Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #71622336)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 71622336
Дата публикации: 30-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260006488
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.03.2026 20:23
Начало приема предложения 26.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.05.2026 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 739.13 GEL
Контрактная цена объекта закупки 3`331`168.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55510000 - Столовая
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
2026-2027 წლებისთვის კვებითი მომსახურების შესყიდვა
Procurement of Canteen services by 2026-2027
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 33`312 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tengiz khaniashvili :: 27.03.2026 22:11
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 30.03.2026 20:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=680204&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით 2026-2027 წლების პერიოდისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მორიგე თანამშრომლების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების კვებითი მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების პირობები მოცემულია დანართში - ,,ტექნიკური დავალება".

თითოეულ იმ ობიექტზე სადაც ფუნქციონირებს სასადილო კვებითი მომსახურების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების აქტი, კვების ობიექტში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, ხოლო სტანდარტებთან შეუსაბამო ინფრასტრუქტურის გამო შესაბამისობის შეფასების აქტის გაუცემლობის შემთხვევაში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული, აღნიშნულის დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ხელშეკრულება. კვებითი მომსახურების დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს სურსათის სააგენტოსთან მიმართვა სერთიფიცირების თაობაზე და წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთიი) კალენდარული დღის განმავლობაში და უნდა გაგრძელდეს 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: იხილეთ დანართი: ,,დანართი N7 - მომსახურების გაწევის ადგილი და სავარაუდო მოცულობები".

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის კვებითი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და ხელშეკრულებ(ები)ა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები. წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის კვებითი მომსახურების გაწევის გამოცდილებაში სატენდერო კომისიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ ხელშეკრულებების გათვალისწინება/ჩათვლა, რომლებიც გულისხმობდა მომსახურების გაწევას არანაკლებ 50 პოზიციანი პრეისკურანტით (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არანაკლებ 50 სხვადასხვა დასახელების მზა საკვების მიწოდებას) აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი ხელშეკრულ(ებ)ებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში:

2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023, 2024, 2025 და 2026 წლებში უნდა ჰქონდეს გაფროემბული ყოველწლიურად არანაკლებ 3 ხელშეკრულება კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე ან/და საიჯარო ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება რომ ფართი გადაცემული იქნა პრეტენდენტისთვის კვებითი მომსაურების გაწევის მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ხელშეკრულებები და დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მაგ: მიღება-ჩაბარების აქტები, შემსყიდველის/მოიჯარის წერილი და ა.შ. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან გააჩნია ბრუნვა არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.

2.9 other additional requirements

2,9.1 პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობისას წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

2.9.2 პრეტენდენტის სატენდერო წინადადება რომელის განფასების ცხრილში (პრეისკურანტი) პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების განფასების ცხრილიში (პრეისკურანტი) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი (აღნიშნულის შეცდომით წარმოდგენა ექვემდებარება დაზუსტებას);

2.9.3 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, ძირითად დროში დაფიქსირებულ ფასთან მიმართებაში, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;

2.9.4 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდება:
- შს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 2 577 472 ლარის ფარგლებში;
- შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 540 000 ლარის ფარგლებში;
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 213 696 ლარის ფარგლებში;

(ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შესაძლებელია სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულებები დაზუსტდეს 10 %-ის ფარგლებში)

2,9.5 ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ზემოაღნიშნული თანხების აუთვისებლობა არ წარმოშობს რაიმე ტიპის ვალდებულებას მხარეთა მიმართ და მიმწოდებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს აუთვისებელი თანხების ანაზღაურება.

2.9.6 პრეტენდენტმა პრეისკურანტში დაფიქსირებულ ფასად უნდა უზრუნველყოს კომერციული მომსახუების გაწევა (ფასის გაზრდა, თუნდაც მხოლოდ კომერციული მიმართულებით დაუშვებელია).

2.9.7 მთავრობის თანხმობის შემთხვევაში მიმწოდებელს კვებითი მომსახურების განხორციელების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცემა სამზარეულო ინვენტარი და უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცემა სასადილო ფართი, რაზეც გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

2.9.8 მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე გადაიხადოს კომუნალური მომსახურების ღირებულება სრულად. კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ან შესაბამისი უფელებამოსილი დანაყოფის მოთხოვნის საფუძველზე არ მოახდინოს ანგარიშსწორება. მანამ სანამ არ მოხდება მიმწოდებლის მხრიდან წინა თვეების კომუნალური დავალიანების დაფარვა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენა.

2.9.9 მომწოდებელმა თავის ხარჯებით უნდა აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, გარდა სამზარეულოს გარე სივრცეში, დარბაზში და სხვა სივრცეებში არსებული გაგრილების/გათბობის, ვენტილაციის სისტემებისა და ელექტრო გაყვანილობისა, რომლის ტექ მომსახურებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი. ასევე მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას დაზიანებისაგან ძირითადი საშუალებები, სამზარეულო ინვენტარი და ჭურჭელი.

2.9.10 სპეც. მენიუების ანაზღაურება მოხდება კაცთა რაოდენობისა და სპეც მენიუების ჯამური ღირებულების გათვალისწინებით და არ იქნება გათვალისწინებული რეალურად მოხმარებული საკვები პროდუქტების მოცულობები ან/და მათი ერთეულის ღირებულებები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 მაისი.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში, სახელშეკრულებო ღირებულების მიუხედავად.

გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, რომ ის არის უპირობო და გამოითხოვადი, რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20 %-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ჩათვლით.

თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გეწაძე, 577556121, n.gecadze@mia.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ციცინო ოთარაშვილს 571 77-00-12

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru