Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71622341)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit legal entity Tbilisi Development Fund
Номер конкурса: 71622341
Дата публикации: 31-03-2026
Сумма контракта: 1 311 925


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006505
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.03.2026 11:09
Начало приема предложения 16.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 21.04.2026 14:30
Предполагаемая цена закупки 1`311`925.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
  • 45260000 - Кровельные работы и другие специализированные строительные
Срок подачи წერილობითი დავალების მიცემიდან არაუმეტეს 4 თვე
Дополнительная информация
ქ. თბილისი, სიონის ტაძრის სახურავის ბურულის ცვლილებისა და სიონის ტაძრის დასავლეთით მდგარ სამრეკლოს სახურავის ბურულის აღდგენის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`248.00 GEL
Размер гарантии 13`119 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gvantsa beruchashvili :: 25.03.2026 13:59
  • Последнее исправление: gvantsa beruchashvili :: 31.03.2026 11:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=679606&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისი, სიონის ტაძრის სახურავის ბურულის ცვლილებისა და სიონის ტაძრის დასავლეთით მდგარ სამრეკლოს სახურავის ბურულის აღდგენის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში, (სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა).
1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით დანართი №1–ის მიხედვით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, გარდა 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ №12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1–ში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ღირებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების სრული ღირებულება მასალის და სხვა აუცილებელი საჭირო მომსახურების, სამუშაოების და ყველა სახის გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია შეიცვალოს გაუთვალისწინებელი ხარჯისა და დღგ-ს პროცენტული ოდენობები. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ერთეულის ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი). სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1–ში (ხარჯთაღრიცხვა) პრეტენდენტის მიერ მითითებული სამუშაოს ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ზღვრულ ერთეულის ფასებს.
1.2.4 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.5 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG-ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ წარდგენილი ესკიზის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.6 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

წერილობითი დავალების მიცემიდან არაუმეტეს 4 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, სიონის ტაძარი და სიონის ტაძრის დასავლეთით მდგარი სამრეკლო.

1.6 guarantee period for the works to be performed

ა) სახურავი - 10 წელი.
ბ) სხვა სამშენებლო სამუშაოები - 3 წელი.

1. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის პირველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ.
2. მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის პირველი წლის ამოწურვამდე, დარჩენილ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადის პირველი წლის დასრულების თარიღს.
3. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდება.
4. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2.5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე - შენობებზე (ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების (ფაქტობრივი შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ზე ნაკლები.
წარმოდგენილი უნდა იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში შესრულებული სამუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ფორმა N2.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სრულად, მათი დამატებით წარმოდგენა საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაციის ცხრილი და მასში მიუთითოს SPA,NAT,DAP,DEP ან CMR ნომრები.
პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს ააიპ „თბილისის განვითარების ფონდთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მოითხოვება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი:
1. შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გეგმა-გრაფიკის კორექტირება, რის შესასრულებლადაც შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს კორექტირების გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 10 (ათი) კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გაზარდოს როგორც დასაქმებული პერსონალისა და მანქანა-მექანიზმების რაოდენობა, ისე სამუშაო რეჟიმი (სამუშაო დროის ზრდა, ღამის ცვლის დამატება, 24 (ოცდაოთხი) საათიანი რეჟიმი). აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე და მოითხოვს ზიანის ანაზღაურება.
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე შეასრულა სამუშაოები, რომლებიც სცილდება პროექტით გათვალისწინებულ სამუშაო მოცულობებს ან/და განახორციელა ახალი სახეობის სამუშაოები, მაშინ შემსყიდველს არ წარმოეშობა ამ სამუშაოების ღირებულების ანგარიშსწორების ვალდებულება, იმის მიუხედავად, ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული სამუშაოები შესყიდვის საგნის პროექტით განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევას. შემსყიდველი უფლებამოსილია ხსენებული თანხმობა გასცეს აღნიშნული სამუშაოების შესრულებამდე, შესრულების პროცესში ან შემდგომ.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამუშაოების შესრულების ან/და მასალების ხარისხის შეუსაბამობაზე შემსყიდველისგან მიღებული პრეტენზია დააკმაყოფილოს სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა ეტაპზე (ეტაპებზე) მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულ სამუშაოებზე, შეუსაბამობები ხარისხთან მიმართებაში გამოვლინდა მხოლოდ შემდგომ პერიოდში. პრეტენზიის დაკმაყოფილებისათვის შემსყიდველი განსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაციით დაუზუსტებელი ისეთი ტიპის სამუშაოების შესრულება, რომელიც, როგორც წესი, დადგენილია სამშენებლო წესებით და სტანდარტებით (ხის, ლითონის, ქვის დეტალების, ნაძერწი ფიგურების რესტავრაციის, საცრემლეების, წვიმასატარი მილების, მუხლების, ძაბრებისა და ღარების, მათი სამაგრების დამზადება-მოწყობის, გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის შეერთებების ნაწიბურების მდგარი და დაწვენილი ნარიმანდების, კარ-ფანჯრების ალათებისა და ნაოთხალების მდგომარეობის, სიბრტყითი ზედაპირების ვერტიკალური და ჰორიზონტალური უსწორობების, კედლებისა და კარნიზების, სწორხაზოვანი ნაკეთობებისა და სხვა მსგავსი სახეობების, საღებავით ზედაპირების დაფარვის ინტენსივობის გადახრების დასაშვები სტანდარტები და ა.შ.) შეათანხმოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
6. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ყველა ტიპის ზიანზე ან/და დანაკარგზე, რაც გამოწვეული იქნება რეაბილიტაციის პროცესში ბუნებრივი მოვლენებით (წვიმა, თოვლი, ყინვა, ქარი და ა.შ) და რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა სათანადო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით, პასუხისმგებელია მიმწოდებელი, რომელიც ვალდებულია შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას ზიანი საკუთარი ხარჯებით. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რა დროსაც შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
7. მიმწოდებელს ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც შესყიდვის საგნის, ისე სამშენებლო მოედანზე (მათ შორის, შენობაში) არსებული ნივთების დაცვა-შენარჩუნებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღემდე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს უფლება აქვს ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების 30% მდე მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში.

ქვეკონტრაქტორის შემსყიდველის თანხმობის გარეშე გაფორმება გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყნენ დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).

ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს გადასაცემი სამუშაოების იდენტური პროცენტულობის ღირებულების გამოცდილება.

2.9 other additional requirements

2.9.1 ვინაიდან პრეტენდენტებისათვის სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში-ლარში, ხელშეკრულება გაფორმდება ლარში. შესაბამისად ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში-ლარში. უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში, მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (ლარში) ან უცხოური ბანკებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტიების (ლარში) ვალიდურობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
2.9.2 პრეტენდენტმა სატენდერო წინდადადება უნდა წამორადგინოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტორნული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
2.9.3 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.9.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მინეიჭება ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს.
2.9.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
2.9.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9.7 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციაში და მის დანართებში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი არწარმოდგენა ან/და არასრულად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

იურიდიული პირისთვის:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა.

5.1.3 for an individual entrepreneur

ინდივიდუალური მეწარმისთვის:

1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 მუხლში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა.

5.1.4 for a physical entit

ფიზიკური პირისთვის:

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ..

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
2)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).
შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ ამხანაგობის წევრებს გაფორმებული აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებათ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ ამხანაგობის წევრებს გაფორმებული აქვთ ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru