Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #72068049)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 72068049
Дата публикации: 27-04-2026
Сумма контракта: 50 666


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008411
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.04.2026 17:22
Начало приема предложения 03.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 05.05.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 50`666.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18200000 - Верхняя одежда
  • 18210000 - Пальто
  • 18211000 - Плащи
  • 18234000 - Брюки
  • 18235300 - Дутые куртки
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ბრენდირებული ეკიპირების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 507 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dali guluashvili :: 24.04.2026 14:19
  • Последнее исправление: dali guluashvili :: 24.04.2026 17:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=684139&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ბრენდირებული ეკიპირების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და წონა. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.

1.2.2 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებისთვის იხ. დანართი N2.

შესასყიდი საქონლის ზომები შესაბამისი დაკონკრეტებული რაოდენობებით - იხ. დანართი N3.

შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ცდომილებები და შუალედები არ საჭიროებს დაზუსტებას და კონკრეტული მნიშვნელობის მითითებას. ასევე არ მოითხოვება კონკრეტული მნიშვნელობის მითითება, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში გამოყენებულია ტერმინი არანაკლებ, არაუმეტეს და ა.შ.

შესაძლებელია აღნიშნული ზომები დაკორექტირდეს, რაც დამკვეთს მიეწოდება დაზუსტებული სახით, ხოლო ზომების დაზუსტების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულებაში (ხელშეკრულების ცვლილების სახით)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ქ. თბილისი. გორგასლის ქ. #22).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საქონლის ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვეს.
1.7.1.2 საგარანტიო ვადის პერიოდში შესყიდული საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარიხობრივ მაჩვენებლებს; მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს.
1.7.1.3 უხარისხო (მათ შორის ფორმისა და ფერის დაკარვა) არასტანდარტული, დაზიანებების მქონე და ზომებთან შეუსაბამო საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ისინი ახალი საქონლით შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი და წარმოშობის ქვეყანა.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 30 000 ლარისა.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

2.9.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.9.3 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები თითო-თითო ყველა სახეობის. წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამასთან, ნიმუშები წარმოდგენილ უნდა იქნეს 1.2.1 პუნქტის შესაბამისად.

3.1.1.2 პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშის მიწოდების ადგილია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ქ. თბილისი. გორგასლის ქ. #22)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი თუ 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი). დასკვნით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონლის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივად მიწოდების შემდეგ, იწარმოებს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) გამოწერისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნონა წიკლაური, 577622220, ntsiklauri@napr.gov.ge ნონა წიკლაური, 591415744, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად (გარდა ექსელის ფორმატით წარმოსადგენი ფასთა ცხრილისა);
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად;
4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ფასთა ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, დაზუსტების გარეშე;
5. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, (მაგ. გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის Excel-ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათშორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
8. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
9. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10. სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.
11. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru