სოფელი ლევიტანა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის
მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბოშურის თემი). იგი განთავსერბულია
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ტანის (მტკვრის მარჯვენა
შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, გორიდან 40 კილომეტრი. ტანას
ხეობის ბოლო სოფელია. საპროექტო ობიექტები განთავსებულია გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანაში 66.61.01.215 მიმდებარედ.
გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. პირველი ეტაპი :
სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული მომსახურეობა; მეორე ეტაპი:
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სრულყოფილი დოკუმენტაციის შემუშავება.
პირველი ეტაპი - სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული მომსახურეობა
1. კვლევა-ფიქსაცია:
- საპროექტო ტერიტორიების ტოპო-გეოდეზიური გეგმის შედგენა, შესაბამისი
ნიშნულების ჩვენებით, დატანით (მასშტაბი მ. 1:500 ან 1:200);
- საპროექტო ტერიტორიის განივი და გრძივი ჭრილების გამოხაზვა (გეგმები,
ჭრილები მ. 1:100, 1:50, სქემები, კონსტრუქციული ელემენტები, კვანძები - მ. 1:25);
- საპროექტო ტერიტორიებიდან წყალგადამყვანი სისტემისა და ტერიტორიის
გარეთ წყალმიმღები არსებული სისტემის კვლევა-შემოწმება;
- ტერიტორიის საინჟინრო ჰიდრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა;
2. საპროექტო ფუძე-გრუნტების საინჟინრო-გეოლოგიური (შურფების
განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და
რეკომენდაციები) და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, შესაბამისი
ანგარიშით/დასკვნებით;
3. ნიადაგ - გრუნტის გამრეცხი სიჩაქარეების ჰიდროდინამიკური მოდელით
გაანგარიშება;
4. კვლევა-ფიქსაციის საფუძველზე რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის
რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
5. პირველ ეტაპზე შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული
სამუშაოების ანგარიშის შემსყიდველთან განსახილველად და
შესათანხმებლად წინადადებების წარმოდგენა.
მეორე ეტაპი:
1. პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების შემსყიდველთან შეთანხმებული
დოკუმენტაციის საფუძველზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სრულყოფილი
დოკუმენტაციის შემუშავება;
2. ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად, პირველ და მეორე
ეტაპზე შესრულებული, ჩასაბარებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციისა და ანგარიშის შემსყიდველთან წარმოდგენა.
3. საპროექტო ობიექტების რეაბილიტაციის მუშა ნახაზები (განშლები,
გეგმები, ჭრილები, ფასადები, ფრაგმენტები, დეტალები, კვანძები) ზომებისა
და ნიშნულების ჩვენებით მ. 1:100, 1:50, 1:25, 1:20, 1:10;
4. საპროექტო ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექების გადაყვანის სქემა (მ.
1:200);
5. სპეციფიკაციები, სამუშაოთა სახეობებისა და გამოსაყენებელი
მასალების სახეობების მითითებით, როგორც ცალკეულ სახეობებზე, ასევე
კრებსითი;
6. დაბალდაწნევიანი ბარაჟის დასარეგულირებელი ხევში განთავსების გეგმა
შესაბამისი გრძივი და განივი პროფილების ჩვენებით.
ჩასაბარებელი საპროექტო დოკუმენტაცია განისაზღვრება შემდეგი
შემადგენლობით:
1. განმარტებითი ბარათი - პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის
გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება, მოსალოდნელი
შედეგების აღწერა, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;
2. საპროექტო ობიექტის სიტუაციური გეგმა;
3. საპროექტო ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური გეგმა - მ. 1:500 ან 1:200;
4. საპროექტო ტერიტორიის ჰიდრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები
(შურფების განლაგების სქემა, ნიადაგის ნიმუშების მექანიკური და
ქიმიური ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები) და შესაბამისი
დასკვნა-რეკომენდაციები;
5. საპროექტო ტერიტორიის გენგეგმა - მ. 1:500, 1:200;
6. საპროექტო ტერიტორიიდან წყალამრიდი სისტემის მოწყობის მუშა
საპროექტო დოკუმენტაცია: გეგმები, ჭრილები, დეტალები, კვანძები
ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით მ. 1:200, 1:100; სპეციფიკაციები სამუშაოთა
სახეობებისა და გამოსაყენებელი მასალების სახეობების მითითებით.
7. დაბალდაწნევიანი ბარაჟის კონსტრუქციული პროექტი: განმარტებითი
ბარათი, მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები მ. 1:100, 1:50, სქემები, კონსტრუქციული
ელემენტები, კვანძები - მ. 1:25); სპეციფიკაციები სამუშაოთა სახეობებისა და
გამოსაყენებელი მასალების სახეობების მითითებით (როგორც ცალკეულ
სახეობებზე, ასევე კრებსითი);
8. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი: განმარტებითი ბარათი, რომელშიც
მოცემული იქნება ჩასატარებელი სამუშაოების ხანგრძლივობა
(სამუშაოების ჩამონათვალი და გეგმა-გრაფიკი, სამუშაოების შესრულების
ეტაპების გამოყოფით), უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოსდაცვითი
ღონისძიებანი.
9. ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რესურსული
ხარჯთაღრიცხვა;
10. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე მესაკუთრეთა და
მოსარგებლეთა თანხმობა, დადგენილი წესის შესაბამისად.
საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A3 ფორმატის, ზამბარით
აკინძული ალბომის სახით:
- სათაური;
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა
და პროექტის ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;
- ალბომის შემადგენლობა;
- პროექტის შემადგენლობა;
- შესაბამისი ტექსტუალური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/
ავტორ(ებ)ის მიერ, A4 ფორმატი;
- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A3 ფორმატი (გამონაკლის
შემთხვევაში დასაშვებია განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა,
აკინძული A3 ფორმატის ზომაზე). ყველა ფურცელზე შტამპი უნდა იყოს
სათანადოდ შევსებული და დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის
ავტორის და შემსრულებლის ხელმოწერებით.
ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა
წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის
სახით:
- თავფურცელი (სათაური);
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელის
და შემდგენელის ხელმოწერ(ებ)ით;
- განმარტებითი ბარათი;
- სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა დადასტურებული
შემდგენელის ხელმოწერით.
შემსრულებლის მიერ საბოლოო პროდუქციის სახით, დამკვეთისათვის
წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის მყარი ასლი - ალბომების სახით (4
ეგზ.) და ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - ArchiCad, Auto
CAD, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით), ელექტრონულ ვერსიაში -
მეხსიერების ბარათზე.