პროექტში ჩართული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
I: ახმეტის ტექნოპარკი: Smart Tourism Week
1. პროექტის კოორდინატორი (აქტივობის მმართველი):
1.1 პროექტების მართვის/კოორდინირების არანაკლებ 3 - წლიანი
გამოცდილება;
1.2 ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 შესაბამისი თემატიკის,
ინოვაციების, ტექნოლოგიების ან/და STEM მიმართულებით არანაკლებ 3 - 30
ბენეფიციარის მომცველი პროექტის/ღონისძიების, მათ შორის
კვირეულის/ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდული
ბანაკის/ჰაკათონის/სტარტაპ ინკუბატორის/პრე-აქსელერატორის
ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება.
2. ტრენერი/მენტორი ტურიზმის მიმართულებით:
2.1 ტურიზმის სფეროში მინიმუმ 2 პროექტში სამუშაო გამოცდილება;
2.2 მინიმუმ 3 წლიანი ტრენერობის/მენტორობის გამოცდილება შესაბამის
ტურიზმის სფეროში.
3. ტრენერი/მენტორი ციფრული მარკეტინგის ან/და ტურისტული პლატფორმების
მიმართულებით:
3.1 ციფრული მარკეტინგის, ტურისტული პლატფორმების ან/და მომიჯნავე
სფეროების მიმართულებით მინიმუმ 3 პროექტში ტრენინგების ჩატარების ან
მენტორობის გამოცდილება;
3.2 ციფრული მარკეტინგის ან/და ტურისტული პლატფორმების მიმართულებით
მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რაც ასევე მოიცავს სამუშაო
პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების პრაქტიკულ
გამოყენებას.
4. მენტორი/სპიკერი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით
4.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის
განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 პროექტში
ტრენერობის/მენტორობის გამოცდილება.
4.2 მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი
გამოცდილება ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც აღებული აქვს
მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან
გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი).
5. ტრენერი/მენტორი Hardware პროტოტიპირების მიმართულებით:
5.1 ციფრული ინსტრუმენტებისა და პროტოტიპირების სწავლების ან/და
ელექტრონიკისა და Arduino-ს მიმართულებით სწავლების მინიმუმ 2 წლიანი;
5.2 ტექნოლოგიურ პროექტებზე ან/და ელექტრონიკისა და Arduino-ს მიმართულებით
მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
II: გურჯაანის ტექნოპარკი: საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული
1. მენტორი/სპიკერი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით, რომელსაც
აქვს მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი
გამოცდილება, ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც აღებული აქვს
მინიმუმ 70 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან
გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი).
2. პროექტის კოორდინატორი, რომელსაც აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში
არანაკლებ 3 შესაბამისი თემატიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების ან/და STEM
მიმართულებით არანაკლებ 3 - 30 ბენეფიციარის მომცველი
პროექტის/ღონისძიების, მათ შორის კვირეულის/ინოვაციურ მეწარმეობასთან
დაკავშირებულ ახალგაზრდული ბანაკის/ჰაკათონის/სტარტაპ
ინკუბატორის/პრე-აქსელერატორის ორგანიზებისა და მართვის
გამოცდილება.
3. ტრენერი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით
3.1 ინჟინერიის ან/და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით აკადემიური
ხარისხი;
3.2 ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
4. ტრენერი ელექტრო და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით
4.1 ინჟინერიის/ელექტრო და მექანიკის ინჟინერიის ან მომიჯნავე სფეროების
- საბუნებისმეტყველო მიმართულებით აკადემიური ხარისხი.
4.2 შესაბამის ასაკობრივ ჯგუფთან სასწავლო მასალის შემუშავებისა და
სწავლების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
4.3 ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი
გამოცდილება;
5. ტრენერი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით:
5.1 მწვანე ტექნოლოგიების მიმართულების ინოვაციურ პროექტებზე ან
სტარტაპებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
5.2 არანაკლებ 2 პროექტში სწავლების/ტრენინგის ჩატარების გამოცდილება
მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით
III: თელავის ტექნოპარკი: GreenAgri
1.პროექტის კოორდინატორი
1.1 პროექტების მართვის / კოორდინირების არანაკლებ 3 - წლიანი
გამოცდილება;
1.2 ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 შესაბამისი თემატიკის,
ინოვაციების, ტექნოლოგიების ან/და STEM მიმართულებით არანაკლებ 3 - 30
ბენეფიციარის მომცველი პროექტის/ღონისძიების, მათ შორის
კვირეულის/ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდული
ბანაკის/ჰაკათონის/სტარტაპ ინკუბატორის/პრე-აქსელერატორის
ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება.
2. ტრენერი/მენტორი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით:
2.1 მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით არანაკლებ 2 ტექნოლოგიურ
პროექტში მენტორობის, ტრენინგების ჩატარების ან სწავლების
გამოცდილება;
2.2 მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლების ან ტრენერობის
მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
3. ტრენერი/მენტორი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით:
3.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის
განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 პროექტში ტრენერობის ან
მენტორობის გამოცდილება;
3.2 მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი
გამოცდილება ინოვაციურ ან ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც მიღებული
აქვს მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის
დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ
ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი
ცნობა/წერილი).
4. ტრენერი/მენტორი აგროტექნოლოგიების მიმართულებით:
4.1 აგრარული ტექნოლოგიების მიმართულების ინოვაციურ პროექტებზე ან
სტარტაპებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება:
სასოფლო-სამეურნეო სფეროში ახალი პროდუქტების შემუშავება, ახალი
ტექნოლოგიების დანერგვა ან ინოვაციურ კვლევებში მონაწილეობა;
4.2 უმაღლესი განათლება აგრარული ტექნოლოგიების, აგრონომიის ან/და
მომიჯნავე მიმართულებით;
4.3 აგროტექნოლოგიების მიმართულებით არანაკლებ 2 ტექნოლოგიურ პროექტში
მენტორობის, ტრენინგების ჩატარების ან სწავლების გამოცდილება.
IV: კასპის ტექნოპარკი- AI WEEK
1. პროექტის კოორდინატორი (აქტივობის მმართველი):
1.1 პროექტების მართვის / კოორდინირების, არანაკლებ 5 მსგავსი ტიპის
პროექტის (ICT, ტექნოლოგიებთან, ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ
ჰაკათონში, ინკუბატორში, ინოვაციურ კონკურსში, ბანაკში, ტექნოლოგიურ
კვირეულში და ა.შ) დაგეგმვის და მართვის გამოცდილება;
2. ტრენერი/მენტორი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით:
2.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის
განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 პროექტში
ტრენერობის/მენტორობის გამოცდილება.
2.2 მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი
გამოცდილება ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც აღებული აქვს
მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან
გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი).
3. ტრენერი/მენტორი AI მიმართულებით:
3.1 AI მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
3.2 AI მიმართულებით ტრენინგების ჩატარების, სასწავლო კურსების ჩატარების
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
3.3. NLU მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
3.4. NLU მიმართულებით ტრენინგების ჩატარების, სასწავლო კურსების
ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
4. ტრენერი/მენტორი ML ( მანქანური სწავლების) მიმართულებით:
4.1. ML მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
4.2. ML მიმართულებით ტრენინგების ჩატარების, სასწავლო კურსების ჩატარების
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
შ ე ნ ი შ ვ ნ ა 1:
- პროექტის კოორდინატორი/აქტივობის მმართველი პროექტის განმავლობაში
სრულად უნდა ესწრებოდეს ფიზიკურად;
- იმ შემთხვევაში თუ ღონისძიებების განხორციელების თარიღებს შორის
პერიოდი 2 თვეზე ნაკლებია, არ დაიშვება ერთი და იგივე ადამიანის
კანდიდატურის წარმოდგენა სხვადასხვა კვირეულის კოორდინატორის
პოზიციაზე.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა 2: ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნების დასადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული
ტრენერების/მენტორების რეზიუმე - ე. წ. СV, ტენდერზე თანდართული ფორმის
შესაბამისად, სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია მათ
გამოცდილებაზე. პრეტენდენტის მიერ არ არის სავალდებულო CV-ის ფორმაში
მოცემული ყველა ველის შევსება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში
მითითებული ინფორმაციით დასტურდება შესაბამისობა სატენდერო
დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციისა
და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს დამატებითი
დოკუმენტაცია.
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი მოთხოვნები რეზიუმეში მოცემული გამოცდილების
დასადასტურებლად:
- რეზიუმეს ფორმაში პოზიციასთან ერთად მითითებულ უნდა იქნას იმ
ტენდერის ნომერი რომელშიც შემოთავაზებულია ესა თუ ის კანდიდატი;
- რეზიუმე დათარიღებული უნდა იყოს მინიმუმ ტენდერის გამოცხადების
შემდგომი თარიღით, მას ხელს უნდა აწერდეს წარდგენილი კანდიდატი და უნდა
ქონდეს წარმდგენი ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით;
- თუ ერთი კანდიდატი წარდგენილია რამდენიმე პოზიციაზე ან რამდენიმე
რეგიონში ერთდროულად (თუ ამის შესახებ დაშვება არსებობს ტენდერში),
ატვრითულ უნდა იქნას ცალ-ცალკე რეზიუმეები, შესაბამისი კვალიფიკაციის
და გამოცდილების მითითებით.