2.8.1.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი
ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი
ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადის/წინადადების
წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, წინააღმდეგ
შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით ხელშეკრულების
გაფორმების შემდგომ, სამუშაოების წარმოების ეტაპზე, ქვეკონტრაქტორის
მიერ სამუშაოების შესრულება დაუშვებელია.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ
რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ
პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების
გარეშე.
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის
ხელშეკრულების ასლი, რომლის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული
დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების პერიოდს.
2.8.1.4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური
მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი
მოცულობის 40%.
2.8.1.5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი
არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
2.8.1.6. ქვეკონტრაქტორის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
2.8.1.6.1. ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის,
სირთულის და შინაარსის მომსახურების შესრულების გამოცდილება. კერძოდ,
2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ქვეკონტრაქტორის მიერ
ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და
შინაარსის სამუშაოების ღირებულება, ჯამურად არ უნდა იყოს 60,025.00 (სამოცი
ათას ოცდახუთი) ლარზე ნაკლები;
2.8.1.6.2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს
მიეკუთვნება: შენობების სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოები;
2.8.1.6.3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი
N5–ის შესაბამისად;
2.8.1.6.4. იმ შემთხვევაში თუ ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული ანალოგიური
ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ
ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ
სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR
ნომრების მითითებით. (დანართი N5-ში გამოცდილების შესახებ). იმ
შემთხვევაში თუ ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ
იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ქვეკონტრაქტორის
გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
ქვეკონტრაქტორის მიერ ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია,
(დანართი N5-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე)
მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი რომელიც,
უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური
შტამპით.
2.8.1.6.5. ქვეკონტრაქტორთან მიმართებაში, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი
N5-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად,
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების
სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე,
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.8.1.6.6. იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.8.1.6.6.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.8.1.6.6.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.8.1.6.7. პრეტენდენტი ვალდებულია, ქვეკონტრაქტორთან მიმართებაში,
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ში ფაქტობრივად შესრულებული
სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში
შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია
მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.8.1.6.8. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
დოკუმენტაციით ვერ ხერხდება ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული
სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია
პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული
სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია
სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება)
წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.8.1.6.9. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების
სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის მიერ აღებული ნებართვის
ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, შემსყიდველი ორგანიზაცია
პრეტენდენტისაგან ითხოვს გამოცდილების დადასტურებას, რაზეც
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის
მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ
უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს
ქვეკონტრაქტორის მიერ, 2.8.1.6.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების
არსებობის შესახებ.