა).
· საგარანტიო პერიოდი: შემოთავაზებულ მოწყობილობებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს ექსპლუატაციაში მიღების დღიდან.
· საგარანტიო მხარდაჭერა: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დასტური (მწარმოებლის წერილი ან ავტორიზებული პარტნიორობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან პრეტენდენტის ოფიციალური გარანტია), რომელიც ადასტურებს, რომ მოცემულ ტენდერში შემოთავაზებულ საქონელზე უზრუნველყოფილი იქნება ტექნიკური მხარდაჭერა და საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.
· ტექნიკური მინიმუმი: ყველა მითითებული პარამეტრი წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნას (გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც მითითებულია მაქსიმალური ზღვარი). დასაშვებია უკეთესი პარამეტრების მქონე მოწყობილობების შემოთავაზება.
· ღირებულება: ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (დღგ-ს გადამხდელთათვის – დღგ-ს ჩათვლით) და უნდა მოიცავდეს საქონლის ღირებულებას, ტრანსპორტირებას, მონტაჟს, სისტემურ გამართვასა და პერსონალის ინსტრუქტაჟს.

1.2.2. სამუშაოები უნდა შესრულდეს თანდართული საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. იხილეთ 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საპროექტო დოკუმენტაცია 1.2 პუნქტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ეტაპობრივად, ჯამში 60 (სამოცი) სამუშაო დღის ვადაში (მათ შორის, 30 სამუშაო დღე გათვალისწინებულია საექსპერტო დასკვნების მომზადება/წარდგენისთვის), შემდეგი განრიგის მიხედვით:

ეტაპი - 1 - ზესტაფონის რეგიონული არქივის შენობაში სამუშაოების შესრულების ვადა (საექსპერტო შემოწმების პერიოდის გარეშე): ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე;

ეტაპი - 2 - ხაშურის რეგიონული არქივის შენობაში სამუშაოების შესრულების ვადა (საექსპერტო შემოწმების პერიოდის გარეშე): პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე (ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღე);

ეტაპი - 3 - მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივის შენობაში სამუშაოების შესრულების ვადა (საექსპერტო შემოწმების პერიოდის გარეშე): მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე (ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 30 სამუშაო დღე).

1.4.2 შესრულებული სამუშაოების საექსპერტო შემოწმების (ექსპერტიზის) განხორციელება და შესაბამისი დასკვნების შემსყიდველისთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში (ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან საერთო ჯამში არაუმეტეს 60 სამუშაო დღისა).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ადგილია:

- ზესტაფონის რეგიონული არქივის შენობა; მისამართი: ქ. ზესტაფონი, თამარ მეფის ქ. N31;

- ხაშურის რეგიონული არქივის შენობა, მისამართი: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N6;

- მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივის შენობა, მისამართი: ქ. დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ. №80.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შესრულებულ სამუშაოებზე და მასალა/მოწყობილობებზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელს.

1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენისას, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი დეფექტი შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში. ამის გაკეთება მან საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე უნდა უზრუნველყოს.

1.6.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს ტექნიკური დავალების 1.6.2. პუნქტში მითითებულ ვალდებულებას, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 1 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად დასრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სახანძრო დეტექციის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები.
2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულება და მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2-ები ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ჯეროვანი შესრულება.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სისტემის მიერ მინიჭებული შესაბამისი ნომერი (SPA/CMR/NAT/GEO). სისტემაში ატვირთული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ჯეროვანი შესრულება.
2.2.1.4. მოთხოვნილ გამოცდილებაში ჩაითვლება: ადმინისტრაციული ან/და საოფისე ან/და საგანმანათლებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობის სახანძრო დეტექციის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები.
2.2.1.5. დამატებითი პირობა: იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია, წინადადების დაზუსტების მიზნით, მოითხოვოს პრეტენდენტისაგან ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი (მაგალითად: ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსია, ფორმა N2 ან სხვა), რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მისი უფლებამოსილი პირის მიერ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი ინჟინერ-ტექნიკოსი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია სახანძრო დეტექციის სისტემების მონტაჟის, მომსახურებისა და ინსპექტირების სფეროში.
2.4.1.2. საჭირო დოკუმენტაცია: აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
• შემოთავაზებული სისტემების მწარმოებლის ან ავტორიზებული სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატის ასლი (ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის კომპეტენციას აღნიშნული სისტემების ინსტალაცია/მომსახურებაზე).
• თუ სერტიფიკატი უცხო ენაზეა, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული ქართული თარგმანი.
• ინფორმაცია/ცნობა პერსონალის შესახებ, სადაც მითითებული იქნება მისი სახელი, გვარი და პოზიცია.
• ამ პერსონალის თანხმობა, რომ ის მზად არის მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს მოცემული ტენდერის ფარგლებში (ან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება/ბრძანება).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა შესრულდეს საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ სფეროში საქართველოში მოქმედ ყველა ნორმასა და შესაბამის სტანდარტს.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართების სახით თან ერთვიან მას.
2.9.2. ხარჯთაღრიცხვებში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.
2.9.3. ხარჯთაღრიცხვის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა) რედაქტირება დაუშვებელია.
2.9.4. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel ფორმატში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2.9.5. ფარული სამუშაოების წარმოებისას პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნას შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი პირთან ერთად.
2.9.6. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ -ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშით (საექსპერტო დასკვნა). პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) ღირებულების ანაზღაურება.
2.9.7. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფორმა N2) ერთდროულად (ერთი კალენდარული დღე) წარუდგინოს შემსყიდველს და სსიპ-ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებულ საექსპერტო ორგანიზაციას, რაზედაც შესაბამისი დოკუმენტი ცნობისთვის უნდა წარუდგინოს შემსყიდველს იმავე დღეს.
2.9.8. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამონტაჟო სამუსაოები და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა, როგორც სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ასევე, დასრულების შემდეგ;
2.9.9 . პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
2.9.10. პრეტენდენტმა(შემდგომში მიმწოდებლი) სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს სამონტაჟო სამუშაოების რეალური საჭიროებები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.
2.9.11. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
2.9.12. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
2.9.13. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეტენდენტს (შემდგომში მიმწოდებლი).
2.9.14. შესრულებული სამუშაოს ყოველი ნაწილის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
2.9.15. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება, შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს გარკვეული სამუშაობის არასამუშაო საათებსა და დღეებში განხორციელება. სამუშაოები აწარმოოს შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით.
2.9.16. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია იზრუნოს სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე, აგრეთვე შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
2.9.17. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია მითითებულ მოთხოვნებს. ასევე, აღნიშნული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან და შესაბამისი შეთანხმება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისევე მის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ წარმოდგენილი მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვისა და შემსყიდველთან შეთანხმებულ ხარისხსა და მოთხოვნებს, პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული მასალა, მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.
2.9.18. ობიექტზე, სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და ქარხნული წარმოების, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. ამასთან, მიმწოდებელი სამუშოების დაწყებამდე მასალებსა და მოწყობილობებს ათანხმებს შემსყიდველთან.
2.9.19. პრეტენდენტმა (შემდგომში მიმწოდებლი) უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში, პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
2.9.20. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი’’ ან ,,ეკვივალენტური.
2.9.21. ხარჯთაღრიცხვაში უნდა შეივსოს შესაბამისი ერთეულის ფასის ყველა უჯრა. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი, მომსახურება და სამუშაო მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის ( „-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
2.9.22. სატენდერო წი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru