Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #72138670)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ilia State University
Номер конкурса: 72138670
Дата публикации: 02-05-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260009039
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.05.2026 20:22
Начало приема предложения 09.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.05.2026 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 363.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 80`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55510000 - Столовая
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა
Дополнительная информация
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ დავალებაში
Количество и объём закупок შესყოდვის რაოდენობა და მოცულობა იხილეთ ტექნიკურ დავალებაში
Шаг снижения цены 1.50 GEL
Размер гарантии 800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tengiz kupatadze :: 27.04.2026 15:20
  • Последнее исправление: teimuraz maghradze :: 01.05.2026 20:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=684367&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კვებითი მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის „სამეცნიერო კვლევითი ბაზის“ (მის: სტეფანწმინდის ქ.N 14) საჭიროებებისთვის კვების მომსახურების შესყიდვა.

მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

1. კერძების, ულუფების მასის და რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში - გასაწევი მომსახურები ფასების ცხრილი (პრეისკურანტი).
2. ერთი პერსონისთვის განკუთვნილია ერთი ერთეული საუზმე, სადილი, ვახშამი, ყავის შესვენება და ლანჩ-ბოქსი. ერთი დღე კვებით მომსახურება გულისხმობს არანაკლებ 10 (ათი) და არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) პერსონის მომსახურებას.
3. მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და გამაგრილებელი სასმელები უნდა იყოს შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული.
4. თითოეული ულუფის მასა/მოცულობა, არ უნდა იყოს ნაკლები გასაწევი მომსახურები ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) მითითებული მონაცემებისა.
5. კვების მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს დამხმარე პროდუქტებს, როგორებიცაა: მარილი, პილპილი, საწებელი და სხვა.
6. საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
7. საკვები პროდუქტები/კერძები უნდა იყოს ახალი და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას.
8. დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული, ვადაგასული და შესაბამისად გემოდაკარგული, საკვებად გამოუსადეგარი პროდუქტების/საკვების მიწოდება.
9. დაუშვებელია მიწოდებული, დარჩენილი საკვების მიმწოდებლის მიერ უკან წაღება, ან მისი თანამშრომლების მიერ მიწოდებული პროდუქტის მოხმარება.
10. მიმწოდებელი ვალდებულია დაალაგოს მიწოდების ადგილი.
11. მაგიდის სერვირება უნდა მოხდეს ,,ქეითერინგზე” მიღებული სტანდარტების შესაბამისად. საკვების მიწოდებასთან ერთად შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: ჭურჭლით, ხელსახოცებით, მაგიდის გადასაფარებლებით და სხვა.. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
12. მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით (ტრანსპორტირება, შენობის შესაბამის სართულზე ატანა და სხვა), დღის მანძილზე თითოეულ ჯერზე (საუზმე, სადილი, ვახშამი, ყავის შესვენება, ლანჩბოქსი) ცალკ-ცალკე, რათა საკვების მომზადებიდან, მის მოხმარებამდე არ გავიდეს 2 საათზე მეტი დრო.
13. მიმწოდებლის თანამშრომლები უნდა იყვნენ მოწესრიგებული, უნდა ეცვათ შესაბამისი უნიფორმა და უნდა იყვნენ თავაზიანი და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია საკვების ინგრედიენტების, კერძების სახეობების (ვეგეტერიანული, სამარხვო და ა.შ.) შესახებ.
14. მიმწოდებლის თანამშრომლებმა, დროულად უნდა აალაგონ და დაასუფთაონ გამოყენებული ჭურჭლი, გაიტანონ საკვების ნარჩენები, ხელსახოცები თუ სხვა ნივთები მომსახურების გაწევის ადგილიდან.
15. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სუფრის ალაგების შემდგომ ნარჩენების ჩალაგება და გატანა.
16. დაუშვებელია შეუძლოდ მყოფი (როგორიცაა ვირუსული ინფექცია, გაციება და სხვა) მიმტანისა თუ სხვა მომსახურების გამწევი პირის ყოფნა მიწოდების ადგილზე.
17. მომსახურება მიწოდებული უნდა იქნეს დროულად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს, რომლის შესახებაც მიმწოდებელს ეცნობება წინასწარ (გადაეგზავნება დღის წესრიგი). ინფორმაციას კონკრეტული ღონისძიების ჩატარების თარიღების, მონაწილეთა რაოდენობის და მენიუების შესახებ შემსყიდველი 3 დღით ადრე აცნობებს მიმწოდებელს.
18. საკვები და ჭურჭელი მიწოდებლი უნდა იქნეს შესაბამისი კონტეინერებით და ამ სფეროში მიღებული სხვა ფორმით. დაუშვებელია პოლიეთილენის პარკებით, მუყაოს ყუთებითა და სხვა არასათანადო საშუალებებით მიწოდება.
19. მომსახურება ხორციელდება სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირას და უქმე დღეებში.
20. ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, მენიუს შესაბამისად. შესაბამისი ტემპერატურის, ლამაზად გაფორმებული/პრეზენტირებული და ყველა კერძის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პერსონათა რაოდენობას.
21. ტრანსპორტირება, ღონისძიების ადგილამდე, უნდა განხორციელდეს ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულის მეშვეობით, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად. ხელშეკრულების დადებიდან, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის „სამეცნიერო კვლევითი ბაზა“ (მის: ქალაქი სტეფანწმინდა, სტეფანწმინდის ქუჩა N 14)

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენს უნდა ქონდეს:

1. სამზარეულო სივრცე მოწყობილი საწარმოო სიმძლავრისთვის;
2. საკვების მოსამზადებელი დანადგარები, ღუმელები და სხვა;
3. ავტომობილი, რომელიც გამოიყენება საკვების გადასატანად და მასში ზედმიწევნით დაცულია ჰიგიენის ნორმები.

პრეტენდენტმა შემსყიდველის წარმომადგენელს უნდა დაათვალიერებინოს კერძების მომზადების ადგილი (სამზარეულო) და საკვების გადასატანი ავტომობილი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას - გასაწევი მომსახურები ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი, პრეიკურანტის არც ერთი პოზიციის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში მითითებულ ზღვრულ ფასებს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია: საუზმის, სადილის, ვახშამის, ყავის შესვენების, ლანჩბოქსის, თითოეული მენიუს შემთხვევაში ფასის კლება განახორციელოს ზღვრული ერთეულის ფასიდან, მინიმუმ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით პროპორციულად.

მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალსწინებული საკვების მომზადება უნდა განახორციელოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და წესების სრული დაცვით.

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება პირის/პირების ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტი კვების პროდუქტების მიღების შემდეგ, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფას(ებ)თან მიმართებით.

დასკვნის გამცემი პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge), ასევე დაცული უნდა იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას, დასკვნაზე ხელმომწერი შემფასებლის სერტიფიკატი, გაცემული აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, რისთვისაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი.

მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება თვეში ერთხელ ან ორჯერ, შესაბამის პერიოდში ფაქტიურად შესრულებული მომსახურების მიხედვით.

მიმწოდებელი ვალდებულია, მიაწოდოს შემსყიდველს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ან საგადახდო დოკუმენტი - თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მომსახურების გაწევის შესახებ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თენგიზ კუპატაძე, 599095469, tengiz.kupatadze@iliauni.edu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულება და ერთეულის ფასი უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულების და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი კორესპონდენცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა იქნას შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უფლებამოსილი პირის მიერ, ან ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;
5. პტერენდენტმა ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) აუცილებლად უნდა აღწეროს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, ანუ მიუთითოს მინიმუმ ის ტექნიკური პარამეტრები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციაში.
6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა და სატენდერო განცხადების ყველა პირობას.
8. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru