Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #72107960)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Information Technology Agency
Номер конкурса: 72107960
Дата публикации: 29-04-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260008688
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.04.2026 11:27
Начало приема предложения 05.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 07.05.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 350`341.61 GEL
Контрактная цена объекта закупки 35`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50711000 - Ремонт и техническое обслуживание электрического оборудования зданий
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს - ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. N144-ში მდებარე მონაცემთა დამუშავების ცენტრის საინჟინრო და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`500.00 GEL
Размер гарантии 350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi maghradze :: 16.04.2026 15:23
  • Последнее исправление: giorgi maghradze :: 29.04.2026 11:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=682723&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს - ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. N144-ში მდებარე მონაცემთა დამუშავების ცენტრის საინჟინრო და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. არსებული ინფრასტრუქტურა:

მონაცემთა დამუშავების ცენტრის სასერვერო ოთახში ამჟამად დამონტაჟებულია:
- 3 ც. სითხით გაგრილების კარადა - SK3301.480 Rittal LCP Plus 30kW, 300x1200x2000mm; 2008 წ.
- 4 ც. სითხით გაგრილების კარადა - SK3311.230 Rittal LCP Rack CW, 300x1000x2000mm; 2012 წ.
- 2 ც. სითხის გაგრილების ჩილერი - SK3232.729 Rittal IT chiller 36 kW, no free-cooling, 1 invertor pump, UPS kit;
- 1 ც. უწყვეტი კვების წყარო - Rittal (ABB) DPA ConceptPower, with 2 x module DPA D3M 50kVA / 40kW and 2 x (50 x (12v 28Ah)) batteries.
- 1 ც. უწყვეტი კვების წყარო - ABB UpScale, with 2 x module M20 20kVA / 20kW and 8x(40x(12v 9Ah)) batteries.

მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინფრასტრუქტურაში ასევე შედის:
- სასერვერო კარადების ავტომატური ხანძარაღმოჩენა - ქრობის სისტემა Rittal DET-AC Plus – 5 ცალი (7338.100 DET-AC Plus)
- სასერვერო კარადების ავტომატური ხანძარაღმოჩენა - ქრობის სისტემა Rittal DET-AC Plus ძირითადი მოდული (7338.120 DET-AC Plus) და 1 ცალი დაქვემდებარებული (SK7338.320 DET-AC Plus Slave unit) მოდული;
- გარემო პარამეტრების მონიტორინგის სისტემა Rittal CMC III, რომელიც შედგება ტემპერატურის, ტენიანობის და წყლის გაჟონვის სენსორებისგან.
- საინჟინრო ინფრასტრუქტურის მენეჯერი (პროგრამა) DCIM - Rittal RiZone.
- გაგრილების სისტემის მილსადენები, კვების განაწილების ფარები, კაბელები და რეზერვის ავტომატური გადამრთველი;
- ოთახის ჭერი-იატაკი სპლიტ კონდიციონერი - 1 ცალი (Gree Floor&Ceiling ტიპის).
- ბიომეტრიული წვდომის სისტემა Suprema Biostation A2.
- ქსელური ჩამწერი მოწყობილობა Hikvision DS-7616NI.
გაგრილების სისტემა რეალიზებულია 1+1 ტოპოლოგიით, ურთიერთ დამოუკიდებელი სითხის ცირკულაციის კონტურით. ჩილერები განთავსებულია სასერვერო ოთახის გარეთ ეზოში.

1.2.2. მონაცემთა დამუშავების ცენტრის საინჟინრო და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება ითვალისწინებს:

- შესაძლო გაუმართაობების თავიდან აცილების მიზნით, სისტემების ძირითადი კომპონენტების ადგილზე დეტალურ დიაგნოსტიკას გეგმიურად წელიწადში ორჯერ შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში და დასკვნის სახით დოკუმენტის წარმოდგენას, რომელშიც ასახული იქნება დიაგნოსტიკის სრული შედეგები, სისტემის მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის გზები და ვადები;
- ტექნიკურ მხარდაჭერას, 24/7 სატელეფონო მომსახურებას, გაუმართაობის დროს კვალიფიციური დიაგნოზის დასმას, დაზიანებული სათადარიგო ნაწილის იდენტიფიცირებას (1.2.3. პუნქტის შესაბამისად), დეფექტაციის აქტის წარმოდგენას (დათვალიერებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა) და შესრულებული სამუშაოს აქტების წარმოდგენას (სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა).
- საჭიროების შემთხვევაში მწყობრიდან გამოსული ნაწილების/კომპონენტების შეკეთებას პრეისკურანტში მითითებული ვადის და ფასის მიხედვით.
- ინციდენტზე რეაგირება გულისხმობს ადგილზე მოსვლას ინციდენტის იდენტიფიცირებას და აღმოფხვრას თუ არ საჭიროებს სათადარიგო ნაწილის შეცვლას.
- მხარდაჭერის რეაგირების ვადები მოცემულია ქვემოთ:

1.2.3. ინციდენტების მხარდაჭერა:
1.2.3.1. შეტყობინებაზე რეაგირების დრო სამუშაო დღეებში: 09:00 - 19:00 - 2 სთ; 19:00 - 09:00 - 4 სთ.
1.2.3.2. შეტყობინებაზე რეაგირების დრო უქმე დღეებში: 09:00 - 09:00 - მომდევნო სამუშაო დღე.
1.2.3.3. სისტემის აღდგენის დრო: სისტემის ან/და მისი კომპონენტის გამოსწორება თუ არ საჭიროებს სათადარიგო ნაწილის გამოცვლას პრობლემის დიაგნოსტირებიდან 1 დღეში, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში პრეისკურანტში მითითებული ვადის და ფასის მიხედვით.

1.2.4. პრევენციული მხარდაჭერა:
1.2.4.1. მონაცემთა დამუშავების ცენტრი: სისტემის დეტალური დიაგნოსტიკური კონტროლი - მხარდაჭერის პერიოდში 2-ჯერ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

1.2.5. გაწეული მომსახურების შედეგად ნებისმიერი შეცვლილი დეტალი უნდა იყოს ახალი და ქარხნული წარმოების.
1.2.6. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციასა და მიმწოდებლის შეთანხმებით, მიმდინარე დროისთვის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში (დანართი №1) შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის (დანართი №1) საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული და პროპორციული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.8. პრეისკურანტის ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 350,341.61 ლარს, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდება 35,000.00 ლარზე. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.9. მიმწოდებელმა, შემსყიდველის ყოველი მიმართვის შემთხვევაში უნდა ჩაატაროს ტექნიკურ დათვალიერება, რის შემდგომაც, შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენლთან ერთად შეადგენს დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების (ახალი) დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები და მომსახურების გაწევის ვადები.
1.2.10. გასაწევ მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების სახეობისა და რაოდენობის შესახებ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ტექნიკური დავალებით და პრეისკურანტით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ფორმა: ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად,

1.5.2. მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144-ში მდებარე მონაცემთა დამუშავების ცენტრი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მომწოდებლის მიერ შეცვლილ, შეკეთებულ, ნაწილზე და გაწეულ მომსახურებაზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე.
1.7.1.2. იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, შეცვლილ, შეკეთებულ, სათადარიგო დეტალებს და გაწეულ მომსახურებას აღმოაჩნდება დეფექტი, ნაკლის აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, რომელიც აღმოჩენილ ნაკლოვანებას აღმოფხვრის უსასყიდლოდ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
1.7.1.3. საგარანტიო ვადაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზის/წუნის/დეფექტის აღმოფხვრის გამო ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ლარში;
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების საფუძველზე.
7.2.3 პრეისკურანტით გათვალისწინებული „დატა ცენტრის ძირითადი საინჟინრო და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების“ ანაზღაურება არასრული თვის შემთხვევაში განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან და ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილი დღეების შესაბამისად (ერთი დღის თანხა გამოიანგარიშება თვიურად გათვალისწინებული თანხის აღნიშნულ თვეში არსებულ დღეებზე გაყოფით).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მაღრაძე, 555464464, info@ita.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ დიმიტრი გურგენიძეს ტელ: 597 62 75 75

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2 ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა) (გარდა პრეისკურანტის Excel ფაილისა). პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს დანართი N1 პრეისკურანტის Excel ფაილი.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.4 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) არ იქნება წარმოდგენილი, ან იქნება წარმოდგენილი განუფასებლად, ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის 1 %, ან იქნება არსებითად შეუსაბამო (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
10.1.5 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.6 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.
10.1.7 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

10.1.8 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:

ა) მომსახურების პრეისკურანტი (ხარჯთაღრიცხვა) (დანართი N1) - MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru