Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71476443)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 71476443
Дата публикации: 24-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005805
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.03.2026 17:18
Начало приема предложения 01.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 205`045.82 GEL
Контрактная цена объекта закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
"TOYOTA"-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine janelidze :: 04.03.2026 14:59
  • Последнее исправление: ekaterine janelidze :: 23.03.2026 17:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675890&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"TOYOTA"-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექ.მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი) დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული საქონლის და გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბაზრო ფასის გათვალისწინებით და მიმწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიაწოდოს შემსყიდველის მიერ მოძიებული ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი ფასით.
პრეისკურანტში შესაბამისი საქონლის/მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
3. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილების ელექტრო სისტემის (კომპიუტერის) დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა შესაბამისი ინვენტარით.
5. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
6. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.

სავალი ნაწილებისათვის: 2 კალენდარულ დღეს;
ელექტროობისათვის: 3 კალენდარულ დღეს;
სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის: 15 კალენდარულ დღეს;
ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა 20 კალენდარულ დღეს;
ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში 10 კალენდარულ დღეს;
სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა-არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს;
დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას ტექ-მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს.
აღნიშნულ დროს მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,
ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჩამოსვლის დრო

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი);

1.7.1.2 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

1.7.1.3 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს შემსყიდველის მიმართვიდან 15 სამუშაო დღე.

1.7.1.4 მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით ან/და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა, სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მარაგი დანართი N2 ის შესაბამისად.
მიმწოდებელმა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, სერვისცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
ქ. თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 5 ავტომანქანა;
სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

2.3.1.2 პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით.

2.3.1.3 პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შემოთავაზებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია 2.3.1.2 პუნქტის შესაბამისად (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით).

2.3.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს სარგებლობაში (იჯარით) არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელიც უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა.

2.3.1.5 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ ექნება , შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, „შერჩევა-შეფასების ეტაპზე“ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით ( აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).

2.3.1.6 ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული სერვისცენტრის ვიდეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

2.3.1.7 მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარულ დღის განმავლობაში, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს ხანძარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ., 1 (ერთი) კალენდარულ დღის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს მობილური ჯგუფის მეშვეობით მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე (მიმწოდებელმა აღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის შედგენა). იმ შემთხვევაში, თუ საველე პირობებში შეუძლებელია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება, მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში, შემსყიდველთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება მიმწოდებლის უახლოეს სერვის ცენტრში, სადაც მოხდება მისი შემდგომი შეკეთება.

2.3.1.8 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესების და მოთხოვნების დაცვით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულ(ები)(წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სარგებლობის (იჯარის) შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა;

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, ინფორმაცია სერვის-ცენტრ(ებ)ი მისმართების შესახებ, (შესაბამისი მისამართების მითითებით).

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ერთიან ელექტონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სარგებლობის (იჯარის) შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა;

2.9.3 პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ა) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
ბ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;

გ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

დამატებითი ტექნიკური სპეციფიკაცია.
2.9.4 ტენდერის გახსნის მომდევნო დღეს შემსყიდველი ორგანიზაცია სატელეფონო ან და ელ.ფოსტის მეშვეობით უკავშირდება პრეტენდენტს და ატყობინებს სერვის-ცენტრის დათვალიერების მიზნით ვიზიტის დროს.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.5 შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რეგიონის მიხედვით იმ კომპეტენტურ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც დაესწრებიან სერვის ცენტის დათვალიერებას და აღნიშნულს დააფიქსირებენ დათვალიერების აქტზე ხელმოწერით.
პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა და დათვალიერების აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ტენდერის გახსნის მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ განმეორებით დაათვალიეროს სერვის-ცენტრი შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.7 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ აქვს შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წინადადების მიღების დროს, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე, დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რეგიონის მიხედვით იმ კომპეტენტურ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც დაესწრებიან სერვის ცენტის დათვალიერებას და აღნიშნულს დააფიქსირებენ დათვალიერების აქტზე ხელმოწერით.
პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა და დათვალიერების აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.8 პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაცია სატელეფონო ან და ელ.ფოსტის მეშვეობით უკავშირდება პრეტენდენტს და ატყობინებს სერვის-ცენტრის დათვალიერების მიზნით ვიზიტის დროს.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.


2.9.9 შემსყიდველი უფლებამოსილია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დროს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ განმეორებით დაათვალიეროს სერვის-ცენტრი შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად.

პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების მიზნით, სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე (სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვა) მნიშვნელოვანია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მხრიდან ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ, ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში:
- 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ იქნება არაუმეტეს 80 000 ლარის ფარგლებში;
- 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ იქნება არაუმეტეს 20 000 ლარის ფარგლებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე ჯანელიძე, 595078112, ekaterinejanelidze99@gmail.com

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru