Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #71476438)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 71476438
Дата публикации: 24-03-2026
Сумма контракта: 11 050


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005810
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.03.2026 17:31
Начало приема предложения 29.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 31.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 11`050.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18210000 - Пальто
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსებით, თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, ზამთრის დათბილული ქურთუკების (CPV 18210000 - ქურთუკები/პალტოები) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 85 ცალი ქურთუკი (დათბილული)
Шаг снижения цены 111.00 GEL
Размер гарантии 111 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan iobashvili :: 18.03.2026 16:05
  • Последнее исправление: levan iobashvili :: 23.03.2026 17:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=678469&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსებით, თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, ზამთრის დათბილული ქურთუკების (CPV 18210000 - ქურთუკები/პალტოები) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ზამთრის ქურთუკი (დათბილული) მაღალი ხარისხის - GORTEX-ის ტექნოლოგიით, დამზადებული ე.წ. „პლაშოვკის“ მასალისგან, შავი ფერის (50 ც.) და ლურჯი ფერის (35 ც.) გამოსაკრავი მათბუნებლით, ელვა შესაკრავზე.
ქსოვილის მემბრანა ორ შრიანი, წყალგაუმტარობა არანაკლებ 9000 მმ, ჰაერგამტარი.
ქურთუკი წინიდან უნდა იკვრებოდეს ტრაქტორისებული ელვა შესაკრავით, დაფარული თამასით, რომელიც უნდა იკვრებოდეს 4 კნოპზე.
ქურთუკს კალთებზე უნდა ჰქონდეს ე.წ. ორმაგი გარე ჯიბეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ჩაჭრილი (იხ. წარმოდგენილი დანართი N2 დიზაინით).
ქურთუკს საყელოზე უნდა ჰქონდეს მოსახსნელი კაპიუშონი, რომელიც უნდა მაგრდებოდეს საყელოზე ელვა-შესაკრავით.
თავად ჯიბის შიდა ნაჭერი დამზადებული იყოს სქელი სასარჩულე ნაჭრის მასალით.
ქურთუკს უნდა გააჩნდეს ფარული (შიდა) ჯიბე.
ქურთუკს უნდა ჰქონდეს ადვილად მოსახსნელი მკლავები, რომელიც უნდა მაგრდებოდეს ელვა შესაკრავით.
ქურთუკს წელზე და სახელოების ბოლოებში ჩაკერებული უნდა ჰქონდეს რეზინის მანჟეტები.
შავი ფერის 50 ცალ ქურთუკს მკერდის მარცხენა მხარეს უნდა ჰქონდეს ამოქარგული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო, მკერდის მარჯვენა მხარეს უნდა ჰქონდეს ლათინური წარწერა SECURITY; ქურთუკს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს
ამოქარგული წარწერა ქართულ ენაზე „თსუ უსაფრთხოების სამსახური“, (თანდართული ფოტოების მიხედვით);
მკერდზე და ზურგზე უნდა ქონდეს დატანილი შუქამრეკლი დეტალები.
ლურჯი ფერის 15 ცალ ქურთუკს მკერდის მარცხენა მხარეს უნდა ჰქონდეს ამოქარგული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო, მკერდის მარჯვენა მხარეს უნდა ჰქონდეს ლათინური წარწერა SECURITY OFFICER ; ქურთუკს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს ამოქარგული წარწერა ქართულ ენაზე „თსუ უსაფრთხოების სამსახური“,თანდართული ფოტოების მიხედვით;
მკერდზე და ზურგზე უნდა ქონდეს დატანილი შუქამრეკლი დეტალები.
ლურჯი ფერის 20 ცალ ქურთუკს მკერდის მარცხენა მხარეს უნდა ჰქონდეს ამოქარგული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო, მკერდის მარჯვენა მხარეს უნდა ჰქონდეს ლათინური წარწერა SECURITY SUPERVISOR;
ქურთუკს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს ამოქარგული წარწერა ქართულ ენაზე „თსუ უსაფრთხოების სამსახური“,თანდართული ფოტოების მიხედვით;
მკერდზე და ზურგზე უნდა ქონდეს დატანილი შუქამრეკლი დეტალები.
ქურთუკის დათბილული სარჩული უნდა იყოს სქელი ნაჭრის, რომელიც წარმოადგენს გრძელსახელოებიან, დალიანდაგებულ სინტეპონისგან შეკერილ სამოსს სინდიფონის მასალით და ძირითად ქურთუკზე უნდა მაგრდებოდეს კალთიდან კალთამდე ორმხრივი მოქმედების ელვა შესაკრავით.
სარჩულს უნდა გააჩნდეს შიდა ჯიბე, მათბუნებელს ზურგის იღლიის ამონაჭერში უნდა გაუკეთდეს გარეზინებული ქსოვილის ჩანართები, ელასტიურობისა და თავისუფლებისთვის. მათბუნებლის სიგრძე კისრიდან ქურთუკის 85 სიგრძეზე არაუმეტეს 2 სანტიმეტრით ნაკლები. მათბუნებლის სახელოს ბოლოები უნდა დამუშავდეს ტრიკოტაჟის გარეზინებული მანჟეტებით.

• შესყიდვის ობიექტის ზომები, დიზაინი, მასალა და შესრულების ტექნოლოგია (ქარგვა ან/და შოლკოგრაფია) წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან/მომთხოვნთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1. (თსუ პირველი კორპუსის საწყობი), საწყობში შეზიდვისა და დასაწყობების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი საგარანტიო ვადა ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან.
1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში, არა შემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი (თუ ეს შესაძლებელია) ან ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.7.1.3. მიწოდებული საქონელი საგარანტიო პერიოდში უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვისა და თერმული დამუშავების დროს არ უნდა კარგავდეს ზომას და ფორმას.
1.7.1.4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხარისხობრივ მონაცემებს და პასუხობდეს ამ ტიპის საქონელზე არსებულ სტანდარტებს. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული.
1.7.1.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის დანიშნულების ადგილზე მიწოდება დაზიანების გარეშე.
1.7.1.6. შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს დაზიანებული საქონელი და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის დაუყოვნებლივ გამოცვლა. არ შეცვლის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
1.7.1.7. იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში მიწოდებულ საქონელზე გამოვლენილი იქნება წუნი (ხარვეზი), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უზრუნველყოს აღნიშნული წუნის (ხარვეზის) აღმოფხვრა.
1.7.1.8. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მაჩვენებლებთან და აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილ ნიმუშთან.
1.7.1.9. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისა ან/და ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში, უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული/სერტიფიცირებული საექსპერტო დაწესებულების ან ლაბორატორიის მიერ გაცემული შესაბამისი ლაბორატორიის/ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური NAT ნომერი. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
შესყიდვის ობიექტის დასახელება, აღწერილობა, მწარმოებელი, ერთეეულის ფასი და ჯამური ღირებულება.

• მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია ან/და მწარმოებელი სუბიექტი ან/და ფირმა ან/და ბრენდი ან/და ინდ.მეწარმე ან/და ფიზიკური პირი.

მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

შემოთავაზებული სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:

• პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასების ცხრილით შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის არანაკლებ 1 (ერთი) ცალი ნიმუში.
• ნიმუშის შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ-ს I კორპუსი, 016 ოთახი, შესყიდვების განყოფილება (არაუგვიანეს ნიმუშის წარმოდგენის დღის 17:00 საათისა).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთჯერადად, მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად, ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის დადებითი დასკვნისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს 7.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან იობაშვილი, 593728648, levan.iobashvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru