Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы (Грузия - Тендер #71544098)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 71544098
Дата публикации: 26-03-2026
Сумма контракта: 2 798 850


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON260000170
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.03.2026 13:18
Начало приема предложения 02.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 2`798`850.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44600000-Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
Коды классификатора
  • 44613700 - Контейнеры для отбросов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 55`980 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: mariam mikeladze :: 04.02.2026 17:09
  • Последнее исправление: salome melashvili :: 25.03.2026 16:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671353&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 5 955 ცალი 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი (რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს +/-20%-ის ოდენობით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მოცულობა - 1100 ლიტრი;
2. კონტეინერის ზომები მოცემულია დანართ N3-ში.
3. სტანდარტი - კონტეინერი უნდა აკმაყოფილებდეს EN 840 და RAL GZ 951/1 სტანდარტით გათვალისწინებულ ხარისხის მოთხოვნებს;
4. კონტეინერი მარკირებული უნდა იყოს EN 840-ის შესაბამისად (კონტეინერის კორპუსზე მდგრადად და მკაფიოდ მონიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მოთხოვნილის სტანდარტის ნომერი (EN 840-2/3); ნომინალური მოცულობა; მწარმოებლის დასახელება ან სავაჭრო ნიშანი; დასაშვები სრული მასა, კილოგრამებში; წარმოების წელი და თვე).
5. ცარიელი კონტეინერის წონა - 45-70 კგ;
6. ტვირთამწეობა არანაკლებ - 440 კგ;
7. თავსებადობა მუნიციპალიტეტების ნაგავმზიდებთან - კონტეინერს გვერდებზე უნდა ჰქონდეს სტანდარტული უკუდამტვირთავი ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები (EN1501-5 სტანდარტის შესაბამისად), ასევე, გვერდებზე და უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს სახელურები;
8. მასალა/შემადგენლობა - დამზადებული უნდა იყოს მაღალი წნევით კომპაქტური ჩამოსხმის მეთოდით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE- High Density Polyethylene). არ უნდა შეიცავდეს კადმიუმს და ევროპის ქიმიკატების სააგენტოს (European Chemicals Agency) მიერ დადგენილ სახიფათო ნივთიერებებს (SVHC - substances of very high concern);
9. ლითონის დეტალები - ყველა ლითონის დეტალი დამზადებული უნდა იყოს კოროზიაგამძლე მეტალისგან ან დაცული უნდა იყოს ანტიკოროზიული დაფარვით;
10. სახურავის ტიპი - ბრტყელი (EN-840-2) ან გუმბათოვანი (EN-840-3). კონტეინერს სახურავზე უნდა ახლდეს ერთი ან ორი დამატებითი ხუფი (სახელურით), მცირე ზომის ნარჩენების განსათავსებლად;
11. მანიშნებელი - ორი ამრეკლი წინა ორივე კუთხეზე და თერმულად დატანილი მანიშნებელი სტიკერები (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
12. ფერი - მუქი ნაცრისფერი. დამატებითი ხუფის ფერი - ლურჯი ან სტაფილოსფერი.
13. სადრენაჟე სისტემა - კონტეინერს უნდა გააჩნდეს სადრენაჟე გასასვლელი ჩამკეტით, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერის შიდა სივრცის მარტივ, ჰიგიენურ წმენდას;
14. ბორბლები - კონტეინერს უნდა ჰქონდეს 4 ბორბალი. ბორბლების დიამეტრი 200 +/- 2 მმ. წინა მხარეს განთავსებულ 2 ბორბალს უნდა გააჩნდეს სამუხრუჭე სისტემა. პედალზე ფეხის დაჭერით უნდა იბლოკებოდეს როგორც ბორბალი, ასევე მოტრიალების გორგოლაჭი.

შენიშვნა: 1. ტენდერის ფარგლებში მიწოდებული ყველა პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი წარმოებული უნდა იყოს ერთი და იმავე წარმოების პარტიის ფარგლებში.
2. წარმოების პარტია უნდა გულისხმობდეს:
- ერთსა და იმავე ნედლეულს,
- ერთსა და იმავე ტექნოლოგიურ პროცესს,
- ერთსა და იმავე საწარმოო ციკლს (განსაზღვრული დროის ინტერვალში წარმოებული იდენტური პროდუქცია).
3. თითოეულ კონტეინერზე დატანილი უნდა იყოს პარტიის ნომერი (წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი) ქარხნული წესით. პარტიის ნომერი დატანილი უნდა იყოს ჩამოსხმაში ინტეგრირებული მარკირებით (molded-in marking); ღრმა ლაზერული გრავირებით (laser engraving) ან ცხელი დაშტამპვით (Hot stamping); პარტიის ნომერი უნდა იყოს მდგრადი და მკაფიოდ კითხვადი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. იგი არ უნდა იშლებოდეს, მათ შორის მაღალი წნევის წყლის ჭავლით რეცხვისას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღის განმავლობაში, დანართი N2-ით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ით განსაზღვრული მისამართები.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია ნაგავშემკრები კონტეინერები შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს აწყობილ მდგომარეობაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გარანტია სრულ კონტეინერზე, მათ შორის მექანიზმებზე და გორგოლაჭებზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში, საქონლის დაზიანების ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით (მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯი), შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის შეცვლა ან შეკეთება. საგარანტიო პირობების შესახებ პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

1.7.1.2. საქონლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%–ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება საქონლის საბოლოო მიწოდების ვადით განსაზღვრული თარიღიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით. გარანტია გაცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. თუ საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდება ვადაგადაცილებით, მიმწოდებელი ვალდებულია დააკორექტიროს გარანტიაში მითითებული ვადა.

1.7.1.3. თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მოთხოვნებს, მაშინ 1.7.1.2. პუნქტით განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია ჩამოერთმევა სრულად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.1.1.2. პრეტენდენტმა შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი და შემოთავაზებული საქონლის მოდელი ან/და ყალიბის ნომრები, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი N1-ის შესაბამისად.

2.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანას, მწარმოებლის დასახელებას, ასევე შემოთავაზებული საქონლის მოდელს ან/და ყალიბის ნომრებს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ასევე, საქონლის მოდელის ან/და ყალიბის ნომრების შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ასევე, საქონლის მოდელის ან/და ყალიბის ნომრების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და ყალიბის ნომრების იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის EN 840 -2 ან EN 840 -3, ასევე, EN 840 -5, EN 840 -6 და RAL-GZ 951/1 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი TUV (TÜV Rheinland; TÜV SÜD, TÜV NORD) SKZ, GGAWB ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის DIN EN ISO/IEC 17025 და DIN EN ISO/IEC 17065 აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფეროში მითითებული უნდა იყოს EN 840)) მიერ გაცემული ძალაში მყოფი სერტიფიკატი; წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს, პრეტენდენტის მიერ დანართ N1-ში მითითებული, შემოთავაზებული საქონლის მოდელი ან/და ყალიბის ნომრები.

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი დაადასტურებს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (მითითებული უნდა იყოს ტენდერი ნომერი) ფარგლებში შემოთავაზებული კონტეინერის (მითითებული უნდა იყოს მოდელი ან/და ყალიბის ნომერები) ქვემოთ მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს:

ა) ცარიელი კონტეინერის წონა,
ბ) ტვირთამწეობა,
გ) დასტური, რომ კონტეინერს გვერდებზე ექნება სტანდარტული უკუდამტვირთავი ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები (EN1501-5 სტანდარტის შესაბამისად), ასევე, გვერდებზე და უკანა მხარეს ექნება სახელურები;
დ) დამზადებულია მაღალი წნევით კომპაქტური ჩამოსხმის მეთოდით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE- High Density Polyethylene).
ე) არ შეიცავს კადმიუმს და ევროპის ქიმიკატების სააგენტოს (European Chemicals Agency) მიერ დადგენილ სახიფათო ნივთიერებებს (SVHC - substances of very high concern).
ვ) ყველა ლითონის დეტალი დამზადებული იქნება კოროზიაგამძლე მეტალისგან ან დაცული იქნება ანტიკოროზიული დაფარვით;
ზ) კონტეინერს სახურავზე ახლდება ერთი/ორი დამატებითი ხუფი (სახელურით), მცირე ზომის ნარჩენების განსათავსებლად;
თ) სადრენაჟე სისტემა - კონტეინერს უნდა გააჩნდეს სადრენაჟე გასასვლელი ჩამკეტით, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერის შიდა სივრცის მარტივ, ჰიგიენურ წმენდას;
ი) ბორბლების დიამეტრი. ასევე, დასტური, რომ წინა მხარეს განთავსებულ 2 ბორბალს გააჩნია სამუხრუჭე სისტემა. პედალზე ფეხის დაჭერით დაიბლოკება როგორც ბორბალი, ასევე მოტრიალების გორგოლაჭი.
კ) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში (მითითებული უნდა იყოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი) შემოთავაზებული კონტეინერი (მითითებული უნდა იყოს მოდელი ან/და ყალიბის ნომრები) სრულად იდენტური იქნება, იმ კონტეინერის რომელზეც გაცემულია EN 840 და RAL-GZ 951/1 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი (მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის ნომერი (რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად)).
ლ) პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში (მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის დასახელება), კონტეინერები წარმოებული იქნება ერთი და იმავე წარმოების პარტიის ფარგლებში და თითოეულ კონტეინერზე ქარხნულად დატანილი იქნება პარტიის ნომერი (კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი) ჩამოსხმაში ინტეგრირებული მარკირებით, ღრმა ლაზერული გრავირებით ან ცხელი დაშტამპვით.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ვიზუალი - რომელშიც მოცემული იქნება წინხედი, გვერდხედი, ზედხედი, უკანა მხარე და ძირი. აღნიშნული შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ფერადი ფოტოსურათ(ებ)ის ან/და მწარმოებლის ვებ გვერდის ბმულის მეშვეობით. პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნებს, მათ შორის, ფერებიც უნდა იყოს მოთხოვნილის შესაბამისი. წარმოდგენილ ფოტო(ებ)ზე EN 840-ის შესაბამისი მარკირება უნდა იყოს თვალსაჩინო.
2.9.2. პრეტენდნეტმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პროდუქტის ვიზუალი, რომელზეც დატანილი იქნება ზომები დანართ N3-ში მითითებული ნიმუშის შესაბამისად.

2.9.3. წინამდებარე ტენდერის 2.9.2. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ზომები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებულ ზომებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას შეიცავს სერტიფიკატი).

2.9.3.1. თუ სერტიფიკატში მითითებულია ზომები, თუმცა არ ასახავს წინამდებარე ტენდერში მოთხოვნილ პარამეტრებს, რომელიც მოცემულია ნიმუშში, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მასერტიფიცირებლის ან მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება კონტეინერის რა ზომებია მითითებული სერტიფიკატში (აღნიშნული ინფორმაცია დატანილ იქნეს კონტეინერის ვიზუალზე).

შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ტენდერის ფარგლებში მოწოდებული ყველა პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი წარმოებული უნდა იყოს ერთი და იმავე წარმოების პარტიის ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული პარტიიდან მიმწოდებელმა/მწარმოებელმა შერჩევითი წესით უნდა აარჩიოს ნიმუში, რომელიც გაივლის სრულ ტესტირებას შემდეგი სტანდარტების შესაბამისად: EN 840 (840-2/3; 840-5; 840-6) და RAL-GZ 951/1. ტესტირება უნდა განხორციელდეს TUV (TÜV Rheinland; TÜV SÜD, TÜV NORD) SKZ ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის DIN EN ISO/IEC 17025 აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სფეროში მითითებული უნდა იყოს EN 840)) მიერ, რომელმაც უნდა გასცეს სერტიფიკატი/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს რომ კონსოლიდირებულ ტენდერში შემოთავაზებული კონტეინერი (მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, ასევე, პროდუქტის მოდელი ან/და ყალიბის ნომრები), რომელიც წარმოებული იქნა კონკრეტული პარტიის ქვეშ (მითითებული უნდა იყოს პარტიის ნომერი/კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი) შეესაბამება EN 840 -2/3, EN 840 -5, EN 840 -6 და RAL-GZ 951/1 სტანდარტებს. თუ წარმოდგენილი არ არის სერტიფიკატი, დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ტესტ-რეპორტი. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდებისას შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს ზემოაღნიშნული სერტიფიკატი/დოკუმენტ(ებ)ი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

55980

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) . მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე.

6.2.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-მდე ოდენობით.

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არაუადრეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.

7.1.1.4 ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე მელაშვილი, 577160830, smelashvili@spa.ge ქეთევან კუპრაძე - 577 307 705

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული “კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე, „2026 წლის განმავლობაში ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 თებერვლის №360 განკარგულების საფუძველზე;

10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული, დანართ N2-ში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 1 100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით;

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, 1 100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2026 წლის განმავლობაში ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.5. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას დაუდგა საჭიროება დამატებითი რაოდენობით შეისყიდოს შესყიდვის ობიექტი ან იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს და სატენდერო კომისიას. გამარჯვებულისა და სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულება და მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

26-03-2026 Проверочная и испытательная аппаратура.

26-03-2026 Медицинское оборудование .

26-03-2026 Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей .

26-03-2026 Различное транспортное оборудование и запасные части для замены.

26-03-2026 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

26-03-2026 Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru