Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы (Грузия - Тендер #71544097)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 71544097
Дата публикации: 26-03-2026
Сумма контракта: 1 912 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON260000171
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.03.2026 13:20
Начало приема предложения 02.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 1`912`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44600000-Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
Коды классификатора
  • 44613700 - Контейнеры для отбросов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
1100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 38`240 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: mariam mikeladze :: 04.02.2026 17:21
  • Последнее исправление: salome melashvili :: 26.03.2026 13:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671359&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 1 912 ცალი 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერი. მითითებული რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს +/-20%-ის ფარგლებში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტევადობა - 1100 ლიტრი;
2. კონტეინერის ზომები მოცემულია დანართ N3-ში.
3. კოროზიამედეგობის მიზნით, კონტეინერის ლითონის ზედაპირი (შიდა და გარე ზედაპირი) დამუშავებული უნდა იყოს ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN ISO 1461 სტანდარტის შესაბამისად;
4. კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს EN840 სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად (კონტეინერის კორპუსზე მდგრადად და მკაფიოდ მონიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მოთხოვნილი სტანდარტის ნომერი (EN 840-2/3); ნომინალური მოცულობა; მწარმოებლის დასახელება ან სავაჭრო ნიშანი; დასაშვები სრული მასა, კილოგრამებში; წარმოების წელი და თვე);
5. კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს მაღალხარისხიანი, ცივი ტექნოლოგიით დაპრესილი მეტალისგან, EN 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად;
6. ფოლადის სისქე, რომლისგანაც წარმოებულია კონტეინერი უნდა იყოს: კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის გამაგრებები არანაკლებ 2 მმ ფოლადისგან;
7. კონტეინერს მდგრადობისთვის ზედაპირზე უნდა გააჩნდეს სიხისტის ჩაღრმავებები;
8. კონტეინერის ქვედა მხარე/ძირი უნდა იყოს წარმოებული ღრმად დაპრესილი ერთიანი ნაწილისგან, შედუღების გარეშე;
9. ქვედა ნაწილი/ძირი კონტეინერის კორპუსთან უნდა იყოს შედუღებული უწყვეტი ხაზით. შედუღების ხაზი უნდა იწყებოდეს კონტეინერის ქვედა ნაწილიდან/ძირიდან მინიმუმ 45 მმ-ის სიმაღლეზე;
10. კონტეინერის ძირს უნდა ჰქონდეს ტრაპეციის ფორმა არანაკლებ 20 მმ ჩაღრმავებით, რათა უზრუნველყოფილ იყოს მასში დაგროვილი სითხის და სიმძიმის ცენტრის დრენაჟისკენ გადატანა;
11. კონტეინერი უნდა იყოს სრული და უწყვეტი ხაზით შედუღებული.
12. კონტეინერს გვერდებზე უნდა გააჩნდეს სტანდარტული ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები, რომლებიც განთავსებულია მიწის ზედაპირიდან 1000-1100 მმ სიმაღლეზე;
13. კონტეინერის ძირი აღჭურვილი უნდა იყოს საწრეტი ხვრელის (არანაკლებ 40 მმ) დამხშობი საცობით;
14. კონტეინერი აღჭურვილი უნდა იყოს 4 სახელურით;
15. უნდა გააჩნდეს ღერძის გარშემო, საკისარზე თავისუფლად მბრუნავი მეტალის გულიანი რეზინის 4 ცალი გორგოლაჭი, ოთხივე მუხრუჭიანი - დიამეტრით 200 +/- 2 მმ;
16. კონტეინერს უნდა ჰქონდეს თავსახურის ასახდელი პედალი;
17. კონტეინერის თავსახური უნდა იყოს ლითონის, მინიმუმ ერთი სახელურით;
18. კონტეინერი თავსებადი უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ნაგავმზიდებთან;
19. კონტეინერს უნდა ჰქონდეს ოთხი ამრეკლი (ოთხივე კუთხეზე);
20. კონტეინერზე მანიშნებელი სტიკერები დატანილი უნდა იქნას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის განმავლობაში, დანართი N2-ით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ით განსაზღვრული მისამართები.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია ნაგავშემკრები კონტეინერები შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს აწყობილ მდგომარეობაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვიანი გარანტია სრულ კონტეინერზე, მათ შორის მექანიზმებზე და გორგოლაჭებზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში, საქონლის დაზიანების ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით (მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯი), შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის შეცვლა ან შეკეთება. საგარანტიო პირობების შესახებ პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

1.7.1.2. საქონლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%–ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება საქონლის საბოლოო მიწოდების ვადით განსაზღვრული თარიღიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით. გარანტია გაცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. თუ საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდება ვადაგადაცილებით, მიმწოდებელი ვალდებულია დააკორექტიროს გარანტიაში მითითებული ვადა.

1.7.1.3. თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მოთხოვნებს, მაშინ 1.7.1.2. პუნქტით განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია ჩამოერთმევა სრულად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.1.1.2. პრეტენდენტმა დანართ N1-ში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი, შემოთავაზებული საქონლის მოდელი, მაგალვანიზირებელი ქარხნის დასახელება და მეტალის მწარმოებელი, ასევე, ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება.

2.1.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დანართ N1-ში არ მიუთითებს წარმოების ქვეყანას, მწარმოებლის დასახელებას, შემოთავაზებული საქონლის მოდელს, მაგალვანიზირებელი ქარხნის დასახელებას და მეტალის მწარმოებელს, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის დასახელების, შემოთავაზებული საქონლის მოდელის, მაგალვანიზირებელი ქარხნის დასახელების და მეტალის მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი, ასევე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის დასახელების, შემოთავაზებული საქონლის მოდელის, მაგალვანიზირებელი ქარხნის დასახელების და მეტალის მწარმოებლის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან/და შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის დასახელების, შემოთავაზებული საქონლის მოდელის, მაგალვანიზირებელი ქარხნის დასახელების და მეტალის მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული კონტეინერის მწარმოებლის, მეტალის მწარმოებლის და მაგალვანიზირებელი ქარხნის ძალაში მყოფი ISO 9001 სერტიფიკატები. სერტიფიკატის მოქმედების სფერო უნდა მოიცავდეს შესაბამისი პროდუქციის წარმოებას/დამუშავებას.

2.7.1.2. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული კონტეინერის მწარმოებლის ISO 14001 სერტიფიკატი.

2.7.1.3. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული კონტეინერის EN 840-2 ან EN 840-3, ასევე EN 840-5 და EN 840-6 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი ძალაში მყოფი სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს TUV (TÜV Rheinland; TÜV SÜD, TÜV NORD) SKZ ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის EN ISO/IEC 17025 და EN ISO/IEC 17065 აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სფეროში მითითებული უნდა იყოს EN 840)) მიერ.

2.7.1.4. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული კონტეინერის მწარმოებლის ძალაში მყოფი EN ISO 3834-2,3834-3 ან 3834-4 სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის EN ISO/IEC 17021 აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ.

2.7.1.5. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს EN ISO 1461 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/შესაბამისობის დეკლარაცია (აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული პირის მიერ (სერტიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის EN ISO/IEC 17025 აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ან შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას თავად აღნიშნული მაგალვანიზირებელი ქარხნის მიერ გაცემული სერტიფიკატი/შესაბამისობის დეკლარაცია); წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ძალაში მყოფი, ხოლო თუ დოკუმენტზე არ არის მითითებული მოქმედების ვადა აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 1 იანვრისა;

2.7.1.6. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს EN 10204 სტანდარტით განსაზღვრული 3.1 ან 3.2 ტიპის სერტიფიკატი, გაცემული მეტალის მწარმოებლის მიერ. წარმოდგენილი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს ფოლადის სისქის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნასთან (ფოლადის სისქე, რომლისგანაც წარმოებულია კონტეინერი უნდა იყოს: კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის გამაგრებები არანაკლებ 2 მმ ფოლადისგან).

2.7.1.7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი დაადასტურებს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (მითითებული უნდა იყოს ტენდერი ნომერი) ფარგლებში შემოთავაზებული კონტეინერის (მითითებული უნდა იყოს მოდელი) ქვემოთ მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს:
ა) კოროზიამედეგობის მიზნით, კონტეინერის ლითონის ზედაპირი (შიდა და გარე ზედაპირი) დამუშავებული იქნება ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN ISO 1461 სტანდარტის შესაბამისად;
ბ) კონტეინერი დამზადებული იქნება მაღალხარისხიანი, ცივი ტექნოლოგიით დაპრესილი მეტალისგან EN 10204: 2004 სტანდარტის შესაბამისად;
გ) ფოლადის სისქე, რომლისგანაც წარმოებულია კონტეინერი იქნება: კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის გამაგრებები არანაკლებ 2 მმ ფოლადისგან;
დ) კონტეინერს მდგრადობისთვის ზედაპირზე ექნება სიხისტის ჩაღრმავებები;
ე) კონტეინერის ქვედა მხარე/ძირი იქნება წარმოებული ღრმად დაპრესილი ერთიანი ნაწილისგან, შედუღების გარეშე;
ვ) ქვედა ნაწილი/ძირი კონტეინერის კორპუსთან შედუღებული იქნება უწყვეტი ხაზით. შედუღების ხაზი დაიწყება კონტეინერის ქვედა ნაწილიდან/ძირიდან მინიმუმ 45 მმ-ის სიმაღლეზე;
ზ) კონტეინერის ძირს ექნება ტრაპეციის ფორმა არანაკლებ 20 მმ ჩაღრმავებით;
თ) კონტეინერი უნდა იყოს სრული და უწყვეტი ხაზით შედუღებული.
ი) კონტეინერს გვერდებზე ექნება სტანდარტული ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები, რომლებიც განთავსებულია მიწის ზედაპირიდან 1000-1100 მმ სიმაღლეზე;
კ) კონტეინერის ძირი აღჭურვილი იქნება საწრეტი ხვრელის (არანაკლებ 40 მმ) დამხშობი საცობით;
ლ) კონტეინერი აღჭურვილი იქნება 4 სახელურით;
მ) კონტეინერს ექნება ღერძის გარშემო, საკისარზე თავისუფლად მბრუნავი მეტალის გულიანი რეზინის 4 ცალი გორგოლაჭი, ოთხივე მუხრუჭიანი - დიამეტრით 200 +/- 2 მმ;
ნ) კონტეინერს ექნება თავსახურის ასახდელი პედალი;
ო) კონტეინერის თავსახური უნდა იყოს ლითონის, მინიმუმ ერთი სახელურით;
პ) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში (მითითებული უნდა იყოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი) შემოთავაზებული კონტეინერი (მითითებული უნდა იყოს მოდელი) სრულად იდენტური იქნება, იმ კონტეინერის რომელზეც გაცემულია EN 840 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი ((მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის ნომერი (რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას 2.7.1.3. პუნქტის შესაბამისად)).

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ვიზუალი - რომელშიც მოცემული იქნება წინხედი, გვერდხედი, ზედხედი, უკანა მხარე და ძირი. აღნიშნული შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ფერადი ფოტოსურათ(ებ)ის ან/და მწარმოებლის ვებ გვერდის ბმულის მეშვეობით. პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნებს. წარმოდგენილ ფოტო(ებ)ზე EN 840-ის შესაბამისი მარკირება უნდა იყოს თვალსაჩინო.

2.9.2. პრეტენდენტმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პროდუქტის ვიზუალი, რომელზეც დატანილი იქნება ზომები დანართ N3-ში მითითებული ნიმუშის შესაბამისად.

2.9.3. წინამდებარე ტენდერის 2.9.2. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ზომები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებულ ზომებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას შეიცავს სერტიფიკატი).

2.9.3.1. თუ სერტიფიკატში მითითებულია ზომები, თუმცა არ ასახავს წინამდებარე ტენდერში მოთხოვნილ პარამეტრებს, რომელიც მოცემულია ნიმუშში, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მასერტიფიცირებლის ან მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება კონტეინერის რა ზომებია მითითებული სერტიფიკატში.

შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ საქონლის მიწოდებისას შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (მითითებული უნდა იყოს კონტეინერის ნომერი) ფარგლებში წარმოებული კონტეინერის დასამზადებლად გამოყენებული მეტალის მწარმოებელია __________(მითითებული უნდა იყოს ტენდერში დაფიქსირებული კომპანია), ხოლო გალვანიზაცია განახორციელა მაგალვანიზირებელმა ქარხანამ___________ (მითითებული უნდა იყოს ტენდერში დაფიქსირებული კომპანია). ასევე, დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ კონტეინერის დასამზადებლად გამოყენებული მეტალი დამოწმებულია EN 10204 type 3.1 ან 3.2 სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს მასალის შესაბამისობას მოთხოვნებთან (კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის გამაგრებები არანაკლებ 2 მმ ფოლადი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

38240

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) . მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე.

6.2.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-მდე ოდენობით.

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არაუადრეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.

7.1.1.4 ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონლზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე მელაშვილი, 577160830, smelashvili@spa.ge ქეთევან კუპრაძე - 577 307 705

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული “კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე, „2026 წლის განმავლობაში ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 თებერვლის №360 განკარგულების საფუძველზე;

10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული, დანართ N2-ში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 1 100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით;

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, 1 100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის სა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru