Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #72451211)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: RUSTAVI CITY MUNICIPALITY
Номер конкурса: 72451211
Дата публикации: 20-05-2026
Сумма контракта: 2 666 979


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010485
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.05.2026 18:46
Начало приема предложения 04.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 09.06.2026 13:30
Предполагаемая цена закупки 2`666`979.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეტაპობრივად 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
Дополнительная информация
ქალაქ რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების რეაბილიტაცია (I ეტაპი)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 26`670.00 GEL
Размер гарантии 26`670 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela ghubianuri :: 23.04.2026 14:32
  • Последнее исправление: lela ghubianuri :: 19.05.2026 18:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=683908&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების რეაბილიტაცია (I ეტაპი)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მისი „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“.

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენისას ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს განფასებული ხარჯთაღრიცხვის დანართი #2

შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია განსაფასებელი ერთეულის უჯრები, რომლის მიხედვითაც უნდა განფასდეს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეტაპობრივად 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. (სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან (შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის ჩაბარებიდან) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში, რომელსაც შემსყიდველი დამატებით წერილობით აცნობებს მიმწოდებელს). (მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე სამუშაოთა წარმოება)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით (მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანების, 2012 წლის 11 აპრილის #1-1/970 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებისა და 2014 წლის 14 იანვრის #51 დადგენილების შესაბამისად), საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. რუსთავი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ასევე თუ ხელშეკრულების 2 (ორი) წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მხრიდან საგარანტიო ვადით - 2 (ორი) წლით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების 2 (ორი) წლიან ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2018 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება საქართველოში ან/და იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, კერძოდ:

1.1. პრეტენდენტს ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ჯამური ღირებულებებით არანაკლებ 8 000 937.00 (რვამილიონ ცხრაასოცდაჩვიდმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარი.

1.2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

1.2.1. იმ შეთხვევაში, თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში, 1.2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი.

2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: ლიფტების აღდგენა-შეკეთების ან/და მოდერნიზაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და ახლის მონტაჟის სამუშაოები.

3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად მოითხოვება შემდეგი:

3.1. 1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილ უნდა იქნას ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები საანგარიშო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე.

3.2. 1.2. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, სავალდებულოა, წარმოდგენილ იქნას მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ფორმა N2-ები, მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები საანგარიშო პერიოდში დასრულებულ სამუშაოებზე, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება.

3.3. იმ შემთხვევაში, თუ 1.1 და 1.2. პუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ (პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს), სავალდებულოა, პრეტენდენტმა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის წევრებმა ცალ-ცალკე და შესაბამისად, გამოცდილებაში ჩათვლილ იქნება უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

3.4. იმ შემთხვევაში, თუ 1.1. და 1.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაო შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ან/და 3.1. და 3.2. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, ორივე შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტის - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ფორმა N2-ის, ან/და სხვა ანალოგიური ტიპის დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

3.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა (აღნიშნული ვრცელდება პირველი პუნქტით გამოცდილებაზე სრულად).

4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყოს/იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს მასზე გადასაცემი სამუშაოების ანალოგიური ტიპისა და ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით, ქვეკონტრაქტის ასლი, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა #2);
5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%.
6. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.
7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

ტექნიკური მოთხოვნები
• მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. (სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან (შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის ჩაბარებიდან) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში. (მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე სამუშაოთა წარმოება).
• სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.
• სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები.
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) წარმოდგენა.
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერტიფიკატი“ (ინსპექტირების სერტიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას, ინსპექტირების სერტიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც ინსპექტირების პერიოდში უნდა ჰქონდეს, მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა.
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს საქონლის მწარმოებლის სერტიფიკატები - directive 2014/30/EU lifts; 2014/33/EU lifts.(ლიფტის უსაფრთხოების კვანძები უნდა შეესაბამებოდეს directive 2014/30/EU lifts; 2014/33/EU lifts).
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოყენებული მასალების/მოწყობილობების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში თან უნდა ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
• ცალკეული მისამართების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მიღება მოხდება შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის, აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი აკრედიტებული ინპექტირების ანგარიშების საფუძველზე, აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერტიფიკატი“-ს (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას, ინსპექტირების სერტიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც ინსპექტირების პერიოდში უნდა ჰქონდეს, მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების შესაბამისი შემაჯამებელი ინპექტირების ანაგრიშის შესაბამისად, აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის ინსპექტირების სერტიფიკატის (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინსპექტირების სერთიფიკატის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

დამატებითი მოთხოვნები
• სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
• მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე თითოეულ სადარბაზოსთან უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით); ასევე, თითოეული ლიფტის კაბინაში უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა (ქართულ და ინგლისურ ენაზე), ლიფტის სწორად ექსპლუატაციის შესახებ. ასევე, ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ლიფტში ჩარჩენის შემთხვევაში.
• შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:
1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველთან“ შეათანხმოს მასალების იერსახე;
2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანია. (შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი);
4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #4-ის შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოად

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru