პრეამბულა
ტენდერის მიზანია სოფ. ჩუკულში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის, მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის
ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ეკლესია „მუჩპას“
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
ისინი წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით
მნიშვნელოვან და უნიკალურ ძეგლებს, რომლებიც გამოირჩევიან
არქიტექტურული, მხატვრული, ისტორიული და რელიგიური ღირებულებებით.
მათი დაცვა და რეაბილიტაცია აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნას
ძეგლების სტრუქტურული მდგრადობა და შენარჩუნდეს მათი ავთენტურობა.
მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის ეკლესია - (კოორდინატები - X:
42.81091908, Y: 43.01832295)
ჩუკულის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპისაა
(დაახლოებითი გაბარიტული ზომებია – 7,50 მ. X 5,60 მ. სიმაღლე 7.0 მ.). თარიღდება X-XI
საუკუნეებით. აგებულია შირიმის თლილი კვადრების რეგულარული წყობით.
აღმოსავლეთიდან დასრულებულია შვიდწახნაგა აფსიდით. კარი გაჭრილია
სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესიის კედლები დასრულებულია
მარტივადპროფილირებული ლავგარდნით. დარბაზის გრძივი კედლები
დანაწევრებულია ორსაფეხუროვანი პილასტრებით. საკურთხეველი
დარბაზისგან გამიჯნულია ქვის თაღოვანი კანკელით. საკურთხევლის წინ
აღმართულია საწინამძღვრო ჯვარი. რელიეფებით შემკული ჯვრის ბაზისი
საკმაოდ დაზიანებულია - ჩრდილოეთისა და დასავლეთის უმეტესი ნაწილი
ჩამოშლილია. ეკლესიას დასავლეთიდან მიდმული აქვს გვიანი პერიოდის
სწორკუთხა საქალებო, რომელიც გარედან შელესილია (დაახლოებითი
გაბარიტული ზომებია --- 5,60 მ. X 4,00 მ.) ეკლესია გადახურულია წითელი თუნუქის
ფურცლით. ტაძრის ინტერიერი მოხატულია გვიან შუა საუკუნეებში.
ძეგლის ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ ნაგებობის ზოგადი
კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადი ნაგებობის
კედლების მთლიანობა არ არის დარღვეული. თუმცა, ფასადის ქვის საპირე
წყობის გარკვეული ნაწილი დაზიანებულია, გამოფიტული და ნაწილობრივ
ჩამოტეხილია. ქვებზე შეინიშნება ბიოლოგიური დაზიანების კვალიც.
ეკლესიის ერთსაფეხუროვანი ცოკოლი, გარშემო მოწყობილ სარინელი და
ჩრდილოეთით მდებარე საყრდენი კედელი, რომელიც უზრუნველყოფს
დაფერდებული მიწის მასის შეკავებას, დანესტიანებულია და გაჩენილია
ბიოსაფარი.
ინტერიერში ნალესობის ფენაზე არასტაბილური ტიპის განშრევებებია
(ნალესობა მოცილებულია ქვის საფუძველს), რის გამოც შესაძლოა მოხდეს ქვის
კედლიდან ნალესობის ცვენა, რომელსაც ეკლესიის ინტერიერში არსებული
მხატვრობაც მოყვება. ასევე ნალესობის ფენაზე შეიმჩნევა დიდი ზომის
გახსნილი ბზარები. ცალკეულ მონაკვეთებში ფერწერული ფენა აქერცლილია.
ეკლესია „მუჩპა“ - (კოორდინატები - X: 0337531, Y: 4742264)
მუჩპა „ლანშაშის“ ეკლესია მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში,
სოფელ ჩუკულში. ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას და დგას
დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დახრილ რელიეფზე (ეკლესიის
მიახლოებითი გარე პერიმეტრია - 7.50 X 5.50 მ. დასავლეთ კედლის სიმაღლეა - 6.45 მ,
ხოლო აღმოსავლეთ კედლის სიმაღლე ცოკოლის ძირიდან შეადგენს – 9.0 მ.).
შენობის ასაგებად ძირითადად გამოყენებულია ფლეთილი ქვა, ხოლო გარედან
შემოსილია შირიმის ქვის პერანგით. ტაძრის ცოკოლი აგებულია ფიქალისა და
ფლეთილი ქვის მასიური ლოდებით. ტაძარში შესასვლელი კარი მდებარეობს
სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია
საფეხუროვანი პილასტრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა საბჯენი თაღები.
აფსიდალური საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვით ნაშენი
დაბალი კანკელითა და აფსიდის მხრებით. აფსიდში, სამხრეთ და ჩრდილოეთ
ნაწილში, ერთმანეთის პარალელურად მოწყობილია სწორკუთხა ფორმის
თაღჩები. ეკლესია გადახურულია ხის კონსტრუქციაზე გამართული თუნუქის
საფარით.
ტაძარი, რამდენიმე ათეული წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ
გადაიხურა თუნუქით. ინტერიერში გაკეთდა ხის ჭერი და დაიგო ხის იატაკი.
უკანასკნელ ათწლეულებში მოწყობილი გადახურვა შესრულებულია ხის
კონსტრუქციაზე, რომელიც ეყრდნობა დაზიანებულ კედლებს.
კედლების ზედა მონაკვეთები და თაღედი მთლიანად მოშლილია. ინტერიერში
შეიმჩნევა კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები. მხატვრობის ფენა
ნაწილობრივ ატკეჩილია. ტაძრის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ასევე
ინტერიერში ჩანს ვერტიკალური ბზარები. საფასადე ქვის წყობა ნაწილობრივ
ჩამოშლილია.
ზემოაღნიშნული ობიექტების დაზიანებები და არსებული მდგომარეობა
შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული ან ნაწილობრივ მსგავსიც იყოს,
თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ხასიათი და მიმართულება
იდენტურია. შესაბამისად, განსაზღვრულია ერთიანი ტიპის სამუშაოები,
რომელთა ძირითადი მიზანია ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის
უზრუნველყოფა, არქიტექტურული ღირებულებებისა და ავთენტურობის
შენარჩუნება, ასევე ინტერიერში არსებული მხატვრობის ფენის
კონსერვაცია.
საპროექტო დოკუმენტაციამ უნდა მოიცვას ეკლესიების კონსტრუქციული
გამაგრებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები. სამუშაოები უნდა
განხორციელდეს ისეთი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით,
რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერიერში შემორჩენილი მხატვრობის ფენის
სრული უსაფრთხოებისა და მთლიანობის დაცვას.
ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სიმტკიცის
შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია კვლევა-ფიქსაციის საფუძველზე
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რისთვისაც შედგენილია მოცემული ტექნიკური დავალება.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი
მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის
შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება,
გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება,
კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა
(დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად ნიმუშები აღებული უნდა იქნას
საკვლევი შენობის ყველა საჭირო მონაკვეთიდან), კედლის მხატვრობის
კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების
გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის
ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი,
გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი) დასრულების
შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს
იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული
იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც
მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და
ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის
მიერ.
11. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
12. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული
მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია
ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი,
ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და
მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს
ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები,
ფრაგმენტები და დაზიანებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.