მოთხოვნები ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის
სამუშაოების შესრულების გამოცდილებს შესახებ:
2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
პერიოდში,თითოეულ წელს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 168,717.60 ლარის
ღირებულების ანალოგიური სამუშაოების შესრულების (მათ შორის
ანალოგიური სამუშაოები არანაკლებ 1 პროექტი შესრულებული უნდა ქონდეს
შემსყიდველი სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ისთვის/ორგანიზაცი(ებ)ისთვის)
გამოცდილება.
2.2.1.2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს
მიეკუთვნება: შენობების სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოები.
2.2.1.3. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
პერიოდში, შემსყიდველი სახელმწიფო
დაწესებულებ(ებ)ისთვის/ორგანიზაცი(ებ)ისთვის შესრულებული უნდა ქონდეს
ანალგიური სამუშაოების არანაკლებ 1 პროექტი, ღირებულებით არანაკლებ
70,299.00 ლარი.
2.2.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 1 (ერთი)
სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ შემსყიდველის - სახელმწიფო
ორგანიზაციების მიერ, რომელსაც 2023 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით პერიოდში, ჯეროვნად შეუსრულა ანალოგიური სამუშაოები.
სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს სამუშაოებს შესრულების
პერიოდი და ხელშეკრულების ნომერი.
2.2.1.5. შემსყიდველი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანიზაციებთან
გადაამოწმოს წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის ვალიდურობა.
2.2.1.6. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი
№5–ის შესაბამისად.
2.2.1.7. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია
იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში,
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების
მითითებით. (დანართი N5-ში გამოცდილების შესახებ). იმ შემთხვევაში თუ
პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და
შინაარსის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით,
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ
ინფორმაცია, (დანართი N5-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების
გარეშე) მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად დამოწმებული
კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №5-ში მითითებულ სამუშაოებზე,
რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ,
პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების
უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული
იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.9. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.1.9.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2.1.9.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.2.1.10. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №5-ში
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში.
ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში,
აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის,
შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.11. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით
ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი
უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული
სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია
სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება)
წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.12. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს
მის მიერ აღებული ნებართვის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს,
შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს გამოცდილების
დადასტურებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ
„ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან
ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ
უნდა იკვეთებოდეს პრეტენდენტის მიერ, 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი
გამოცდილების არსებობის შესახებ.
2.2.1.13. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:
2.2.1.13.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად.
2.2.1.13.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 2.2.1.13.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.