Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различное оборудование общего и специального назначения (Грузия - Тендер #71757026)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 71757026
Дата публикации: 09-04-2026
Сумма контракта: 28 564


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260007424
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.04.2026 21:56
Начало приема предложения 22.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 24.04.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 28`564.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 42900000-Различное оборудование общего и специального назначения
Коды классификатора
  • 42996000 - Оборудование для очистки сточных вод
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი, სრული გამართვა და ექსპლუატაციაში გაშვება).
Количество и объём закупок 1 ცალი
Шаг снижения цены 114.00 GEL
Размер гарантии 286 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tsereteli :: 23.01.2026 15:39
  • Последнее исправление: nino tsereteli :: 08.04.2026 21:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=668676&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის (შესყიდვა თანმდევი მომსახურებით -მონტაჟი, სრული გამართვა და ექსპლუატაციაში გაშვება).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტი: 1 ერთეული ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი (თანმდევი მომსახურებით მონტაჟით ობიექტზე).
1.2.1.1. ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის წარმადობა არანაკლებ 2000 ლიტრი 24 სთ-ში;
1.2.1.2. ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის ჰაერის კომპრესორისთვის უნდა მოეწყოს ჰერმეტულად დაცული სპეციალური ყუთი არანაკლებ 50 სმ სიმაღლეზე (შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ადგილას), ხოლო ჰაერის მიწოდება დანადგარზე უნდა განხორციელდეს სპეციალური ჰაერის რეზერვუარიდან (სებერიდან), მაღალი ხარისხის, წნევაგამძლე და ჰერმეტული მილსადენის საშუალებით; ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის ჰაერის კომპრესორის საჭიროება, არანაკლებ 1 ცალისა;
1.2.1.3. ბიოლოგიურ გამწმენდ დანადგარს უნდა დაუყენდეს შესაბამისი სიმძლავრის ელექტრო დამცველი;
1.2.1.4. დანადგარი აუცილებლად უნდა ამუშავებდეს საპირფარეშოს ქაღალდს;
1.2.1.5. დანადგარი უნდა უზრუნველყოფდეს მასში ჩამავალი მყარი/არა-ხრწნადი ნარჩენების/სხეულების სპეციალურ სივრცეში (მიმღებ კამერაში ან სპეციალურ დამჭერ კამერაში) თავმოყრას, საიდანაც მათი ამოღება უნდა მოხდეს მარტივად. ნარჩენების მცირე რაოდენობით დაგროვება ამ სივრცეში არ უნდა უშლიდეს ხელს დანადგარ(ებ)ის გამართულ მუშაობას და სწორი ექსპლუატაციის პირობებში დანადგარს მომსახურება და დამატებითი ჩარევა არ უნდა ესაჭიროებოდეს არანაკლებ 18 თვემდე პერიოდში.

1.2.2. დანადგარი უნდა იყოს გამძლე ადგილობრივი კლიმატური პირობების მიმართ.
1.2.3. მიმწოდებელმა შემსყიდველის თანამშრომლებისათვის უნდა ჩაატაროს პერსონალის მოკლე სასწავლო ინსტრუქტაჟი დანადგარის ექსპლუატაციაზე.
1.2.4. კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ხმაურისა და სუნის დადგენილ მინიმუმამდე დაყვანას.
1.2.5. დანადგარის დემონტაჟის ან გადატანის შესაძლებლობა არ უნდა იწვევდეს მისი ელემენტების დაზიანებას.
1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს რკინა-ბეტონის ჭაში მდინარეს მხარეს საშანდორე ღიობში დამცავი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა, ჭის დატბორვის დასაცავად მდინარის ადიდებისას (იხ.დანართი №3).
1.2.7. სწორი ექსპლუატაციის პირობებში დანადგარს არ უნდა ესაჭიროებოდეს ასენიზაციის მანქანის მომსახურება.
1.2.8. ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის თანმდევი მონტაჟი მოიცავს დანადგარის სრულ გამართვას და ექსპლუატაციაში გაშვებას, ამისათვის საჭირო ყველა სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე მონტაჟის შემდგომ ტერიტორიის მოწესრიგებას.
1.2.9. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ექსპერტის მიერ ჩატარებული ლაბორატორიულ დასკვნა დანადგარიდან გამოსულ ჩამდინარე წყალზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების „საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკურ რეგლამენტი“-ს მოთხოვნებს, იმ პირობით რომ დანადგარში შესული პირველადი მასების ნორმები დააკმაყოფილებს სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. ლაბორატორიული კვლევა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ექსპერტის მიერ უნდა ჩატარდეს ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 6 კვირის შემდეგ.
1.2.10. ობიექტზე არსებული არასტანდარტული სამუშაო პირობიდან გამომდინარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს შეუძლია ადგილზე დაათვალიეროს ობიექტი.
1.2.11.დანადგარი გათვლილია არანაკლებ 70 თანამშრომლისთვის (შენობაში განთავსებულია ორი აბაზანა).
1.2.12. შემოთავაზებული საქონლი უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი.
1.2.13. დანადგარს უნდა გააჩნდეს CE მარკირება.

სატენდერო წინადადების ფასი და ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N26 (საკადასტრო კოდი: 01.18.12.010.073))

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. საგარანტიო ვადა და პირობები:
1.7.1.1.1. დანადგარის კარკასზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 წელი;
1.7.1.1.2. აერაციულ ელემენტებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი;
1.7.1.1.3. ჰაერის კომპრესორზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არნაკლებ 2 წელი.
1.7.1.1.4. ყველა სხვა მოწყობილობაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღებაჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.
1.7.1.1.5. საგარანტიო ვადის განმავლობაში, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საქონელზე წუნის/დეფექტის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ნებისმიერი წუნის/დეფექტის/ხარვეზის აღმოფხვრა, შეკეთება ან ახლით შეცვლა იდენტური და ტოლფასი რესურსის მქონე, იმავე მწარმოებლის მიერ დამზადებული საქონლით.

1.7.1.2. საგარანტიო მომსახურება - 18 თვე.
1.7.1.2.1. საგარანტიო მომსახურების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს დანადგარის პროფილაქტიკური შემოწმება და წმენდა ყოველ 6 თვეში ერთხელ. შემოწმება მოიცავს აერაციის სისტემის, ფილტრების, კომპრესორის და კამერების მდგომარეობის ინსპექტირებას, საჭიროების შემთხვევაში მათ გაწმენდას ან შეცვლას.
1.7.1.2.2. ყველა პროფილაქტიკური სამუშაო ხორციელდება მიმწოდებლის ხარჯით. პროფილაქტიკური ვიზიტის შემდეგ დგება ტექნიკური ანგარიშის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.
1.7.1.2.3. საგარანტიო მომსახურების პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 18 თვე) განმავლობაში შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება სახელშეკრულებო თანხის 10% და მისი გადარიცხვა მიმწოდებლისათვის მოხდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ. თანხის ანაზღაურებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური ანგარიშის ოქმი და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს დასკვნა დანადგარიდან გამდინარე წყლის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის შესახებ, დადგენილი საქართველოს მთავრობის №17 დადგენილების შესაბამისად. თუ ექსპერტიზამ დაადასტურა შეუსაბამობა, თანხის ანაზღაურება ხარვეზების აღმოფხვრამდე არ განხორციელდება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის შესახებ.

2.1.1.2 მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, მოდელის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.მიმწოდებელს, საანგარიშო პერიოდში* უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (სამი) ერთეული ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის მიწოდების (მონტაჟით) გამოცდილება.

* საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2024 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.

დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება:
- მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ებ)ის ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, შესყიდვის ობიექტის შინაარსი და ღირებულება).
- მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საქონლის მიწოდების (მონტაჟით) ფაქტს.
- იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).
- იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
- წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.
-თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი შესყიდვის ობიექტის შინაარსი, შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა. ამასთან შემსყიდველი უფლებამოსილია ინფორმაციისათვის ან/და რეკომენდაციისათვის მიმართოს პრეტენდენტის იმ დამკვეთებს, რომლებთან გაფორმებულ დოკუმენტებსაც წარმოადგენს პრეტენდენტი გამოცდილების დასტურად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური პარამეტრის (კერძოდ, მოთხოვნილი ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის წარმადობა) სატენდერო პირობების 1.2.1.1. ქვეპუნქტით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

სატენდერო პირობების 2.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონარიდი ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის ტექნიკური პასპორტიდან (ან/და ე.წ ,,Data Sheet"-დან) ან/და მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ან/და ამონარიდი მწარმოებლის ოფიციალური ინტერნეტ საიტიდან, ინტერნეტ მისამართ(ებ)ის (ლინკი) მითითებით. აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი/ამონარიდი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.

2.7.1.2. EN 12566-3 ან ეკვივალენტური საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული;

2.7.1.3. დანადგარს უნდა გააჩნდეს CE მარკირება, რომელიც ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას ევროკავშირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია უცხოურ ენაზე მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი).

2.9 other additional requirements

წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

1. შევსებული დანართი N1 Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი);
3. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური პარამეტრის (კერძოდ, მოთხოვნილი ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის წარმადობა) სატენდერო პირობების 1.2.1.1. ქვეპუნქტით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით).
4. დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის EN 12566-3 ან ეკვივალენტურ საერთაშორისო სტანდარტს (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.2 ქვეპუნქტით განაზღვრული პირობების გათვალისწინებით).
5. ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის CE მარკირებას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს:
ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო წერეთელი, 595131111, nino.tsereteli@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“.

10.1.2. შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ვალდებულებები:

10.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია:

10.1.3.1. დაიცვას საქართველოს შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის, ტექნიკური რეგლამენტების და დამკვეთის შიდა წესები.

10.1.3.2. ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, წარუდგინოს დამკვეთს შემდეგი დოკუმენტები:
• რისკის შეფასების შევსებული ფორმა, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის 01-15/ნ ბრძანების შესაბამისად.
• მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული საევაკუაციო გეგმა;

10.1.3.3. სამუშაო პროცესში გამოვლენილი საფრთხეების იდენტიფიცირებისას წარუდგინოს დამკვეთს განახლებული რისკის შეფასების ფორმა.

10.1.3.4. მიმწოდებელი სრულად პასუხისმგებელია საკუთარი პერსონალის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობაზე:
• მიმწოდებელი უზრუნველყოფს დასაქმებულების აღჭურვას ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
• საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს დასაქმებულებს უბედური შემთხვევის დაზღვევით.
• განსაზღვრავს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს.
• უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების საწყისი/პერიოდული და მიზნობრივი ინსტრუქტაჟის ჩატარებას და შესაბამისი ჟურნალების წარმოებას (ხელმოწერებით).
• ამოწმებს ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობას და ახდენს მისი დოკუმენტირებას.

10.1.3.5. შემსყიდველს ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შრომის ინსპექციის სამსახურთან დასვას სამუშაოების შეჩერების საკითხი, თუ სამუშაოების შემსრულებელი არღვევს ხელშეკრულებაში მითითებულ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს. სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში გაცდენილი დრო არ ჩაითვლება საპატიოდ.

10.1.3.6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.

10.1.3.7. მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. პასუხიმგებელია სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოზე მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე, რომელიც სრულად ანაზღაურდება მის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.1.3.8. სამუშაოების დასრულების შემდგომ მშენებელი ვალდებულია პირვანდელი ან გაუმჯობესებული მდგომარეობამდე აღადგინოს დროებით დაკავებული ტერიტორიები.

10.1.3.9. გარემოსდაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვლება ხელშეკრულების პირობების არსებით დარღვევად, რაც უფლებას აძლევს შემსყიდველს მოსთხოვოს მიმწოდებელს მის აღმოფხვრამდე დროებით შეაჩეროს სამუშაოების წარმოება ან/და ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად. სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში გაცდენილი დრო არ ჩაითვლება საპატიოდ.



10.1.4. სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.5. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).
10.1.6. ელ.ტენდერის დღგ-ს გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, შესასყიდი საქონლის ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru